მაგრამ ყველგან ხარ
არსად არ ჩანხარ,მაგრამ ყველგან ხარ... დილის მზის სხივი ხარ... სითბოთი, სიყვარულით გამთბარი... სხივი, რომელიც ხელს მომხვევს და უსასრულობის, სიშორის მორევში გადამიყვანს... ღამით ზეცა ხარ... გაბრწყინებული... კაშკაშა... ვარსკვლავებით ანთებული ზეცა ხარ... მთვარე ხარ... ყოველ ბნელ ღამეს რომ მინათებს. სასთუმალზე მყოფს, ცრემლებით სავსე თველებში, რომ მიცქერ ის მთვარე ხარ... ფიქრი ხარ... სულ თან, რომ მდევს, სულ შენზე, რომ ოცნებობს... სიყვარული ხარ... გატეხილ გულს რომ მონატრების სითბოთი ავსებს ის სიყვარული ხარ... მარადიული ხარ... სულის ტკივილამდე რომ მენატრები ის სევდა ხარ... ოკეანე ხარ... ამოუცნობი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი უსასრულობა ხარ... შემოდგომის ფოთოლი ხარ... ფოთოლი, რომელმაც სიცოცხლე შეწყვიტა, ზამთარი ხარ... ისეთი ცივი და სასტიკი გულს რომ გვისერავ გაზაფხული ხარ... გაყინულ გულს, რომ სითბოთი ავსებ ის გაზაფხული ხარ... ზაფხული ხარ... ჩვენს გულში, რომ მარად მხიარული, თბილი და მოსიყვარულე დარჩები ის ზაფხული ხარ... ღიმილი ხარ... ყველგან, რომ შენს გაბრწყინებულ სახეს ვხედავ ის ღიმილი ხარ... სიშორე ხარ... რომ მკლავს და მწვავს ის სიშორე ხარ... ცისფერი ოცნება ხარ... ის მოელვარე შუქი ხარ, რომელსაც შენი თვალები ასხივებდა. ჩემი მტანჯველი განშორება ხარ... დაგეძებ... ყველგან შენ დაგეძებ... არსად არ ჩანხარ, მაგრამ ყველგან ხარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.