შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმოქმედო გრძნობა


25-10-2016, 02:41
ავტორი It Girl
ნანახია 1 652

ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე ,რომ ის აღარასდროს იქნება შენი.
მონატრება სხვა არაფერია, თუ არა სიაცრიელის სასიკვდილო დოზა.
ყველაზე სამწუხარო მომენტი დგება მაშინ, როდესაც გიწევს დაემშვიდობო ადამიანს, რომელთანაც გსურდა მთელი ცხოვრება გაგეტარებინა.
ყოველთვის მემახსოვრება , ჩემი ჩანახატებიდან და დღიურებიდან . ეს ის ადამიანი იყო , რომელმაც დიდი კვალი დამიტოვა ცხოვრებაში. მის ყოველ გახსენებაზე გამეღიმება და ზუსტად ვიცი ყოველთვის ის განცდა დამეუფლება , რომელსაც მასთან ყოფნის დროს განვიცდიდი.
ვუყურებდი და ვხვდებოდი , რომ მისნაირი ღრმა , უძირო, ულამაზესი თვალები ჯერ არასდროს არსად არ მენახა. მისი თვალები შემიყვარდა და მას შემდეგ პიროვნება. ის რაღაც სხვანაირი იყო, ყველასგან გამორჩეული, სრულიად სხვა ადამინი შემიყვარდა განსხვავებით იმისგან ვისაც ადრე ვიცნობდი.
შემიყვარდა.
დიახ შემიყვარდა , პირველად. იმ სიყვარულით შემიყვარდა , რომლისაც ყველაზე ნაკლებად მჯეროდა, სიყვარულით , რომლითაც წარმოუდგენელი მეგონა ადამიანის შეყვარება.
ერთი რამ კი ზუსტად ვიცი , რომ მიყვარს და მუდამ მეყვარება მისი თვალები, რომლებიც ჩემია, ცისფერი თვალები, რომლებიც უღრუბლო ცას მოგაგონებთ მზის ამოსვლისას.
თვალები ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
და მერე გადის დრო და ის შენთან აღარ არის.ხვდები რომ გაკლია,გიჭირს მის გარეშე.იმაზე მეტად გიჭირს,ვიდრე ვინმე დიდი ხნის ნაცნობი რომ დაგეკარგა.გენატრება მაგრამ გეშინია.ამ მონატრებისაც გეშინია და მისი პასუხისაც.მაგრამ შენი შინაგანი სამყარო ისევ განაგრძობს მის მიმართ რაღაც განსაკუთრებული ემოციის გამოყოფას.მე ასეთი ურთიერთობების მწამს და მიყვარს.
შესაძლოა, ადამიანთან მხოლოდ სიყვარული დაგრჩეს. უცნაურია, მაგრამ ცარიელი სიყვარული უმოქმედოა.
გიყვარს , მაგრამ არ გჭირდება.
გიყვარს , მაგრამ არ გინდა.
ბოლოს აღარავისთვის მინდოდა, შენზე მეამბო. შეიძლება ადამიანმა მთელი გულით მოგისმინოს, მაგრამ გრძნობას ვერ გადასცემ , ისინი ვერასოდეს იგრძნობენ ისე, როგორც გრძნობ შენ. ყველაფერი, რაც შიგნით იწყება, შეუძლებელია გამოვიდეს გარეთ.
და საბოლოოდ გარდაუვალია მომენტი, როდესაც აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იქნება თუ არა შენთან.
შენ თავს უმეორებ ის აღარ დაბრუნდება.
და ნამდვილად, შენ აღარ დაბრუნდები.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent