შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენი სითბო შემიყვარდა


16-09-2016, 15:44
ნანახია 3 342

მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად,
და სიყვარულის საოცარი - ღვთიური ნიჭი.
ვფიქრობ ჩემთვის და ეხლა ვხვდები რა მსურდა მეთქვა,
გიხდი მადლობას ღამე, რომ მაქვს დღესავით მშვიდი.

მე შენი მზერა შემიყვარდა თვალებზე მეტად,
ფერი აზრს კარგავს თუკი მზერა გექნება ცივი.
სწორედ ამიტომ თაფლისთვალა მინდოდა მეთქვა,
შენს თვალთა მზერას მე ვუწოდე - მცხუნვარ მზის სხივი.

მე ეგ ღიმილი შემიყვარდა ბაგეზე მეტად,
ღიმილის დროს, ხომ ტუჩის კუთხის ჩატეხვა იცი.
მე უნებურად მეღიმება შენს ამ ქცევაზე
და ვერ ვივიწყებ მაგ თვალების ეშმაკურ ციმციმს.

მე შენი ფიქრი შემიყვარდა სიტყვებზე მეტად,
შენ ხომ სიტყვების ჰაერზე თქმა ზერელედ იცი.
იტყვი და ნანობ, სინანული შეჩვევად გექცა,
მე პატიება სიტყვად თქმული არნაფიქრ ფიქრის.

'მე შენი სითბო შემიყვარდა' - ეს მსურდა მეთქვა,
გთხოვ მომიტევე სტროფებისთვის არევა რითმის.
არც კი ვფიქრობდი ისე ვიწყე გრძნობების წერა,
შემომეწერე ჩემებური - საოცრად მშვიდი.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent