შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულისფერი


28-10-2016, 22:38
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 550

ცხოვრებაში უამრავ ადამიანს ვხვდებით.
ყველა სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენზე.
ზოგს ვაძლევთ უფლებას ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. ზიგს ახლოსაც არ ვაკარებთ.
ზოგი ჩვენს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ჩვენს ღირსებაში არ ჯდება. ზოგი ზედმეტად განსხვავდება ჩვენგან და ამიტომ.
ზოგთან უბრალოდ საერთო ენას ვერ ვნახულობთ.
არსებობენ ისეთი ადამიანებიც საერთოდ რომ არ მოგვვწონს, მის ყველა ქმედება ჩვენთვის მიუღებელია.
გვაღიზიანებს მისი ლაპარაკის მანერა, თემები, თმის ვარცხნილობა, ჯდომა, როგორ სვავს ის წყალს, ან საერთოდ როგორ სუნთქავს.
მაგრამ ესეთი ადამიანები ზოგჯერ ისე იჭრებიან ჩვენს ყოველდღიურობაში და იკავებენ თავიანთ ადგილს, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ.
გვაღიზიანებენ და არ მოგვწონს ისინი, მაგრამ გვიყვარს და მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ წარმოგვიდგენია.
ისინი იმდენად განსხვავდებიან ჩვენგან და ეს ნელნელა უფრო გვხიბლავს.
ხანდახან პირიქით ხდება.
ადამიანი ერთი დანახვისთანავე აღწევს ჩვენს ტვინში და ვიწყებთ მასზე ფიქრს. ახლა მისი ყველა ქცევა მოგვწონს და გვხიბლავს.
თუმცა, რაღაც დროის შემდეგ გვაღიზიანებს ის რაც აქამდე მოგვწონდა. გვბეზრდება და ერთი სული გვაქვს სანაგვეზე მოვისროლოთ ეს ადამიანები.
ყველა ადამიანი თუ არა გოგო მაინც ოცნებობს მეორე ნახევარზე.
ზუსტად ისეთზე, როგორიც ისაა. რომ არაფერი არ გაღიზიანებს მისი და ყველაფერი გიყვარს მასში.
ტვინი ერთ სიხშირეზე რომ არის მომართული და შენ იცი რომ მის გარეშე ცხოვრების წამიც აღარ გინდა.

მეც ასე მეგონა, მეორე ნახევარი და ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ჩემ სიხშირეზე აწყობილი უნდა ყოფილიყო...
ჩვენ შეხვედრასაც განსაკუთრებით წარმოვიდგენდი...
მაგრამ ასეთს არასდროს.
ალექსი უცებ შემოიჭრა ჩემში.
ჩემთვის ცხოვრების ყველაზე ლამაზი ეპიზოდი მას უკავშირდება.
ალექსის გამოჩენა მზის გამონათებას გავდა.
მანამდე დიდი ღრუბელი იყო. სულ ერთიდაიგივე.
ჯერ სწავლა, მერე მუშაობა, მშობლებისგან გადასვლა და ამის სანათესაოს დონემდე განხილვა, თუ რატომ არ მინდოდა მშობლებთან და რატომ მინდოდა 25 წლის გოგოს მეცხოვრა დამოუკიდებლად. აღარ ერეცხა დედას სარეცხი და ეკეთებინა საჭმელი.
ჩვეულებრივი რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრება.
თითქოს ბედნიერი ვიყავი. ამის მჯეროდა, არავინ არ მჭირდებოდა ბედნიერებისთვის, თითქოს და ვიყავი ისე, როგორც მინდოდა.
ამ ყველაფერში იყო სიმართლის მარცვალი.
თუმცა გამოჩნდა ალექსი....
ეს იცით რას გავდა?
დიდი ღრუბელი ცაზე, შავი.
უცბად ქარი ამოვარდა.
დიახ! ჩემ ორგანიზმში გადატრიალება მოხდა.
ღრუბლები გაიფანტა და გამოანათა მზემ.
ალექსმა.
თითქოს სისხმლაც სხვანაირად იწყო დენა.
2010 წლის 13 აპრილი.
გაზაფხული ამ დღეს ჩემშიც შემოსულიყო. ვარდისფერი კაბა მეცვა, წვრილი ყვავილებით, ჩემი წითელი თმა მხრებზე დამყროდა და ამინდის გამო ბედნიერი მივუყვებოდი ქუჩას.
წინიდან მოდიოდა, მუქი ჯინსი ეცვა, ღია ფერის ჯინსის კურტკა და შავი მაისური, შავი თმა კოსად აეკრა, ზურგ ჩანთა ცალ მხარზე ქონდა მოგდებული და მუსიკას უსმენდა. მასაც ეტყობოდა გაზაფხული.
არ შემოუხედავს.
მე მომეწონა მისი გარეგნობა და თვალი ავარიდე რომ არ შეემჩნია.
გვერდით უნდა ჩამევლო ყურსასმენი რომ მოიხსნა და შემომხედა.
ჩემს სმენას ბოხი ხმა მოხვდა:
-გამარჯობა!-გამიკვირდა, ჯერ ვიფიქრე იქნებ ნაცნობია და ვერ ვცნობთქო.
არა! გამორიცხულია.
-გამარჯობა, უცნობო!
-როგორ ხარ?-ის განაგრძობდა ჩემს მოკითხვას ძველი ნაცნობივით.
-მშვენივრად, შენ ?-მე გაკვირვების მიუხედავად არაფერს ვიმჩნევდი.
-მეც.-გამიღიმა და გზა განაგრძო. მეც ასევე გავუყევი გზას.
** *
იქვე სამსახურთან პატარა კაფეა, დიდი ფანჯრებით, გარშემო კი ჭადრის ხეებია. ოქტომბერში აქაურობა ნამდვილ ოქროსფერ სამოთხეს ემსგავსება. კუთხეში მრგვალი ვარდისფერი მაგიდა დგას. მე და ალექსი ხშირად დავდიოდით აქ და ჩვენი საყვარელი ადგილიც სწორედ ეს იყო. ახლაც სულ აქ ვჯდები, ყოველდღე და ვსვავ ჟოლოს ჩაის, ალექსი რომ გიჟდებოდა. კაფეში ცოტა ხალხია. მიმტანი ჩემ დანახვისას უკვე ხვდება შეკვეთას და წითელ სითხეს წინ მიდებს. სასიამოვნო მუსიკა კიდევ უფრო სიმყუდროვეს ქმნის. almost blue ისმის და მეც სილურჯეეში ვიძირები. ალექსი სილურჯეს გავს. მასსავით ღრმაა.
ჩემი მაგიდის გვერდით ოთხკუთხედი მწვანე მაგიდა დგას, ბიჭი ზის და მოუთმენლად ელის ვიღაცას. კარი იღება და სიფრიფანა გოგო შემოდის ქერა კულულები მხრებზე დაყრია. სულ რაღაც 17-18 წლისაა, კრემისფერი კაბა და თხელი მოსასხამი აცვია. ფერიასავით შემოვიდა ყვითელ სივრცეში. (კეფის კედლები ყვითელია). ბიჭის თვალებიც აინთო, მე კი გული უფრო მომეღრუბლა... ვუყურებდი გოგონას, რომელიც ჩემს წარმოდგენაში იისფრად ჩარჩა, ბიჭი კი სრულიად მოცული იყო იისფერი გოგონათი. მე გული უარესად მჩხვლეტდა. მონატრება მიმძაფრდებოდა შეყვარებული წყვილების ყურებისას. გავყურებდი ყვითელ-წითელ სივრცეს მარტოდ-მარტო. ვინ იცის ახლა ალექსი რას აკეთებს, ფიქრობს კი ჩემზე? ნუთუ მართლა ვენატრები?
მე საშინლად მენატრება. ახლა ყველგან ვეძებ ალექსს თვალებით, მინდა სადმე შევხვდე და მისი ხმა კიდევ გავიგო. მისი დაძახებული „ელენე“ რულიად გასნხვავებულად რომ ჟღერს.
ფანჯარასთან ბროწეულის ხეა, ერთადერთი ნაყოფი შერჩენია, ისიც დაბერილია და სადაცაა გასკდება.

-წყნარი ხარ!-მითხრა ერთხელ სეირნობისას. მაშინ ახალი გაცნობილი ვყავდი.-ჰო, მშვიდი, სახეც მშვიდი გაქვს სულ. შენი წაკითხვა რთულია.-თან გზას ვაგრძელებდით მე ხმას არ ვიღებდი მაინტერესებდა რას ფიქრობდა ჩემზე.-მაგრამ, ვგრძნობ წაგიკითხე. -მე ინტერესიანი თვალებით ავხედე-მე ვგრძნობ, ეს მშვიდი ნაკვთები ბევრ გაუხსნელ ტკივილს და გრძნობას მალავენ.
-რა სასაცილო ხარ, ალექს!-ვეცადე მისი სისწორე არ შემემჩნია.
-ბროწეული ხარ!- არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები-ჰოო! ბროწეულისფერი თმა გაქ და მისნაირი ხარ! შიგნიდან რას იტევ ვერავინ ხვდება, ერთი შეხედვით კი მშვიდი და უგრძნობი ხარ. ერთი შეხედვით ლამაზი ხარ, წყლისფერი თვალები, სიწითლე თავზე და ჭორფლი სახეზე, მაგრამ შიგნიდან, ნამდვილი ელენე ულამაზესია. სუფთა და ბევრნაირი. როცა ბრაზდები, ერთი წამი შენ თვალებში ზღვა იწყებს ღელვას. ერთადერთი თვალებში ვერ მალავ ემოციას. როცა ბედნიერი ხარ, მაშინაც თვალები ამხელენ ამას. მოკლედ შენი სულის გასაღები თვალებია. იმის მიუხედავად რომ თვალები ზღვის ფერი გაქვს, ჩემში მაინც ბროწეულისფერი ხარ.
-ანუ წითელი ვარ?!-ღიმილით ვცდილობ დავმალო ჩემი აღელვება. მაგრამ ის უკვე ისე მიცნობს ალბათ ამასაც ხედავს.
-არა! ბროწეულისფერი.-შემობრუნდა, შუბლზე მაკოცა და ჩამიხუტა.
** **
ადამიანები შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში.
თავდაყირა გვიყენებენ ყოველდღიურ რეალობას.
შემდეგ კი გვტოვებენ...
და აქამდე ასატან ყოველდღირობას აუტანელი უმისობა ცვლის...



№1  offline წევრი kakulia

''ძაღლის ერთგულების იმედი ბოლომდე იქონიე, ადამიანის - შემთხვევამდე."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent