ტკივილის პირველი სტადია
ახმაურებული კლასის წინაშე დავდექი და ერთი წამით მისკენ გავიხედე შემდეგ თვალი მოვაშორე და კიდევ შევხედე ჩემს ერთ-ერთ კლასელს მივანიშნე ჩემსკენ გამოახედეთქო და მანაც ძლიერად მიკრა მკლავი მერე კი თვალებით ჩემსკენ ანიშნა და მანაც ცალი ნაოშნიკი მოიხსნა -შეგიძლია სულ ცოტა დრო დამითმო? როგორც თქვენი კლასელი მინდა რაღაც ვთქვა თანაც ამ მოსაწყენ გაკვეთილს ნამდვილად აჯობებს დარწმუნებული ვარ - მან მსუბუქად თავი დამიქნია და მის შავ თვალებს რომ არ დავებნიე ამიტომ ვეცადე ყურადღება ჩემს აზრებზე გადამეტანა -ოდესმე დაფიქრებულხართ რომ მოვკვდებით რა იქნება? რა მოხდება? რეინკარნაციის თუ გჯერათ? ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება ეხლა მეათასედ დაბადებული ვიყო და ამის შესახებ არაფერი ვიცოდე ან იქნებ გჯერათ იმის რომ ღმერთი არსებობს და შემდეგ ყველანი სამოთხეში ან ყველანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით... თუმცა ამას იმიტომ ვამბობ რომ ვფიქრობ ჩვენ არაფერი ვიცით წარმოიდგინეთ რა იქნება თუ მოვკვდებით მაგრამ არაფერი მოხდება საერთოდ არაფერი უბრალოდ გადავიქცევით ვარსკვლავად ან სამუდამოდ გავუჩინარდებით ან აქ გავქრებით მაგრამ სხვა ადგილას და სხვა დროს დავიბადებით სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა გარემოცვაში... ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა და იმდენად დამაფიქრებელი მე მაშინებს ეს რეალობა მაშინებს ის რეალობა რომ აქ მოვკვდები და შემდეგ საერთოდ გავქრები მაგრამ ისიც მაშინებს სულ ცოტათი რომ აქ მოვკვდები და ამის მერე იქნება სხვა ცხოვრება ანუ სულ სამოთხეში ან სულ ჯოჯოხეთში და აღარასოდეს დედამიწაზე ანუ სულ სადღაც სამუდამოდ და უსასრულოდ მაღლა... ან ვინ იცის იქნებ იქაურობა სულ სხვანაირია ჩვენ ადამიანებს ხომ აქ ყველაფერი მალე გვბეზრდება იქნებ იქ არ არსებობდეს ეს გრძნობა საერთოდ და კიდევ ბევრი სხვა იქნებ გამქრალი იყოს... იცით რამოდენიმე წელი ერთი და იგივე ადამიანი მიყვარდა ის მართლაც ერთადერთი ვიღაც იყო ჩემს ცხოვრებაში ვინც არ მომბეზრებია და მის გამო ბევრ რამეზე დამიხუჭავს თვალი. არასოდეს არავისთვის თავი არ დამიხრია მას კი იმდენჯერ დავუხარე რომ ჩემი თავმოყვარეობა ასე უბრალოდ გაქრა ჩემი სიამაყე ჩემი პრინციპები და ყველაფერი რაც ჩემს მეორე მეს და მე გაერთიანებულად გაგვაჩნდა ყველაფერი გაქრა და აორთქლდა შიგნით და ეს ყველაფერი იცით რატომ მოხდა? იმიტომ რომ ერთ განებივრებულ და სხვის აზრებს და ქცევებს აყოლილმა ბიჭმა არ მოინდომა თავისი გრძნობები იმ გოგოსთვის გაემხილა ვისაც მართლა უყვარდა და ამას არ ამხელდა კი არა ზედ უვლიდა მის ყველანაირ გრძნობას... წეღან დავფიქრდი ნუთუ არაფერი არ არსებობს და თუ მართლა არაფერი არ არსებობს გამოდის რომ არც ის სიყვარული არსებობს და არც ის გრძნობები რასაც მე განვიცდიდი არა იმას არ ვამბობ რომ ეს ტყუილი იყო თუმცა როგორც ჩანს ასე გამომივიდა მაგრამ მაინც რა მნიშვნელობა აქვს მიხარია რომ დღეს ამაზე საუბრის საშუალება მომეცა და თითო სამეგობრო წრეში თუ გამოჩნდება ვიღაც ერთი ვინც გაამხელს ნამდვილად თავის გრძნობებს და ფიქრებს თავისი ცხოვრების პატარა თუმცა მტკივნეულ მონაკვეთს მაშინ შეიძლება ეს აღარ განმეორდეს ის რაც მას დაემართა და ის რის გამოც ბევრი თინეიჯერის ცხოვრება მთავრდება სუიციდით... გაუგებრობა ტკივილი და უსიყვარულო გარემო... ბლა ბლა ბლა. ხო შეიძლება ცოტა უაზროა თუმცა ვცადე მაინც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.