შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის ნაშრომი, სათაურად:რატომ არის სამყარო ასეთი დიდი


9-03-2016, 09:09
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 194

იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პატარები. ანუ, ვპასუხობ კითხვას: „რატომ არის სამყარო ასეთი დიდი?“
დალახვროს ეშმაკმა, მე კი მეგონა, რომ სამყარო მხოლოდ ის იყო, სადაც ვცხოვრობ, რასაც ვხედავ... ნაწილობრივ მართალიც ვიყავი, მაგრამ, ნაწილობრივ, ეს არის კატასტროფის ტოლფასი. იმდენივე სამყარო არსებობს, რამდენი გონებაც, ან, უფრო მეტი და ასევე იმდენი ღმერთი არსებობს, რამდენი სამყაროც, მაშასადამე, აქ ვიხლართებით. მაგალითად ჩემს ძაღლს, უდავოდ ღმერთი ვგონივარ, ყოვლისშემძლე ღმერთი. ვგონებ, თევზი მეთევზეს ეშმაკობას აწერს, ჟანგბადი კი მისთვის ჯოჯოხეთია. თევზისთვის მთლიანი უსასრულო სივრცე ის პატარაა ტბაა, რომელშიც სახლობს, და შეუცნობელი, ტბის გაღმა სივრცე. ასე რომ, თევზები ვართ, ყველანი, ჩემი ძაღლიც კი, რომელიც, ალბათ ჩემს ყოვლისშემძლეობას იმით ადასტურებს, რომ მასზე ძლიერი ვარ. ასევე, ქრისტიანს ქრისტე ჰგონია ყოვლისშემძლე, ბუდისტს კი ბუდა, არაფერს ვამბობ ვინმე დეისტზე, რომლის ღმერთი არასდროს ერევა მოვლენების განვითარებაში. ამიტომ, დაუფიქრებლად შევარქმევთ იმ არსებას ღმერთს, რომელსაც ჩვენზე მეტი შეუძლია. თუმცა, არავინ არ იცის რამდენად დეპრესიულია ყოვლისშემძლე ღმერთი. ნუთუ მასაც ადამიანივით აქვს ყოველთვის სურვილებსა და შესაძლებლობეს შორის ომი? ან, საერთოდ არსებობს რამე? იმის გათვალისწინებით, თუ მე ვარსებობ ჩემი პატარა ლეკვისთვის, რომელსაც ღმერთი ვგონივარ, (და ამაში უმალვე დავეთანხმებოდი თავმდაბალი რომ არ ვიყო.) მაშასადამე არსებობს ჩვენი პატრონიც, და მათი პატრონების პატრონებიც, და ასე უსასრულოდ, ან, იქნებ ყოველივე ამის პატრონი თვით უსასრულობაა? ხო, იქნებ უსასრულობაა ღმერთი? ან, დალახვროს ეშმაკმა, ვინმე საფუძვლიანად დამიდასტურებს იმას, რომ უსასრულობა არსებობს? ვერავინ! ხოდა, მაშინ სოკრატეს გავაღმერთებ იმ ერთი ყველაფრისმთქმელი წინადადებისთვის: მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. – და ჩვენ რა ვიცით? ის, რომ ღმერთი არსებობს? ის, რომ სამყარო დიდი აფეთქებისგან შეიქმნა? ის, რომ შავი ხვრელის მიზიდულობის ძალას თვით სინათლის შესრუტვაც შეუძლია? ის, რომ სიყვარული დაუძლეველი გრძნობაა? ის, რომ შეუძლებელი არაფერია? ის, რომ ჭიის ხვრელი არსებობს? ის, რომ შიზოფრენია უკურნებელი დაავადებაა? (თუმცაღა, შიზოფრენია რატომ ვახსენე წარმოდგენა არ მაქვს... ან, უბრალოდ პატარათი შევიჭყიტე ჩემს გარღვეულ სულის ნაწილში, საიდანაც ჩემი მთლიანი სულიერი სამყარო ჩანს. ხოდა, იქ არის მგონი შიზოფრენიაც, თუმცა ეს სხვა თემააა, მეტად საინტერესო და აუხსნელი, შეუცნობელი, როგორც ეს ვირტუალური ფურცელი, სადაც ვწერ, როგორც ეს უზარმაზარი, შესაძლოა უსასრულო სამყარო.) არა, ჩვენ სოკრატესავით არაფერი ვიცით და ვინც ამას იტყვის, ლოგიკურად, გამოვა, რომ მან ყველაფერი იცის. ხო, არაფერი ვიცი მე, მაშასადამე, ჯერ–ჯერობით, სანამ მეცნიერება პასუხებს იპოვის, მე ყველაფრისმცოდნე გენიოსი ვარ, თუმცა, ერთი გაუგებრობაა, იმის იქით, „რომ არაფერი ვიცი“ ვეღარ მივდივარ, რაიმე ახალს ჩემგან ვერ გაიგებთ, რა თქმა უნდა ამ სიცოცხლეში. მე არაფერს არ ვადასტურებ, ეს არ შემიძლია. ვაზროვნებ, მაშადამე ვარსებობ? – აი, თურმე ამ წინადადებას კითხვის ნიშანი აკლდა. შემდეგ აბზაცში, მოდი ვიკითხოთ, ვარსებობთ? მოიცა... ერთი წამი... აბზაცი!
ვარსებობთ? ნუთუ ამის დამამტკიცებელი საბუთი არსებობს? იქნებ მე, ვინმე არაფრისმაქნისი პიროვნება ღმერთი ვარ? რა, შეგიძლიად შემეწინააღმდეგოდ ისე, რომ საპირისპირო დამიმტკიცოთ? არ შეგიძლიად, რა თქმა უნდა იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენ მე საფუძვლიანად ამიხსნით რა არის ღმერთი. თუ თქვენ დამიმტკიცებთ, რომ ღმერთი არ გამოუგონია ადამიანს, მაშ, ხელები ამიწევია, ვიტყვი კიდეც, ვცდებოდი, როცა აზრმა გამიელვა, ღმერთი ვარ–მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და, ხანდახან მართლა მგონია, რომ ღმერთი ვარ. აბა, ასეთ გაუგებრობაში რომ ამოვყოფ თავს, ანუ დავიბადები, ეგეც აღარ ვიფიქრო? იქნებ, ღმერთობის ჟამს, როცა არაფერი არ არსებობდა, მომბეზრდა უკუნითი სინათლე და თავს ვუსურვე ამნეზია? მერე, იქნებ, მართლაც წარმოვთქვი სიტყვები „დაე იქმნას ნათელი–მეთქი?“ ეს გამორიცხულია? თუ კი, რატომ? ხომ შეიძლება, რომ თქვენ ჩემი დიადი წარმოსახვის უნარის ნაყოფი ხართ? განა, ჭეშმარიტად მოაზროვნე ღმერთს, ადამიანობა არ მოუნდებოდა? ამას თავი რომ დავანებოდ, ყველა მწერალი ხომ ღმერთია არა? ისნი თავიანთ ნაწარმოებებში მოვლენებს ანვითარებენ ისე, როგორც მოესურვებად. ისინი ვირტუალურ, თუ რეალურ ფურცლებზე, ხომ უსასრულო სივრცეს ქმნიან, არა? ხოდა, რა გამორიცხულია, რომ მე ახლა თქვენ არ გწერთ? ერთადერთი კითხვაღა მიელავს თავში, რომელსაც, მგონი ჩემი მეორე მე მაწვდის: დარწმუნებული ხარ, რომ არსებობ? და შენ, ან შენ. ან ვინმე, რიგით მეთხუთმეტე სამყაროში, პლანეტა ტაირუზე მცხოვრები პირი, დარწმუნებულია, რომ არსებობს?(აი, მე, მაგალითი, ორი წამი წინ, ხომ შევქმენი რიგით მეთხუთმეტე სამყაროში პლანეტა ტაირუ, არა? ხოდა, იქნებ მართლა შეიქმნა ის დაწყევლილი პლანეტა?) ან, შესაძლოა გონება მაქვს არეული და სასოწარკვეთილად, ისევ იქ, მდუმარედ ვდგავარ, რეალობასა და არარეალობის შორის გავლებულ ზღვარზე? ესეც შეიძლება, არაფერს ვამბობ ცის ჩამოქცევაზე, მზის გაქცევაზე და ვენერას, თუნდ სატურნის მოახლოებაზე. დალახვროს ეშმაკმა, ყველაფერი შესაძლებელია, ან, არაფერი. ხედავთ? ჩემს სიტყვებში, „ან“ თითქმის ყველგან ურევია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჭკვიანი ვარ. და რა არის სიჭკვიანე? თუ ვინმემ ჩამოყალიბებულად იცის დროის ფარდობითობა? ან, სიჭკვიანე ის არის, როცა დოსტოევსკის ყველა ნაწარმოები გაქვს წაკითხული? სიჭკვიანეა, როცა მსოფლიოში ყველა რელიგიას საფუძვლიანად იცნობ? არა, სიჭვკიანეა, როცა არაფერი იცი, და ეს, პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს, მიხვდებოდით, უდავოდ. ხოდა, როცა ვუყურებ ჯერ მხოლოდ ჩემს ხელის გულზე მილიონობით სამყაროს, ნამუსი და ჭკუა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რაღაც ვიცი–მეთქი. როცა ვუყურებ ჩემს ძაღლს, რომელიც ყოვლისშემძლობას მაბრალებს, ჭკუა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმოვთქვა სიტყვები, ყოვლისშემძლე არსება არსებობს–მეთქი. როცა თევს ამოვიყვან ჭაობიდან, ანუ, მისი უსასრულო სამყაროდან, და როცა თევზი ეშმაკად ჩამთვლის, ჟანგბადს კი ჯოჯოხეთად, რა უფლება მაქვს ვთქვა, ჯოჯოხეთში ცხელა–მეთქი? არანაირი! როცა მხოლოდ ვარსკვლავების ყურებით შემოვიფარგლები, ნუთუ მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა, სამყარო უსასრულოა–მეთქი? როცა კანონზომიერება ჯიუტად განაგრძობს არსებობას, როგორც გრავიტაცია, ჟანგბადი, და ა,შ, და ა,შ, ნუთუ შემიძლია ვთქვა, რომ ვინმე, ვისაც ღმერთს ვუწოდებთ, არ არსებობს?
ბავშვობაში, როცა მინდორზე ვთამაშობდი, პლასტმასის ბოთლში ჭიანჭველების შეგროვება გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი. როცა ბოთლში ოცამდე ჭიანჭველა მოვათავსე, მათ შევხედე და მგონი, როგორც მახსოვს, მათაც შემომხედეს მე. აბა, გამოიცანით, ვინ ვიყავი მე, რა იყო ბოთლი და ვინ იყვნენ თვით ჭიანჭველები? ჭიანჭველები, ადამინაები მეგგონენ, ბოთლი, უსასრულობა, ჩემი თავი კი, ღმერთი, და გავიაზრე, უსასრულო სივრცის იქით, კიდევ უამრავი უსასრულო სივრცეა, უამრავი ღმერთი, უამრავი შეუცნობელი ადგილი და უამრავი არაფრისმცოდნე არსებები, რომლებიც, ჯიუტად იჩემებენ ყველაფრისმცოდნობას. ხოდა, ბედნიერება რაშია, უმნიშვნელო ორგანიზმები ვართ. როცა იქნება მოვკვდებით და გაეცამა კითხვებს პასუხი. ჩემი სიკვდილი კი, ნამდვილი სამოთხე იქნება. დავხუჭავ თვალებს, დავემშვიდობები ცას და გადავეშვები დაუსრულებელ არარეალობაში, სადაც, უსასრულოდ ვიმოგზაურებ. თუმცაღა, მიხვდებოდით, არაფრის მტკიცება არ შემიძლია.
ბოლოს კი, მაინც მგონია, რომ არ ვარსებობთ. დაე ყველაზე ჭვკიანმა გასცეს პასუხი კითხვას: დარწმუნებული ხარ, რომ არსებობ?



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Ai es ki martla kargi iyo loxishvilo..hom..mehidoseulia..mehido chemi megobari iyo..dzalian magari adamiani..magram veravin xedavda..chems garda..da ise martla varsebobt?!..am kitxvaze bevrjer an upro bevrjer mipiqria tumca pasuxi ar arsebobs

 


№2  offline წევრი ელლ

:-D:-D:-D:-D:-D:-D

 


№3 სტუმარი nino

ნერვოპათოლოგთან, ნერვოლოგთან,ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან მიდი ერთი და გაესინჯე. მთვარეული ხარ? უბრალოდ ადექი ღამით და ეს დაწერე? ხუმრობა იქით იყოს და გეტყობა რომ ბევრი ნაკითხი ხარ და ემხრობი დიდი ფილოსოფოსების აზრს ან მათი მოსაზრების საგუძველზე წერ შენს დასკვნას.მე შეშფოთრბული ვარ შენი მაწერით აშკარად რწმენაშერყეულიხარ ამიტომ გირჩევ ეკლესიაში წახვიდე და ყველა ის კითხვა რაც გაწუხებს ჰკითხო მამაოს სულოერად დამშვიდდები და აზროვნებას უფრო შეიცვლი.

 


№4  offline წევრი ელლ

Ki nino getanxmebi. Etyoba rom dzalian nakitxia. Rwmenasheryeulic da mamao daexmareba

 


№5  offline წევრი beqaloxishvili

ნინო, ამ კომენტარის დაწერის აზრს ვერ ჩავწვდი. რაც შეეხება ჩემს კითხვებს, ამას არა მამაო, არამედ მეცნიერებაც და მთლიანი კაცობრობაც კი ვერ პასუხობს, ამიტომ ეს გამოვრიცხეთ. რაც შეეხება ეკლესიას, არ მჭირდება აგურებით აშენებულ შენობაში შესვლა იმი გამო, რომ "ღმერთს დავეკონტაქტო. შენ თუ ყველა კითხვაზე გცემს მამაო პასუხს, მაშ, ნომერი, ან მისამართი ჩამაწერინე იმ კაცის, გენიას გვიმალავ კაცობრიობას?)))) შეგიძლია დამისახელო ფილოსოფი, რომლის საფუძველზეც ეს, ან სხვა ნაწერი დავწერე?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№6  offline წევრი ელლ

Nwu beqa, ar getanxmebi . Eklesia mxolod agurisgan agebuli shenoba araa. Iq simshvidea da mamaoc aucileblad dagexmareba rom gvtis rwmenit es sheni eshmakeuli piqrebi dadzlio

 


№7  offline წევრი მოლურჯო

ოოო
ბექა ყველაზე განსხვავებული ხარ შენ.
მე არ წამიკითხავს ამის მსგავსი არასდროს
და ჩემთვის ცოტა არ იყოს ძნელი გასაგები იყო მაგრამ გავიგე ^^
მამაო ვერასდროს გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს რადგან ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვს
--------------------
მარიამი

 


№8 სტუმარი Mehidos achrdili

Nwu ara!xo martalia loxishvils chemi dacva ar swirdeba magram is martalia..mas tavisi sulierebis samyaro aqvs da aramgonia sawiro iyos misi dangreva..ho eklesia martlac ar aris ubralod agurit nasheni shenoba magram am mamaoebis ki ra mogaxsenot..mamao romelic locvisas stiqarosantan ertad icinis mereki mikropontan xmas isworebs da kidev bevris tkma shemidzlia matze ubralod agar gavagrdzeleb an mamaostan rato unda mivides mamaoa gmerti? Tu gmerti martla arsebobs da aseti zebunebrivi dzalebi aqvs maincdamaic loxishvils ver dainaxavs?au ra..ubralod aramgonia sheni eg 'ketili rcheva' swirdebodes,misi gansxvavebulobac xom amashia?!ratom daemgvanos sxvebs?rodesac asetic arachveulebrivad gargia))

 


№9  offline წევრი ელლ

Vauch, momewona, kargad chamoayalibe . Magram am nwustan ra gindoda. Me ddzalian momwons.
Mehidos achrdili
Nwu ara!xo martalia loxishvils chemi dacva ar swirdeba magram is martalia..mas tavisi sulierebis samyaro aqvs da aramgonia sawiro iyos misi dangreva..ho eklesia martlac ar aris ubralod agurit nasheni shenoba magram am mamaoebis ki ra mogaxsenot..mamao romelic locvisas stiqarosantan ertad icinis mereki mikropontan xmas isworebs da kidev bevris tkma shemidzlia matze ubralod agar gavagrdzeleb an mamaostan rato unda mivides mamaoa gmerti? Tu gmerti martla arsebobs da aseti zebunebrivi dzalebi aqvs maincdamaic loxishvils ver dainaxavs?au ra..ubralod aramgonia sheni eg 'ketili rcheva' swirdebodes,misi gansxvavebulobac xom amashia?!ratom daemgvanos sxvebs?rodesac asetic arachveulebrivad gargia))

 


№10  offline მოდერი Kira

მიუხედავად იმისა რომ ჩანახატები არ მიყვარს რატომღაც შენსას ვკითხულობ თითქოს რაღაც განსხვავებულს ვეძებ და ვნახულობ კიდეც. შეუდარებელი ხარ! ჩემთვის ესეა, სხვა არვიცი და არც მაინტერესებს.
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№11  offline წევრი შოკი მოკი

სიტყვები ზედმეტია <3

 


№12 სტუმარი natia_N

argechveneba ro zedmetad bevrs pikrob?

 


№13  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent