ბედისწერა?!
ყოველ ღამე ვფიქრობ წარსულზე. მზის მოლოდინში ვათენებ ღამეებს. სიკვდილიც მინატრია. აღარ განვიცდი. აღარ მოვა. უსასრულობამდე მენატრება. მიყვარს. მაშინ, ახლაც და მერეც! სულ.. ზოგს აუტანლად ტკივა, რადგან მიატოვეს და უსიტყვოდ წავიდნენ, ზუსტად ის ადამიანები , ვინც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მე ცარიელი ვარ და აღარაფერს ვგრძნობ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიგრძნო?! მეშინია ყველაფრის თავიდან გამოვლის. ალბათ მალე მიხვდები, რომ ისე არავის ენდომება შენთან ყოფნა, როგორც მე მინდოდა. ბედისწერა? რა ბედისწერა?! ჩვენ როგორც უბრალოდ შევხვდით, ისევე უბრალოდ დავკარგეთ ერთმანეთი. დიდი ხანია მჯერა, რომ ერთხელ დამთავრებული ურთიერთობების მეორედ დაწყებას არ აქვს აზრი. არ გამოდის, რომ კარგად ვიყო, დრო ზედაპირულ ტკივილებს არჩენს. სიღრმეში მაინც ცხელია ლავა. რეაქტიული მარტოობა დაძაბული გამოუთქმელი შიში შეხების... სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ დაბირინთში და სახვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ერთმანეთს მივაგნოთ. მივდივარ , რადგან ვხვდები აღარასდროს გამიღიმებ ისე როგორც ამას თვეების უკან აკეთებდი. მივდივარ, რადგან ჩემი სიყვარული არ არის შენთვის საკმარისი. მართალია , ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი გამჭირვებია თუმცა ვიცი , რომ ოდესღაც გამიხსენებ , წლების შემდეგ როდესაც გეგონება, რომ საბოლოოდ მიმაბარე წარსულს . მივდივარ , რადგან მხოლოდ მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან. მივდივარ, რადგან აღარაა ჩემი ადგილი. ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე. ცხოვრების დასაწყებად სულაც არ არის საჭირო იყო ბედნიერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.