შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენო ..


11-11-2016, 22:07
ავტორი on lee wan
ნანახია 1 587

უკვე გამიარა გაბრაზების პიკმა.. ახლა ყველაზე რთული პერიოდი იწყება .. მენატრები ! მტკივა .. ვიტანჯები .. სუნთქვა მიჭირს იმ სამყაროში სადაც ორივე ვართ და ერთმანეთის აღარ ვართ.. მტკივა უშენობა.. ყველა უშენო წუთი.. ყველა უშენოდ გათენებული დილა.. ყველა უშენოდ გატარებული დღე..
რატომ გამიმეტე ასე ? როგორ შეგიძია უჩემოდ ? რატომ არ მგავხარ ?!
შენ ხო დამპირცი ხელს არასდროს გაგიშვებო ?
შენ ხომ მითხარი სულ შენთან ვიქნებიო ?
გახსოვს , ერთხელ მითხარი "იცი ბედნიერი რა ლამაზი ხარ ? მინდა სულ ბედნიერი იყოო"
მერე ?
მერე , ერთხელაც ადექი და სრულიად მოულოდნელად წახვედი.. არც კი და მემშვიდობე..
წახვედი სრულიად მოურიდებლად.. აუხსნელად..
ის მაინც გეთქვა აღარ მიყვარხარო.. ის მაინც გეთქვა აღარ მჭირდებიო.. ისმაინც გეთქვა არასდროს მყვარებიხარო და არაფერს ნიშნავდაო მთელი ეს გრძნობებიო..
არაფერი მითხარი.. მეტიც, შენ არც მე მომისმინე ..
ახლა რა ვქნა? შევეგუო ბედს ? დავნებდე ? დავიჯერო ყველაფერი ტყუილი იყო ? სულ ყველაფერი ?დავიჯერო სულ ცარიელი სიტყვები იყავი?
როგორ დავიჯერო..
ნუთუ არასდროს გიყვარდი..
არც მაშინ როცა მოუთმენლობისგან სიყვარული "სკაიპში" ამიხსენი და მერე მთელი 2 დღე წუწუნებდი ეს როგორ დამემართა მინდოდა მაგ დროს შენს პირისპირ ვყოფილიყავიო..
არც მაშინ , როცა სრულიად მოულოდნელად მოგიახლოვდი, ფეხის წვერზე ავიწიე (რა ვქნა ისე ვერ გწვდები) ტუჩები ყურებთან მოგიტანე და ძალიან ჩუმად (მეც რო ძივს გავიგონე) გითხარი "გიო მიყვარხარ" და შენ სიტყვა ვერ მითხარი.. უძიერესაც ჩამეხუტე დამე ვიგრძენი როგორ კანკალებდი მთელი სხეულით.. ვგრძნობდი როგორ გიცემდა გული..
დავიჯერო არც მაშინ გიყვარდი, როცა ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდი და ერთად ვგეგმავდით ჩვენ ოჯახურ ცხოვრებას..
არც მაშინ, როცა თვალებშ მიყურებდი დამეუბნებოდი "ჩემი სამყარო ხარ ","ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ ","ცხოვრება გამილამაზე და გამიკაშკაშე" ..
ახლა რა შეიცვალა ? ნუთუ ახლა აღარ შემიძლია შენი ცხოვრება გავალამაზო და გავანათო ? გავათბო და გავაკაშკაშო ?
ნუთუ ეს იყო სულ ?
შენ არ მასწავლიდი სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოო ?!
შენ რა გააკეთე ? წახვედი ! და უშენობისთვის გამიმეტე !
როგორ ძლებ უჩემოდ ?! რატომ არ მგავხარ ?!
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა .. ერთი უშენო .. ყინულივით ცივი და კუპრივით შავი კვირა..
უშენოდ მე არ ვარსებობ ..
მინდა შენც ასე იტანჯებოდე ! მინდა შენც ასე გტკიოდეს.. ისე ,რომ ამ ტკივილმა ჩემთან დაბრუნება გაიძლოს.. მინდა უჩემოდ ვერ ძლებდე ! ეგოისტურად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები..
უნდა მეზიზღებოდე შენ, ვინც ასე აუხსნელად , უმიზეზოდ დამტოვე.. შენ, ვინც ამხელა ტკივილისთვის გამიმეტე.. შენ, რომელმაც იცოდი რამდენად ძვირფასი იყავი და მაინც შეძელი წასვლა.. შენ ვინც სიცარიელედ მაქციე და ჩემს თვალებში არსებული ყველა ნაპერწკალი ერთდროულად ჩააქრე..
უნდა მეზიზღებოდე.. ვერ უნდა გიტანდე.. შენი დანახვა არ უნდა მინდოდეს..
და მე ..

მე ნა ტრე ბი !



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent