შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობა...


10-08-2016, 23:06
ავტორი LastStrangeAngel
ნანახია 3 245

ხომ იცი უშენობას, რომ არ ვარ ჩვეული,
ახლაც უშენოდ ვარ, ჩახუტებას გადაჩვეული,
ახლაც თავზე მაწვიმს და გრძნობამორეული
გული ვერ მოვთოკე, დავდივარ ასე გადარეული.
ამ ეულ სამყაროში მარტო ვარ ვიცი
და უშენოდ როგორც ადრე ახლაც ვარ ცივი,
მიწაზე ვდგავარ, ცას ვუყურებ, მაგრამ შენ არ ხარ,
უშენობით კი ზუსტად ვიცი ვერსად ვერ წავალ.დ
უშენოდ ჩემთვის არ არსებობს არც მიწა, არც ცა
და უშენობით მკვდარი სული დავმარხე ახლა,
კარგო უშენო ღიმილი მწარეა ძაან,
მოდი დამიტკბე, როგორც ადრე, დამიტკბე ახლაც.
უშენოდ შავი არის ადრე მოლურჯო სული,
უშენოდ მკვდარი არის, ადრე ცოცხალი გული,
აღარც სიგიჟეა, როგორც ადრე ზღვარგადასული
და აღარც სითბო ნაზი და შენსავით თავგასული.
უშენობაში მე ვერ ვპოვე თავშესაფარი,
ვერც სითბო და ზრუნვა ვერ ვიპოვე უშენობაში,
უშენოდ ვცოცხლობ, როგორც ადრე უხმო დარბაზში
და აღარ მინდა მე სიცოცხლე უშენობაში.



№1 სტუმარი Xatia kutxashvili

Saocrebaaaa❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent