შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

November


12-11-2016, 14:49
ავტორი livy
ნანახია 1 368

დღესაც წვიმდა.მე რომ პატარა ვიყავი ბაბუა ამბობდა ღმერთი ტირისო,მე კი არ ვუჯერებდი.ასე რომ იყოს ყოველი დღე წვიმიანი იქნებოდა. ან ღმერთია ძლიერი და არ იცის რა არის ცრემლი,ან მისი ცრემლები ხშირად ვერ აღწევენ ჩვენამდე-სადაღ უჩინარდებიან,აი იქ,სადაც  მივისწრაფოდი თავადაც ღმერთის ცრემლების მსგავსად.

   გასული წლის ნოემბერიც ასეთი წვიმიანი იყო.

***
-როგორი მარტივია-ფეხი წინ გადავდგი,ვუახლოვდებოდი ნანატრ და ძილისწინ მრავალგზის წარმოდგენილ სცენას, ფეხი სცილდება ხიდს და გრძელი თმა ქარს უერთდება,ნოემბერია და გლოვობს ამინდი,ხელებს ვშლი და ვგრძნობ თავისუფლების სურნელს,ვუერთდები წყალს და მცივა, ნანატრი სიცივე ტანში სიამოვნებით დაივლის,ვგრძნობ როგორ ივსება ფილტვები წყლით,არ ვიბრძვი...

სიკვდილი ძალიან ადვილია,შვებაა,გაქცევაა...რთული ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა,ეგოისტი რომ ვყოფილიყავი,სამწუხაროდ  ეგოისტი არ ვარ. წარმოვიდგენ დედას ჩემს ცხედართან და ტანში  მცრის,როგორი უგულო უნდა ვყოფილიყავი დედა ასე გამეწირა. დავნებდი.მოვაბიჯებდი ქანცგაწყვეტილი ყვითელი ფოთლებით სავსე ტროტუარზე და საერთოდაც,აღარაფერზე ვფიქრობდი.

მეგობრებთან მე ისევ ის უდარდელი გოგონა დავრჩი და ამაზე ხმა არვისთან არ დამცდენია.


***
და როცა ცხოვრებამ დინება ჩვეულ რიტმში განაგრძო,მივხდვდი რომ შევუერთდი ბრბოს,ხალხს,რომლებიც ვერ გრძნობებ,რომელთაც არაფერი ახარებთ.სასწრაფოდ სიახლე მჭირდებოდა.და თუ სიკვდილი არ იყო გამოსავალი...და რომ სიკვდილამდე აღარ მივიდე,რა გადამარჩენს...გაქცევა,არა,დიდი გაქცევა,ყველასგან და ყველაფრისგან. მივდივარ, მივიჩქარი, უკანმოუხედავად,თქვენთვის დამითმია გაშლილი სუფრები,ქელეხში მოქეიფე ჭამა-სმის მოყვარული ხალხი,უსიყვარულოდ გათხოვილი პატარძლები,გაუნათლებელი,უწიგნური ბრბო სახლში,კარადებში გამოტენილი წიგნებიანად.ჩემო ქვეყანა,მივდივარ,კი არ მივდივარ,მივიჩქარი, სულ მიხუთავენ ეკლესიებში გამოწკეპილი,ჯიპებით მორბენალი მამაოები,გაძარცვული სვეტიცხოველი,ქუჩაში ხელგამოწვდილი გაურკვეველი წარმომავლობისა და აღმსარებლობის ბავშვები,ღმერთსა და ხატს რომ იფიცებენ თეთრების სანაცვლოდ... გაუფასურდა,ჩემო ქვეყანა,შენთვის დაღვრილი სისხლი,გაუფასურდა ყველა ის გმირი,რომელთა სიცოცხლის ფასადაც ახლა მე ჯერ კიდევ მიდგას ცალი ფეხი შენს მიწაზე.
მივრბივარ,ამ ნიღბებს მივურბივარ და მებრალები,შენც კარგად იცი,რომ შეიძლება ადრე თუ გვიან ყველა გაგექცეს,შენც იცი რომ ყველა ის ბრძოლა,ყველა ის გმირი ამაო იყო და ჩვენთვის არ ღირდნენ.


***
ახლაც ნოემბერია.
თავდაჯერებული მივუყვები ყვითელ ტროტუარს და არაფერს ვნანობ.რაც არ გკლავს,გაძლიერებსო... მე ადამიანი ვარ,ადამისა და ევას შეცდომის წარმონაქმნი.
ერთხელ მოსული დაწყევლილ დედამიწაზე,და ამიტომ,ვებღაუჭები ყველა საშუალებას, რომ ვიცოცხლო.ჩემი 1 სიცოცხლე "რიგიანად მოვიხმარო".
და შენ,პატარა გოგონავ თუ ბიჭო,არ გაბედო და არ თქვა რომ არ შეგიძლია,ვერ გაუძლებ,მეტისმეტია... იმაზე მეტს ვიტანთ ადამიანები ვიდრე წარმოგვიდგენია,შემდეგ კი ვზივართ სარკის წინ,ვუყურებთ ჩვენს წინ გამოსახულ სილუეტს და გვეცინება,გვეტირება,არ გვჯერა რომ ჩვენი წარსული უკან მოვიტოვეთ და ამ დღემდე მოვედით.

ახლაც ნოემბერია და ბედნიერი ვარ,ყველაფერი იდეალურად თუ არა,ნორმის ფარგლებშია.
და ნოემბერშიც არის დღეები, როდესაც არ წვიმს.



№1  offline წევრი livy

MoonLady
ნოემბრისფერი heart_eyes

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent