შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და..


12-11-2016, 20:32
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 007

პირველ ნოემბერს ჩემ ოთახში ბუზი შემოფრინდა და ის დღემდე აქ არის.
ბუზი იმიტომ, რომ ბუზსს ჰგავს, ისე კი, რაღაც ზეციური ფრინველია, – სერაფიმის მსგავსი.
მისი პირველი ბრძნული წინადადება ასეთნაირად ჟღერდა: ეს ცხოვრება სასწორია, ყველაფერი უნდა აწონ–დაწონოო.
მეორე ბრძნული წინადადება კი ასეთნაირად: ცხოვრება ზღაპრულ და ჯადოსნურ ცირკს ჰგავს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ გამოიყურებიან სცენის მიღმა კლოუნები და ცხოველები, – მათ შორის ადამიანებს გარშემომყოფები უკვდებათ, თუ თავად არ კვდებიან, ცხოველებს კი სანახაობის დადგმის მიზნით აწამებენო. წვრთნა! ჩემო მეგობარო, ამას წვრთვნას ეძახიანო.
სხვა დროსაც მითხრა რაღაც ბრძნული: ამ დაწყევლილ პლანეტაზე ორი სამყაროა, ერთი ადამიანების, მეორე კი რეალურიო.
რეალურიო!
როცა მოკვლა დავუპირე, შენ ვინ ჯანდაბა გგონივარო.
მეთქი, ბუზი ხარ, რა.
ზეციური! ზეციური ბუზიო.
ხომ იცი, მე ვარ შენი ბოლო იმედიო.
მე ვარ ის ხავსი, რასაც ებღაუჭებიო.
მე შენი გულისამრევი ცხოვრების ახალი ეტაპი ვარო.
სამოცდაათი მილიონი წელი გამოვიარე, შენ შიგ ხომ არ გაქვსო.
ეს ამბავიც ისე გადაწყდა, რომ ლეიბი დავუგდე ჩემი ოთახის კუთხეში და ამიერიდან აქ გეძინება–მეთქი.
სამყაროო. ხომ გაინტერესებს სამყარო, მიდი, მკითხეო.
ვკითხე, აბა, როგორია საიდუმლოებებით მოცული სამყაროს ამბები–მეთქი.
ჰა–ჰა–ჰა–ჰა–ო.
სად არის სამართალი, საგიჟეთში რომ არ ხარო.
ბუზსს რეებს ეკითხებიო.
მართლა სამოცდაათი მილიონი წელი კი არ გამოვიარეო.
აი, იქიდან მოვედიო, – ხელი მიყრილ–მიმოფანტული მთა–ბორცვებისკენ გაიშვირა, რაც ჩემი ფანჯრიდან საუკეთესოდ ჩანს.
ღამდებოდა და მეც იქაურობას ვუყურებდი. ვხედავდი ზეციურ სოფელს, ვხედავდი მფრინავი თეფშებს.
რა ზეციური სოფელი, ჩვეულებრივი სოფელიაო.
რა მფრინავი თეფშები, სამხედრო ბაზის შუქურებიაო.
ყველაფერს ისე ხედავ, როგორც გინდაო.
მაინც იმ მიყრილ–მიმოფანტული მთებისა და ბორცვების შორის მცხოვრებმა არსებებმა, იცით რა არის ცხოვრების აზრი–მეთქი, ვკითხე.
კიოო.
ცხოვრების აზრს ყოველი დამოუკიდებელი არსება წყვეტსო.
მაგალითად ჩემი ცხოვრების აზრი ჩემი ხედვებიაო.
მე იმას ვხედავ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენო.
მაინც რას–მეთქი.
მბრწყინავ ზეცაზე ღრუბლის მკრთალ ნაჭერსო.
ჯოკონდაზე გოთიკასო.
მუსიკებში დამალულ ბგერებს თუ მელოდიებსო.
სილამაზეში სიმახინჯესო.
სიმახინჯეში სილამაზესო.
ბევრი რამ, რასაც ვხედავ, ენით აღუწერელიაო.
მე ვიყავი მარტოსული უბედური, იმიტომ, რომ ვხედავდი იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენო.
მომწონდა ბაროკო და ღამ–ღამობით ჩვენ სტაფილოსფრად განათებულ ქალაქში მარტო ვსეირნობდიო.
შემოდგომას, როცა გამხმარი ფოთლები ასფალტს ფარავდა, დავძრწოდი მოხეტიალე სულივითო.
არავის ვუნდოდიო.
გოგოებშიც არ მიმართლებდაო.
ბუზი არავის სჭირდებოდაო.
თვითმკვლელობა ბევრჯერ ვცადეო.
მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჭეშმარიტი უბედური ვიქნებოდი მაშინ, როცა ყველა დაინახავდა იმას, რასაც მე ვხედავო.
მიყვარს წითელი ღრუბლებიო.
მე ჩემი ცხოვრების აზრი დღემდე ვერ აღმომიჩენია–მეთქი.
უკვე ზრდასრული ხარო.
ესე არ შეიძლებაო.
იცი მაინც, სად იმყოფებიო.
უსასრულობაშიო.
ღმერთი ხარო.
თუ მოგინდება პლანეტის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აძრომა, აძვრებიო.
დღე თუ არ მოგწონს, ოთახი ჩავაბნელოთო.
მეც შევამჩნიე, რაღაც დეპრესიული თაობა მოდისო.
ასე იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი გაქვთო.
ოცნებებს აღარ იტოვებთო.
აი, ეს არის ღმერთობის ცუდი მხარეო.
მაგალითად მე, მეტროები მიყვარსო.
თანახმა ვარ ასი წელიწადი ტანჯვაში გავატარო, თუ ერთ საათს მეტროს მდუმარებას მოვუსმენო.
ხომ გეუბნები, ეს ცხოვრება სასწორიაო.
ყველაფერი უნდა აწონ–დაწონოო.
თუ იაფასიან ლიმონათს სვამ, მხოლოდ ტკბილ გემოზე არ იფიქრო, გულძმარვაც გახსოვდესო.
არასასიამოვნო შეგრძნებები ვირუსებივით უმალ უნდა მოიშოროო.
ჩემთვის ადამიანები არიან არასასიამოვნო შეგრძნებები–მეთქი.
მოიშორეო.
ბოლოს მარტო დავრჩები და მარტოობა არ მინდა–მეთქი.
გადაწონეო.
თუ მარტოობა გიღირს ამ არასასიამოვნო შეგრძნებების მოშორებით, მაშინ დარჩი მარტოო.
ღმერთების ცხოვრებაშიც არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც თავად სურთ.
ამიტომ, აწონ–დაწონეო.
ახლა რომ ავწონ–დავწონო, არ მომეწონო და ბუზის საკლავით გაგსრისო, კარგად მოვიქცევი–მეთქი, ასეთნაირი კითხვა დავუსვი.
ხო, აწონ–დაწონე, თვითმკვლელობა თუ გიღირსო.
თვითმკვლელობა რა შუაშია–მეთქი...
ის ბზუის და ბზუის.
მეც ვწონი და ვწონი.



№1  offline წევრი მარიამი019

"კოღოსთან საუბარი რომ შეგვეძლოს, მაშინ იმასაც გავიგონებდით, რომ ჰაერში ისიც ასეთივე პათოსით დაცურავს და სამყაროს მფრინავ ცენტრს შეიგრძნობს..." იგივე თემაა :დდ

 


№2 სტუმარი bla

Es daniellam mogawoda muza buzze?

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი ქეთი:)

აღმოგაჩინე:)
--------------------
ITEQ..!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent