შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეციური სოფელი


7-09-2016, 10:44
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 803

გადავიხედები ხოლმე ფანჯრიდან და მიყრილ–მიმოფანტული ბორცვების თუ მთების ყველაზე შეუმჩნეველ პაწაწინა ნაწილში ვხედავ ხეებით გარშემორტყმულ მწვანე მოლს, სადაც გაშენებულია ზეციური სოფელი და დარწმუნებული ვარ, რომ იქ არათუ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ მითიური არსებებიც სახლობენ, რომლებიც მოლზე მხოლოდ ადამიანებთან სამეგობროდ დადიან და ისე კი, ტყეებში მიმოფანტვა უყვართ, როგორც მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარულ ცხოველებს.
მე ვიცი, რომ დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი ბუნებით თავისუფლებისა და მშვიდობის მოყვარულია, თუმცა იმ ზეციური სოფლის გარშემო, კარგი არაფერი ხდება, რამეთუ განსაზღვრული მიჯნის მიღმა, ვარსებობთ ჩვენ, ამ ქვეყნიური სისასტიკის თუ შურის სიმპტომები.
ჩემი ფანჯრიდან საუკეთესოდ მოჩანს ზეციური სოფელი და ყოველ დღე, თუ ყოველ ღამე, ვგრძნობ, იქიდან ვიღაც მიხმობს. მიხმობს ის, ვინც ჩემი სულის ნათესავია. მიხმობს ის, ვინც ყოველ ღამე თავისი სამფლობელოდან უყურებს ჩემ სამფლობელოს და მე მას ვეცოდები, როგორც მეგობარი. არ ვემეტები მარტოობისთვის და სიმყრალისთვის. არ ვემეტები იმ ჯოჯოხეთისთვის, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.
მე შეყვარებული ვარ იმ ჯოჯოხეთზე, სადაც ვსახლობ, რამეთუ რომ არა ეს უკანასკნელი, არ მეცოდინებოდა თუ როგორ აბრწყინებს მზე ზეციურ სოფელს, და როგორ ელვარებს მასზე მთვარის მკრთალი ნათება.
აქედან მთვარეზე იხატება მწუხარე სახე, ზეციური სოფლიდან კი თავად მთვარეა ღამის ბედნიერების სიმბოლო. აქ მხოვრებთათვის ბედნიერების სიმბოლო იქ გაქცევაა, საიდანაც ამ სიმბოლოს საძიებლად მოდიან. მხოლოდ გაქცევისას თუ ვხვდებით, რომ საქმე სხვა რაღაცაშია.
ჩვენ არ შეგვესვლება ზეციურ სოფელში, იქ მხოლოდ კარგი ადამიანები სახლობენ, ბოროტებით გაუბედურებულები კი აქ ვრჩებით.
როდესაც ღამეა და ფანჯრიდან გავყურებ უგზოუკლოდ მიმოფანტულ მთებს, მხიარულების ხმა მომესმის ზეციური სოფლიდან და ვხედავ უზარმაზარ კოცონს, რის გარშემოც ადამიანები სხედან და ტკბებიან არსებობით.
იქ ერთი ბიჭი ზის, რომელიც წუხს, წუხს ჩემზე. არ ვემეტები ამ ჯოჯოხეთისთვის. მან კარგად იცის, რომ მე ვერასოდეს ვიხილავ ზეციურ სოფელს.
აქ ჯოჯოხეთია, იქ, – სამოთხე.
წესით, მე იქ უნდა დავბადებულიყავი და შემეხედა ჩემი ფანჯრისთვის, რაც შემაძრწუნებდა. შემაძრწუნებდა ფანჯარაზე დალანდული მწუხარება, მარტოობა და სიმყრალე.
ჩემი სულის ნათესავს, ზეციური სოფლისთვის ვემეტები, მაგრამ ბუნების კანონები ჩემდა საუბედუროდ მუშაობს.
ჩემი სულის ნათესავი, რჩება ჩემი სულის ნათესავად და ეს არაამქვეყნიური კავშირი, გაბმულია ჯოჯოხეთიდან ზეციურ სოფლამდე. მე ეს მახარებს, ვით ღამ–ღამობით ბორცვებზე ელვარე მთვარის უმკრთალესი ნათება.



№1  offline წევრი enni

ზეციური სოფლიდან კი თავად მთვარეა ღამის ბედნიერების სიმბოლო ^_^ <3 კარგია

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent