შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვარ კარგად!


12-11-2016, 20:58
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 729

ხანდახან ყველაფერი გვღლის.
ხანდახან გვინდა ყველა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან.
გადავეშვათ უსასრულობაში, ვიყოთ მარტო და არაფერზე ვიფიქროთ.
ხანდახან ყველაფერი იმდენად გვღლის სიკვდილს გვანატრებინებს.
ჩვენ კი ცხოვრებას ვაგრძელებთ.
ყველაფერი იცვლება, სიკვდილის სურვილი კი იგივე რჩება.
უბრალოდ აღარ გვინდა, მოგვბეზრდა.
ოთხმოცდაათი ერთიდაიგვე.
ოთხმოცდამეთერთმეტე ბედნიერება.
და ამასაც სიკვდილი მირჩევნია.
მირჩევნია ყოველდღე ბედნიერი წუთის ლოდინს უბრალო აფსტრაქციაში გადავეშვა.
ზოგჯერ წუთი ისეთია, მთელ ცხოვრებად გვიღირს.
მე ესეთი წუთები არ მაქ.
ან ჩემშია იმდენად მძაფრად სიკვდილის სურვილი, რომ წუთები ვერაფერს ცვლიან.
ადამიანები ბედნიერებას თვითონ იქმნიან.
კი, მაგრამ ხანდახან ისეთი რთულია ადგე და გაიღიმო. უბრალოდ დაღლილი ხარ და არ გეღიმება.
ცხოვრებას თუ გაუღიმებ, ისიც აუცილებლად გაგიღიმებს.
ეს კი ისე რთულია...
უბრალოდ არ მინდა ხანდახან ბედნიერება.
სევდა იმდენად ღრმაა. იმდენს იტევს წყვილი სევდიანი თვალები.
ბედნიერება კი წამები გრძელდება.
ბედნიერ ადამიანში საინტერესოც არაფერია.
მოსაყოლი არაფერია.
სათქმელს მისი თვალები ერთ სიტყვაში ატევენ:
„ბედნიერება“
სევდა კი- სევდა კივის.
ყვირის.
ან
ზოგჯერ უბრალოდ ჩუმადაა და შიგნიდან გვთელავს.
უბრალოდ შეუძლებელია მისი ერთ სიტყვაში ჩატევა.
სწორედ ამით არის საინტერესო ის.
რამდენი ადამიანიცააა იმდენნაირი სევდა არსებობს.
ჩემი უბრალოდ არის.
არც მიზეზი აქვს და არაფერი.
უბრალოდ ხანდახან იმდენად მბოჭავს.
იმდენად დიდია სურვვილი ადამიანების გაქრობის ჩემი ცხოვრებიდან და სრულიად მარტო ყოფნის.
სხეულიც არ მჭირდება...
არაფფერი...
მხოლოდ სიმსუბუქე.
შემდეგ ისევ თენდება და ყველაფერი თავიდან იწყება.
„ბედნიერი“ ღიმილი სახეზე და არანაირი ეჭვი რომ მე არ ვარ კარგად!!
მე არ ვარ კარგად!



№1 სტუმარი Guest თიკუნა

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent