შეხებას ვითმენ
ნოემბრის ამ სუსხიან საღამოს ჩვენი მთავარი გმირი ფეხმორთხმული სავარძელში მოკალათებულიყო ჭიქა ლიმნიანი ჩაით ხელში, გასცქეროდა ფანჯარაში შემოპარულ ზამთარს და ალბათ ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად დამაბნეველ ფიქრებს მისცემოდა. რა შეიძლება აწუხებდეს ახალგაზრდა მამაკაცს? ფიქრი მასზე? გაორება გრძნობების? იქნებ ის გაურკვეველი პოზიცია არც მეგობრობას და არც საყვარლობას რომ არ ითავსებს და ამვდროულად ორივეა მასში?! კარზე ზარია. ო, როგორი მოულოდნელი და სასიამოვნო. დგახარ ჩემს წინაშე როგორც შებინდების ჟამს ბეღურა ჩამავალი მზის წიაღში, გიყურებ და უაზრო გახევებით ფეხებშეკრულს არც მაგონდება გითხრა - "შემოდი". მაოცებს შენი სიმშვიდე მაშინ როცა მე გულის წასვლამდე მინდა შეგეხო, მინდა ჩემი იყო უსასრულოდ სანამ არ ამოვწურავთ ერთმანეთს, სანამ არ ავავსებთ ჩვენს საწყაოს, სანამ ცხოველური ჟინი გვამოძრავებს . მაოცებს შენი იდუმალება ისრიმისფერ თვალებში, დგახარ უმწეო, თავდახრილი შველივით , ამ დისტანციაზეც კი ვგრძნობ თეთრი კანის გაჟრიალებს ჩემს მომავალ შეხებაზე და საამოდ მცრის მთელ ტანში. "შემოდი", და ახლა უკვე ჩემს ბუდეში მყოფს ვეღარ გაგიშვებ, ჩემს სულში შემოსულს ვეღარ გეტყვი წახვიდე. ზიხარ ჩემს წინაშე ჭიქა ჩაით ხელში, რუდუნებით ფარავ საკუთარ სიშიშვლეს ამ ოთახში, მე კი ნეტარებით აღვსილი მხოლოდ ერთზე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს.მღელვარებისგან თითები მითრთის, შეხებას ვითმენ, სურვილი მკლავს ამოსუნთქვაც კი არ გაცალო, არც იმედი მოგცე მომავლის, არ შეხვედრის, უბრალოდ ჩაგკეტო ამ აწმყოში და მორჩა, ეს იყოს ჩვენი წარსულიც და მომავალიც. არც მოგონენენი და არც ოცნებები. მხოლოდ ჩვენ ორნი და უსაზღვრო ვნება . ისე ნელა და ისე სწრაფად მოვილტვი შენსკენ ,რომ მეშინია ცეცხლი გამინელდეს. ტკბილია სურვილი, რა ვუყო რომ შენს გამო სამყარო მინდა. ალბათ შენც აინთები, მაგრამ გთხოვ არა გვიან, არამედ ახლა , ამ წუთას, როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, და როცა მარტონი პირველად ვუყურებთ საკუთარ ღია სულებს. არ მსურს სხვა არაფერი, უბრალოდ ვიდგეთ ასე, შენს თვალებს დავუწყებ შებმას. მომეცი ერთი წვეთი სითბო, სითბო რომ მეყოს სანამ დაგიჭერ, მაგრამ ძვირფასო არ უცადო ჩემგან სიყვარულს. ეს უბრალოდ ინტენსიური, დაუძლეველი ემოციური გრძნობაა, გრძნობა რომელიც მაგიჟებს და კალაპოტს მირღვევს.მხოლოდ ეს და სხვა არაფერი. მხოლოდ სურვილი დაუძლეველი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.