შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#1


16-11-2016, 23:20
ნანახია 1 458

საჭიროა გაიაზრო, ყოველი: წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელი რომ მიხვდე ვინ ხარ, რა ხარ და საერთოდ ხარ თუ არა რამე. საჭიროა შეიგრძნო რომ დააფასო. და მაინც საჭიროა იცხოვრო, რომ მიხვდე რა არის სოცოცხლე. უბრალოდ იცოცხლო, ნ ე ბ ი თ!

^^^^^^^^^^^^
ერთ დღესაც გადავწყვიტე მეცხოვრა და მინიმალურიდან მაქსიმალური მიმეღო. სამყარო ჩემ გარშემო მეტრიალებინა და ვყოფილიყავი ნამდვილი მე. ვყოფილიყავი მხოლოდ მე, ყოფილიყო მხოლოდ ერთი ოთახი, ბევრი მუსიკა, ბევრი მელოდია, ბევრი თავისუფლება, ბევრი სიგიჟე და ბევრი ჰაერი. ეს ყველაფერი ცალ-ცალკეც და ერთად ყოველთვის მოგვეპოვება, არაფერი ფასიანი, არაფერი განსაკუთრებული. ყველაფერი უბრალოა, და სწორედ ბევრი უბრალო შექმნიდა ერთ არაჩვეულებრივობას. ეს არაჩვეულებრივობა, კი მართლა ძალიან ძვირი ღირს, მთელი ცხოვრება ღირს. ჩემთვის, ეს არაჩვეულებრივობა, უდრის ორ ფრთას და ერთ გაფრენას. უფრო ღირებული არსებობს რამე? ჩემთვის არა . ეს არაჩვეულებრივობა უნდა გამეკეთებინა, თუმცა არა სულ, მხოლოდ ერთი დღე. წარმომიდგენია ერთი დღე როგორ გამაგიჟებდა და მთელი ცხოვრება ალბათ მკვდარ-ცოცხალს დამამსგავსებდა.
ოთხი, ჭრელი კედელი. თეთრის, ნაცრისფრის, ყვითლის, წითლის ნაზავი, კედლები. ყველაზე ლამაზი კედლები და კიდევ უფრო ლამაზი ატმოსფერო. დავდგებოდი და ვიცეკვებდი, ცეკვას სახელად-გიჟურს. წარმოუდგენლად საშინელ სიმღერაზე ვიცეკვებდი და კიდევ უფრო საშინელს გავხდიდი. დავიღლებოდი, ათ წუთში დავიღლებოდი, მაგრამ ხუთ წუთში დავამთავრებდი და გავიღიმებდი, მერე გავიცინებდი. იმ სიცილით ჩემ თავს დავცინებდი. დავცინებდი, იმ ადამიანს, ვინც იფიქრა, რომ ნამდვილ ცხოვრებაში , არ არსებობს ზღაპრული რაღაცეები, იმიტომ რომ, ადამიანი პერსონაჟია, ერთი დიდი ზღაპრის პერსონაჟი, რომელმაც ისიც არ იცის, რატომ ცხოვრობს, მაგრამ უხარია ის. არ იცის საიდან მოვიდა, მაგრამ უხარია რომ მოვიდა. არ იცის სად მიდის და ეშინია წასვლის, როდესაც ისიც არ იცის, ახლა სად ცხოვრობს.
ამ უფასო დღეს, მე მხოლოდ ერთი საათით გავერთე, ერთი საათით ვიყავი ყველაზე ბედნიერი, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ამ ყველაფერს აღარ გავიმეორებ. მეორე დღე პირველზე ბევრად უკეთესი იქნებოდა, რადგანაც გამოცდილი ხარ, თავისუფალზე თავისუფალი, მოცეკვავეზე მოცეკვავე, მაგრამ სწორედ ეს დაუკარგავდა მეოერე დღეს გემოს.
მე ვერ ვიგრძნობდი პირვანდეს და ამასთანავე დავკარგავდი მას. მეორე უკეთესი იქნებოდა და გადაწონიდა. მე არ მემეტებოდა ის და ამიტომ „იყოს პირველი და საუკეთესო, იყოს პირველი და უკანასკნელი.“

თეოს.



№1 სტუმარი გვანცა))

მიყვარს მე შენი ჩანახატები,განსხვავებულიაა
ესე კარგი იყო წითურო ^^<3

 


№2  offline მოდერი Eleniko13

თეოს... თეოს:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent