შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ ვცხოვრობთ სიყვარულში:)


20-11-2016, 21:19
ავტორი Lisa1angel
ნანახია 1 471

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ბოლომდე გაერკვე ყველაფერში, ზოგჯერ იმდენად ადრე მიდიხარ დაუწერელ კანონშრი სადაც არავინ იცის რა ხდება, ვერც კი აანალიზებ, ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის რომ გაარკვიო ვის ჭირდები, ვის ადარდებ და ვის უნდა შენთან ცხოვრების ბოლომდე ყოფნა, ხანმოკლეა ასევე ურთიერთობებიც, უეთიერთობები რომლებშიც ვერ ვერკვევით, ვერ გამოგვაქ ანალიზი იქიდან რაც გვინდა, ვერ ვიგებთ რა სურთ მათ ვინც ჩვენ გვერდში არიან, ვერ ვარკვევთ გრძნობენ თუ არა იგივეს რასაც ჩვენ. გრძნობები როგორი უჩვეულოა ყოველთვის გიჭირს ლაპარაკი, იმაზე რაც ბოლომდე გინდა რომ თქვა, გიჭირს მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია, გეშინია დაკარგვის, ჩხუბის და ძალიან ბევრი რაღაცის, გეშინია ბზარის რომელიც თქვენივე ნაგებ კედელზე ჩნდება, გეშინია გატეხვის და დაფშვნის, მაგრამ ბოლოს მაინც მოდის ის რაღაც დიდი რომელიც ანგრევს და ნამსხვრევებად აქცევს ყველაფერს.
სიყვარული ხომ მოვლენაა, სიყვარული ნიჭია რომელიც ყველას არ გააჩნია, ეხლა ამ წუთას ვიღაც ხომ მაინც ბედნიერია, სიყვარული გიმონებს, ის გაკეთებინებს ყველაფერს, რაც უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს კარგი იქნება თუ ცუდი. სიყვარული თავად ღმერთია, ამბომენ ადამიანები რომლის დიდებული სახელებიც შემორჩა ჩვენს ისტორიაში, სიყვარული თავად ადამიანია, რომელშიც მცხოვრები ჩასახული პატარ-პატარა დეტალები აქტიურდება და მოაქვს ბედნიერება. ბედნიერება - სიყვარულის ერთ-ერთი თვისებაა, ბედნიერებას თავად ქმნიან ადამიანები ასევე როგორც უბედურებას, ისინი იწყობენ ცხოვრებას, ლახავენ უამრავ დაბრკოლებას მაგრამ ბოლოს ყველაფერი ცამტვერდება და იმედი ქრება, იმედი სადღაც უკიდეგანოდ იკარგება რისი მოხვეჭაც მის შემდეგ დიდიხნის განმავლობაში გვიწევს.
სიყვარული რთულია, სიყვარული ფაფუკია მას იმდენად უნდა გაუფრთხილდე, იმდენად უნდა მოეფერო და სულ იზრუნო, ყოველთვის უნდა ასიამოვნო და ბედნიერება მიანიჭო. თორემ ინგრევა, ყველაფერი 1 წუთში ინგრევა. მას არ უყვარს დათმობა მაგრამ ხშირად ხდებიან ამის მსხვერპლები, რთულია, ნამდვილად რთულია, გიყვარდეს და უყვარდე. მაგრამ, გადალახვადია, შენ უნდა გაგაჩნდეს ძალა მოერიო საკუთარ თავს, უნდა გაგაჩნდეს ძალა მოერიო მეორენახევარს, უნდა იყო მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი, მისი ცხოვრების გამომსახველი, როდესაც შემოგხედავენ თქვენ ორს აუცილებლად დაინახავენ ბედნიერებას არა მარტო ცალ-ცალკე თვალებში, არამედ გექნებათ ორივეს ის რაღაც ერთი ნაპერწკალი რომელიც გავს ერთმანეთ. გიყვარდეთ - უყვარდეთ, ამას გახსოვდეს ვერ წაგართმევენ, ვერ წაგართმევენ ერთი შემთხვევის გარდა, თუ რომელიმე არ გადის თამაშიდან და არ ბეზრდება ყველაფერი..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent