შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძელდება ოღონდ უშენოდ


25-11-2016, 12:55
ავტორი nimi
ნანახია 2 136

სათქმელი იმდენი დამიგროვდა... არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო, მეყოფა თუ არა სიტყვები ამ ყველაფრის გადმოსაცემად... ამ წერილს წაიკითხავ და ვიცი... სიცილით მოკვდები, ეს რა უბოდიალიაო იტყვი... მაგრამ მაინც წაიკითხავ... ვიცი გაგეცინება და ათას საშინელებას იტყვი ჩემზე... მაგრამ მაინც ბოლომდე წაიკითხავ. უკვე აღარაფერი მანაღვლებს და დასაკარგიც არაფერი დამრჩა...ყველაფერი შენთან ერთად გაქრა... უკან არც კი მოგიხედია ისე წახვედი... მუდამ თვალწინ გყავდი, მაგრამ ვერ მამჩნევდი... ვერც კი გადანაშაულებ... იმდენად დამცალე, სამუდამოდ დამიღამე, გამიქრე ღიმილი, მომპარე ემოციები და მომავალიც წამიშალე...იცი რაა? მშიშარას გარქმევ და ქურდს! ყველაფრის ქურდს...
დაუფიქრებლად დამტოვე სადღაც ჯანდაბაში... ააშენე უზარმაზარი კედლები და შუქისთვის ადგილიც არ დაუტოვე... მარტო სული დამრჩა, ისიც სულ ყელში მაქვს გაჭედილი ბურთივით... ვეღარ ვსუნთქავ... მინდა ბოლო ხმაზე ვიღრიალო, მაგრამ ძალა არ მყოფნის... რაღაც არ მაძლევს უფლებას.
შენ ყველაფერი იცოდი, კიდევ კარგი ყველაფერი გითხარი... რა მნიშვნელობა აქვს როგორ? მთავარია ყველაფერი იცოდი. ყველაფერს ვხვდები... რაღაც მომენტში შენც იგივეს გრძნობდი, მითხარი კიდეც მიყვარხარო... მაგრამ წერტილი დასვი. შეგეშინდა! არც კი იფიქრე... რა კარგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი გამოგვივიდოდა...
ყოველ წამს გიხსენებ... ვფიქრობ რატომ შენ?! მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ... როგორ შეიძლებოდა ამ გრძნობაში ეჭვი შეგპარებოდა. ყველაფერი წამართვი რაც კი მოვაგროვე...
გგონია ეს ღიმილი ნამდვილია? იძულებული ვარ გავიღიმო, ვისუნთქო, ჩავიცვა, ვისწავლო...
ის ოთხი კედელი, რომელშიც გამომკეტე და დამტოვე, მოვანგრიე... სულ ვერ შევძელი, ძალა არ მეყო ისევ... გამოვბობღდი და ვცდილობ ყველაფერი ახლიდან დავიწყო, ვიცი რამდენად ძვირი დამიჯდება და გამიჭირდება... მაგრამ შევძლებ, უნდა შევძლო! სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ... ძველებს შენთან ვტოვებ და გთხოვ, გაუბრთხილდი... შეიძლება უფრო ძლიერი აღარ იყოს შენს ცხოვრებაში... მე მაგ ყველაფერს შენ გაბარებ... ყველაფერს გიტოვებ, გჩუქნი... იცოდე რომ გპატიობ იმ სიცარიელეს... რაც ჩემში დატოვე. შეიძლება არ გინდოდა ასე მომხდარიყო... მაგრამ მოხდა. საშინელებაა ყველაფერი იცოდე და არაფერი გააკეთო... შენ ხო ყველაფერი იცოდი... მაგრამ მაინც წასვლა გადაწყვიტე...
ამიერიდან ყველაფერ ახალს ეზიზღები... ზუსტად ისეთივე დოზით, როგორც ძველებს უყვარხარ... მაგრამ ახლებსაც შეუყვარდები... არასდროს დაგივიწყებ, ვერ შევძლებ... ძალა არ მეყოფა ისევ... ხოდა კიდევ... გისურვებ, რომ იგივე არასოდეს გამოგეცადოს, დამანგრეველია... ბედნიერებას გისურვებ... ყველაფრის მიუხედავად არაფერს ვნანობ... არაუშავს... ბევრი რამე ვისწავლე. მადლობა რომ არსებობ...



№1 სტუმარი nini

მეგონა ვიღაცამ ჩემზე დაწერა...ზუსტად ჩემი დღევანდელი რეალობაა აღწერილი :(

 


№2  offline წევრი ლოლო

ჩემს ჩანახატზე დაწერე რომ ჩვენი ჩანახატები ერთმანეთს გავდა და მართალიც ხარ, ვკითხულობდი და ზოგჯერ მეგონა ჩემს გრძნობებზე ლაპარაკობდი. ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან ახლოა ჩემთვის. ❤❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი nimi

ლოლო
ჩემს ჩანახატზე დაწერე რომ ჩვენი ჩანახატები ერთმანეთს გავდა და მართალიც ხარ, ვკითხულობდი და ზოგჯერ მეგონა ჩემს გრძნობებზე ლაპარაკობდი. ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან ახლოა ჩემთვის. ❤❤❤❤❤❤

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent