შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაორთქლილი ფანჯარა.


26-11-2016, 00:02
ავტორი ELLIE11
ნანახია 1 460

დაორთქლილი ფანჯარა.

თვალს ვახელ,საათს ვუყურებ და ნელ–ნელა ვფხიზლდები,დროებით ვემშვიდობები გაურკვეველი სიზმრების გროვას,თითქოს თანდათან მავიწყდება კიდეც და ფერმკრთალი ხდება,წამების განმავლობაში იშლება იქ ნანახი ადამიანების სახეები,ქრება შენობები,ნივთები და გადმოვდივარ არარეალურიდან რეალურ სამყაროში,ან ვინ იცის,იქნებ რეალურიდან არარეალურში,ახლა უკვე ჩემს ირგვლივ ჩემთვის კარგად ნაცნობ ნივთებს ვუყურებ.ახალი დილა,ახალი ენერგია და ახალი შანსი,შექმნა ყველაფერი რაზეც ძილის წინ ოცნებობდი,უენერგიოდ ვდგები საწოლიდან,ფარდას ვწევ და ვათვალიერებ ჩემს წინ არსებულ სითეთრეს,წელს უჩვეულოდ ცივი ზამთარია,პატარა ბავშვივით ვიღიმი,რომელმაც პირველად ნახა თოვლი,ყოველ ზამთარში,ადამიანი ერთხელ მაინც უბრუნდება ბავშვობას,როდესაც პირველად შეიგრძნობს იმ ბედნიერებას,რომელიც ფიფქებს ჩვენთვის მოაქვს ციდან.მუსიკას ვრთავ,სიგარეტს ვუკიდებ,ყავას ვიდუღებ და ფანჯარასთან ვჯდები,წამი ჩერდება,თითქოს არსად ხარ წასასვლელი,შეგიძლია ასე უბრალოდ იჯდე და იყო ბედნიერი.
სახლის კარებს ვაღებ,გარეთ გავდივარ და ვუერთდები ადამიანებს,ცარიელი,მოდუნებული სხეული ენერგიით მევსება,ყველა უცნობი ადამიანისგან მცირე ენერგიას ვიღებ,მცირე ბედნიერებას,მცირე სევდას და ასე იწყება ჩემი დღე.ქუჩაში მივაბიჯებთ მე,ჩემი ფლეილისთი და კინოს კადრებად ვაკვირდები ყველა ადამიანს,ყველას თვალებში რაღაც იკითხება,რა მარტივია,არ იცნობდე და ხვდებოდე რა აწუხებს,რა უხარია,საკმარისია თვალებში ჩახედო და ყველაფერს იმ წამსვე გაიგებ.დავდივართ ქუჩაში მე და თვალები,ბევრი თვალები,ყველა სავსე,სხვა და სხვა გრძნობით,მაგრამ მაინც სავსე,რა საოცარია ადამიანი!მიყვარს!მიყვარს!მიყვარს!! ადამიანები მიყვარს!თავისი იდუმალი სამყაროთი,თავისი ინდივიდიალიზმით,უარყოფითით,დადებითით,ყველანაირი მიყვარს.
ავტობუსში ვჯდები,მინები დაორთქლილია,ინსტიქტურად ვბრუნდები და გულს ვხატავ,რა საოცარია არა?ყველა ადამიანი იგივეს აკეთებს,ვამჩნევ,რომ ჩემი გულის ქვემოთ სხვა გულიც ხატია,რომელიც ნელ–ნელა იორთქლება და ქრება,ადამიანები მხოლოდ სიკეთით არიან სავსე,ბოროტება თვითონვე გამოვიგონეთ და სახელი დავარქვით,ყველა ადამიანში მხოლოდ სიკეთეს აქვს თავი მოყრილი და ყოველ ნაბიჯზე გვხვდება,უკვე სავსე ვარ.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent