შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოპტმისტი პესიმისტი.


30-11-2016, 17:07
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 394

არაყი დავისხი და გადავკარი. გარეთ თოვს,წვიმს,ქარია,ყველაფერი ერთადაა. ბუნებაც გაგიჟდა,ჩემი არ იყოს. ასეთ დროს გარეთ სიარული ცოტა სისულელეა,ამიტომ მაგიდასთან ვზივარ და ამ არეულ მიქსს ვუყურებ.
ხშირად ცხოვრების საუკეთესო წუთები მაშინ გადის,როცა არაფერს აკეთებ,უბრალოდ ზიხარ და არც ფიქრობ. ან ფიქრობ. წარმოიდგინე თუ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება რამოდენიმე წელში,თუ როგორ დაკარგავ შენს საყვარელ ადამიანებს,რამდენი ტკივილი გელის წინ,რომელსაც ბედნიერება ან ჩაანაცვლებს ან არა. თუ ოპტიმისტი ხარ,მაშინ იფიქრე რომ ყველაფერი კარგად იქნება,იმაზე უკეთ ვიდრე ახლა არის,თუ რეალისტი ხარ - მესმის შენი.
საშინელ ხასიათზე ვარ,ამას ვერაფერი გამოასწორებს,ყოველ შემთხვევაში მანამ,სანამ ეს ყველაფერი გრძელდება. ისე,ხანდახან როგორ გვინდა ხოლმე მოვშორდეთ აქაურობას,ადამიანებს,გარემოს და წავიდეთ უდაბნოში,ტყეში,ჯანდაბაში. თუმცა მაინც იქ ვრჩებით სადაც ვართ და მეტიც,ვეგუებით ამ ყოველივეს. უბადრუკი,საცოდავი არსებები.

მეორე ჭიქაც. გავთბი. ხანდახან ეს ყველაფერი იმაზე საჭიროა,ვიდრე გვგონია. თუმცა თვეში მხოლოდ 1-2 გვაქვს ამის ფუფუნება. მეტჯერ რატომ არა,არ ვიცი.
ნეტა ახლა აქ იყო,სულ ცოტახნით. რამოდენიმე წუთით,წამით მაინც. დაახლოებით ორი წლის წინ ამ დროს,ვიჯექით ჩემთან,ღვინო გვქონდა,მახსოვს და ვლაპარაკობდით. ერთ-ერთი სადღეგრძელო იმ დროს ეძღვნებოდა პირველად,რომ შევხვდით ერთმანეთს. წინა წელსაც ერთად ვიყავით,მეგობრებთან ერთად და გალეშილი მთვრალები,მაშინ წამოგცდა,რომ...ჯანდაბა,წამოგცდა,რომ ყოველ წელს ერთად დავთვრებოდით. ახლა მარტო ვზივარ და იდიოტობებზე ვფიქრობ.

მესამე ჭიქა. მეოთხე. მეხუთე. სამი ჭექა ზედიზედ მივაყოლე ერთმანეთს. ალბათ გახსენება არ ღირდა. ქურთუკი ავიღე და გამოვედი. ყოველ ნაბიჯზე მოგონებებია. გავრბივარ,ფეხზე ვდგები,ვაგრძელებ სირბილს. ნეტავ რას გავურბივარ. ჩემს თავს. წარსულს. აწმყოს. რეალობას. მუხლებ და ხელებ გადატყავებული ვჯდები სკამზე. ცივ,სველ თოვლიან სკამზე. ვერაფერს ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და იდაყვდაყრდნობილი ვფიქრობ.

სითბო და ნაცნობი სუნი ვიგრძენი. მისი სუნი. მისი პიჯაკი. ის. თვალების გახელა არ მინდა,ვიცი,რომ უბრალოდ წარმოდგენააა. მარიამ! ის ხმა...ის ხმა ღმერთო...დაუჯერებელია. მოვიდა და გაათბო გაყინული ნაწილი,გული. მოვიდა და დამიბრუნა ხალისი. მოვიდა და მოიტანე წაღებული ქონება. დამიბრუნდა. ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ვგრძნობ მის სურნელს,მის კანს...ყველაფერს ვგრძნობ. ახლა ვერც თოვლი,ვერც წვიმა,ვერც ქარი და ვერც ყინვა ვერ მომერევა. მზად ვარ დაგროვებული სითბო გამოვაფრქვიო და ხალხი გავათბო,ბალახები ავამწვანო,ღრუბლები გავფანტო,მზე გამოვაბრწყინო. ახლა ყველაზე მეტად ჩემთან თბილა,მის მკლავებში თბილა,მის ჩახუტებაში იგრძნობა სითბო. ჩვენი სითბო...მთელ სამყაროს გაათბობს. მისი შეხება,კოცნა,მოფერება...ვგრძნობ რომ თავიდან დავიბადე. ბედნიერი ვარ,ცხოვრებაში მეორედ...ბედნიერი ვარ. როცა რწმენა დაკარგული,ძალა გამოცლილი “დაეგდები” სკამზე,სწორედ მაშინ გამოჩნდება იმედი,მზის სხივი,რომელიც შენს გარშემო მიმოფანტულ თოვლს გაადნობს და შენ გაგათბობს. როცა ფიქრობ,რომ ცხოვრება აღარაფრად ღირს,მაშინ დაგიბრუნდება დაკარგული ნაწილი,რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს. “გვირაბის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება ნათელი”.

-უკაცრავად,დახმარება ხომ არ გჭირდებათ?

ძირს ვგდივარ,თოვლში,სველი,გაფითრებული. ტუჩებ დალურჯებული და იმედ დაკარგული. თვალებ ჩასიებული და დამცირებული. გამწარებული,გაბრაზებული,ნაწყენი. ბედნიერიც და უბედურიც. ოდესღაც ეს ფიქრები თან მსდევდა,ოდესღაც ეს ფიქრები რეალობა იყო. ბედნიერი ვიყავი. ახლა ეს ფიქრები ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია,ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ. სხვა არაფერი შემიძლია უბედური ვარ.
იქნებ,სადღაც მართლა არსებობს ბედისწერა?! იქნებ ყველაფერი ისეა,როგორც უნდა ყოფილიყო?! იქნებ წინ უზარმაზარი ბედნიერება მელოდება და ტყუილად ვწუწუნებ?! პესიმისტური ოპტიმიზმი არასდროს მახასიათებდა...ჯანდაბა,რამდენს ცვლიან ადამიანები?!



№1 სტუმარი ნემო

მარიამ კარგი ჩანახატიი იყო^^მომეწონაა<3

 


№2  offline წევრი მარიამი019

ნემო
მარიამ კარგი ჩანახატიი იყო^^მომეწონაა<3

ნონორე
როცა ფიქრობ რომ ცხობრება აღარაფრად ღირს,მაშინ დაგიბრუნდება დაკარგული ნაწილი,რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს...საწუწუნო მართლაც არაფერი გვაქვს.მომეწონა კარგი ხარ❤

მადლობები ❤❤

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent