ცნობილი ადამიანების გამონათქვამები 2
ერიხ მარია რემარკი ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი. რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი? ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები. შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი - არა. სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია. იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა. ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც. ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე. სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული. უინსტონ ჩერჩილი პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში - შესაძლებლობებს. არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა. წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ. იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისთვის კი ხშირად ცვლაა საჭირო. ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი - მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს. ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია. თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს. მოგწონთ ??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.