გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი
მხოლოდ მე ვიცი როგორ მჭირდები ახლა,სხვამ არავინ. თავად შენც კი არ იცი რას ვგრძნობ . მე ჯიუტად მოვითხოვ ხვდებოდე ყოველივეს . ვიცი რთული ვარ ,შეიძლება გაშინებს სირთულეები . შენ სამყაროს ყოველთვის ვარდისფრად აღიქვამდი . შენთვის ყოველთვის ყველაფერი მარტივი ჩანს ,ძალიან მარტივი ჩანს . ყველაზე მეტად მჭირდება შენი ჩახუტება. მე შენ მჭირდები ახლა ... ახლა მჭირდები შენ ! მხოლოდ შენ მე და შენ . და არავინ სხვა . მაგრამ რატომ არ შეგიძლია მგრძნობდე ?! მე ხომ გგრძნობ ... თმის ბოლო ღერამდე .. თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობ .. ყურებში ჩამესმის შენი გულის ცემა . მე მინდა შენთან . არ მინდა სხვა . მე მინდა შენ . * * * უკვე მერამდენედ ვზივარ ამ წყეულ ფანჯარასთან ?! ცას ვარსკვლავებიც კი აღარ შერჩა. უსუსური და უკიდეგანოა ისე,როგორც არასდროს . აღარაფერი დარჩა სანუგეშო და იმედის მომცემი . როგორი სენტიმენტალური ვარ . გრძნობები მახრჩობს ! ცეცხლი მწვავს! მინდა ვიყვირო... მინდან გიყვირო ... რომ შენ გარეშე სხეული ვარ სულის გარეშე. რომ შენ გარეშე გაყინული მარიონეტი ვარ . ვოცნებობ გამათბო ... ყველაფრის საწყისი შენ ხარ . ყველაფრის საწყისი და ბოლო. შენ ჭეშმარიტება ხარ . * * * მოდი მოდი მიფათურე ხელები სულში ! მოდი ჩამეხუტე მე ხო გელოდები! არცერთი წუთით ... არცერთი წამით ... მე ხომ სიახლოვე ჯერაც არ მიგრძვნია გულების ძგერის პათოსი მესმის მოდი გადავთელოთ ესე აპათეა. მოდი გადავლახოთ თუნდაც დედამიწა თუნდაც ვარსკვლავები ორჯერ დავითვალოთ .:.ბოლოს კისკისი ჩვენი ცამდეც ავიყვანოთ . სისულელეა. მე სუნთქვა არ მყოფნის. მე ძალა არ მრჩება. შენაც არ მრჩები . არ დამრჩი შენაც * * * ოთახი სრულიად მოიცვა მზის სხივების სიკაშკაშემ,თუმცა მას არ შეუძლია ისევე გაანათოს ჩემი ჩამქრალი სულიერება ,როგორც მე არ შემიძლია შენთან მოსვლა და ჩახუტება. კვლავაც მრავლისმეტყველად შევცქერი ამოჩემებულ წერტილს . არაფრისმთქმელია ,მაგრამ ამ მომენტში მგონია ,რომ მხოლოდ მას ესმის ჩემი . ისიც ისეთივე უმეტყველოა ,როგორც მე. ოთახის ყველაზე განათებულ წერტილშიც კი ყველაზე ბნელი ვარ . მე მჭირდება რაღაც უბრალო ... მე მჭირდება რაღაც სხვა .. მე მჭირდება რაღაც ახლობელი ... მე მჭირდები შენ ! მოდი ,გააფერადე შავ სამოსელში გახვეული დღევანდელობა . მოდი ,ჩამეხუტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.