შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


3-12-2016, 15:35
ნანახია 1 736

ახალი წელი დიდად არასდროს არ მყვარებია . ყოველთვის მაფიქრებდა ის ფაქტი თუ რატომ ემზადებოდა ხალხი ასე გრაციონალურად ამ დღისთვის , ბავშვები მოლოდინით აღსავსე მზერით ელოდებიან როდის ჩამოკრავს საათი თორმეტს , რომ მიაპყრონ თავიანთი პატარა თვალები ცას და მრავალფერი ფოიერვერკის ცქერით დატკბნენ , თუმცა სანამ ეს მოხდება თვითონ არღვევენ მყუდროებას ასაფეთქებლების ხმაურით , ახალ მოსული თოვლში თოვლის პაპის გაკეთებით და გუნდაობით და ამით ქმნიან არომატს , რომელსაც ახალი წლის არომატს ვარქვემთ ჩვენ ... და რა არის ეს არომატი ? სილაღე , ბავშვობა , უდარდელობა ... სწორად ესაა რაც ბავშვს აძლევს ხალისს , რომ მოუთმენლად შეხვდეს ახალი წლის მობრძანებას ...
პირადად მე ამ დღისთვის არც არასდროს მქონია განსხვავებული განწყობა ან მომზადება , ყოველთვის მიმაჩნდა , რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რიგითი დღეა და მეტი არაფერი , არც ასაფეთქებლები და ფოიერვერკი მომწონდა , არც თოვლი მიზიდავდა , არც სანტა კლაუსის მჯეროდა , არც ტკბილეულობა მომწონდა ალბათ გაგიჩნდათ კითხვა საერთოდ რანაირი ბავშვი ხარო ... სიმართლე , რომ ვთქვათ ეგ მეც დიდად მაინტერესებს ... ჩემთვი ახალ წელს უბრალოების სურნელება აქვს , ვალდებულების რომელიც გვაძალებს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ვიჯდე მაგიდასთან და ვუსმინო თუ როგორ ხარბად შესვავენ ამ დღისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოს , რომელსაც არც მათთვის და არც არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ და მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციებისთვის და მოვალეობისთვის აღნიშნავენ ... თუმცა უნდა ავღნიშნო , რომ ჩვიდმეტი წლის მანძილზე ყოველი ახალი წელი განსხვავებული იყო ჩემთვის , სხვადასხვა ფორმატები , სხვადასხვა აღნიშვნები , სხვადასხვა საზოგადოება ... მხოლოდ გადმოცემებით ვიცი თუ როგორ უემოციოდ შევხვდებოდი ახალ წელს შვიდ წლამდე , შემდეგ როგორ მოვალეობის მიზნით ვუსხდებოდი სუფრას , როგორ მაღიზიანებდა ხმაური რომელსაც მაშხალები გამოსცემდა ... შემდეგ ვიზრდებოდი ,ვვითარდებოდი და მუდმივი ნდობის გამო რასაც ოჯახიდან ვგრძნობდი უკვე ცხრა წლის ასაკში ახალ წელს ავღნიშნავდი იმ ფორმატში და საზოგადოებაში რომელიც ჩემთვის სასურველი იყო . მომწონდა დროს ტარება მეგობრებთან ერთად რომელიც ხშირ შემთხვევაში ყოველ წელიწადს იცვლებოდა . ვერ გამოვხატავდი საერთო ენას ჩემს თანატოლებთან ამიტომაც ყოველთვის ჩემზე უფროს საზოგადოებაში ვტრიალებდი და სწორად ამის დამსახურებაა , რომ დღეს ჩემს თანატოლებთან შედარებით სრუალიად სხვა მსოფლმხედველობა გამაჩნია ...
შევწყვიტოთ საუბარი წარსულზე და ვისაუბროთ აწმყოზე , დღევანდელ საშინელ ვითარებაზე რომელიც თან ახლავს მომავალ ახალ წელს . რას ველით მომავალ ახალ წელს ან რა იყო წინათ , ვისთვის არის ახალი წელი საერთოდ , ვინ აღნიშნავს ამ დღეს ... მრავლადაა ჩვენს სამყაროში ადამიანები , რომელსაც ახალი წლის სამზადისის სახსრები კი არა პურის ფულიც არ გააჩნიათ ... გავდივარ ყოველდღე ქუჩაში და მხვდება ახალგაზრდა გოგონა , რომელიც ზამთარში , ყინვაში , ერთი პერანგის ამარა ზის ცივ მიწაზე , ხელში პატარა ანგელოზი უჭირავს და ცრემლიანი თვალებით ყოველ გამვლელს ევედრება , რომ რაიმეთი დაეხმაროს , თუნდაც უბრალო ხუთი თეთრით , რომელიც სხვისთვის ფასეულობა არ გააჩნია , თუმცა მისთვის დიდი ფასი აქვს ... ვაგრძელებ გზას და ყოველ ნაბიჯზე მხვდება მსგავსი სანახაობა , მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ მხოლოდ სახეები იცვლება ... ახალგაზრდა გოგონას ცვლის ან ახალგაზრდა მამაკაცი , ან მოხუცი ქალბატონი და ბატონი , ან საერთოდაც ჩემი თანატოლი , ან უფრო მცირეწლოვანი ბავშვი ... ყოველი მათი დანახვისას გული მეწვება , თითქოს შიგნიდან ვიღაც ცეცხლს მიკიდებსო , რომელიც მთელ სხეულს მოედება და აუტანელ სიბრაზეს იწვევს ... სიბრაზეს იმ ადამიანთა მიმართ , რომელთაც საერთოდ არ ადარდებთ ამ ადამიანთა გაჭირვება , ამ ადამიანთა ცრემლიანი თვალები , გაყინული სხეული , არ ებრალებათ ის პატარა ანგელოზი ახალგაზრდა გოგონას ხელში , რომ უჭირავს და მასთან ერთად ამყოფებს პირსახოცის ან ფარდის ნაგლეჯის ამარა მინუს ორ გრადუსში ... ვინმემ იცის საერთოდ სად ცხოვრობენ ისინი ? რას ჭამენ რას აკეთებენ ? უნდა ადარდებდეთ მათ საერთოდ ახალი წელი ? დარჩათ კი ის ემოციები , რომელსაც ბავშვობაში განიცდიდნენ თბილ სახლში ოჯახის გვერდში , რომ გრძნობდნენ ? ან ოდესმე ქონიათ საერთოდ ესეთი მომენტი ? იციან რა არის ახალი წლის სიხარული ? იციან როგორია ახალი წლისთვის მომზადება ? იციან როგორია თბილი სახლი ? ჩემი აზრით არა ! .... სხვას ისინი არ აინტერესებს , გაუვლიან გვერდში და ისე ამრეზად გადახედავენ თითქოს რაიმე ცოდვას სჩადიან იქ ჯდომით , თითქოს ერთი თავით მაღლა დგანან მათზე ან საერთოდაც ჭიანჭველად მიაჩნიათ . უამრავ ფულს ხარჯავენ სამზადისისთვის და ოცი თეთრი ენანებათ , რომ საცოდავ ადამიანებს დაეხმარონ ... საერთოდ ვიმნმე ფიქრობს მათზე ? ჩვენმა სახელოვანმა მთავრობამ , რომლებიც ხალხისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან ახალ წელს რამდენიმე ათასებს მხოლოდ ღვინოში ყრიან , ზამთრის კურორტებზე სასტუმროში ნებივრობენ , რომელშიც დღიური გადასახადი ათასი დოლარია ( თუ გავითვალისწინებთ ლარის დევალვაციას თან ) , მხოლოდ და მხოლოდ ამ დღისთვის ათიათას დოლარზე მეტს ხარჯავენ მხოლოდ იმისთვის , რომ ინებივრონ და გაერთნონ ჩვენს ხარჯზე ... ჩვენი ფულის ხარჯზე , სწორედ იმ დროს როცა უამრავი ადამიანის ახალი წლის სუფრა მხოლოდ ყველი და პურით შემოიფარგლება ... რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ექსპერიმენტი ... პატარა ბოშა გოგონა გამვლელს ეხვეწებოდა , რომ ფული გამოერთმიათ მისთვის ... ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონია მომენტი როდესაც ბოშა მოდის თქვენთან და გთხოვთ , რომ დაეხმაროთ ... ამჯერად კი საპირისპირო რამ მოხდა , ბოშა გოგონა ეხმარებოდა გამვლელებს და უბრალოდ აძლევდა მათ ფულს უანგაროდ ... იცით რა მოყვა ამას ? ლანძღვა ... ხალხმა გალანძღა გოგონა თუ როგორ აყენებდა შეურაწმყოფას ... თურმე დახმარება შეურაწმყოფა ყოფილა , როგორ კადრა ბოშამ , რომ მათ შესთავაზა , რომ ფულს მისცემდა . აი ესეთები ვართ ადამიანები , ამპარტავნები , ეგოისტები , ბოღმიანები .
აბა რას იტყვით რისი არომატი აქვს ახალ წელს ? აქვს საერთოდ არომატი ?
ახალ წელს გრძნობს მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი ვისაც აქვს საშველება , რომ აღნიშნოს , ვისაც აქვს საშვალება , რომ ჭამონ და დალიონ ის რაც უნდათ და ა.შ
თუმცა უბრალო ხალხს არ აქვს ეს ბედნიერება ! ჩემს მეგობარს დავუსვი კითხვა თუ როგორი არომატი აქვს მისთვის ახალ წელს ? მან გაიცინა და მითხრა
- რა ახალი წლის არომატი ? ხო კარგად ხარ ? ლიჯბი დავლიო და ვჭამო დალშე ფეხებზე არ
მსგავსი პასუხი გამცეს დანარჩენმა მეგობრებმაც ... ჩემს უსაყვარლეს ბებიკოს ვკითხე თუ მისთვის რა არომატი ჰქონდა მან კი მიპასუხა , რომ მისთვის აღარანაირი არომატი აღარ აქვს ... ახალი წელი მაშინ იყო კარგი როცა მისი მშობლები მის გვერდით იყვნენ , როცა სრული ოჯახის შემადგენლობა ერთად იყო ტკბებოდნენ ერთად ყოფნით , თუმცა ახლა ? არაფერი ! სიცარიელე ... მისთვის ახლა მონატრების არომატი აქვს მხოლოდ .
ახალ წელს არა აქვს არომატი ... ის არაფერია . მხოლოდ და მხოლოდ დღეა რომელიც მიჩნეულია , რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს . მეტი არაფერი არაა ახალი წელი ... რომ არაა ტრადიცია ვინ აღნიშნავდა ახალ წელს ? არავინ . სწორად ესაა ახალი წელი ... ან ვინ იცის , რომ სინამდვილეში სწორედ ამ დროს დგება ახალი წელი ? არავინ . ეს მხოლოდ აზრია ადამიანის და მეტი არაფერი .
როგორ შეიძლება გიხაროდეს ახალი წლის აღნიშვნა , როცა ყოველდღიურად უამრავ უმსგავსობას ხედავთ ? უამრავ გაჭირვებულს ? უამრავ დამცირებას ... ეს ყველაფერი შემზარავია ჩემთვის . იცით როდის ექნება ახალ წელს სურნელება ?
როცა ადამიანს ადამიანი მართლა წრფელი გულით ეყვარება , როცა უცნობ გაჭირვებულს გულში ჩაიკრავ და მასაც აგრძნობინებ , რომ მისთვისაც დგება ახალი წელი ... როცა თავშესაფარში მყოფ მოხუცს (რომელიც ყოველ დღე ელოდება ცრემლიანი თვალებით , რომ აი ახლა მოვა მისი შვილი და სახლში წაიყვანს) გულში ჩაიკრავ და აგრძნობინებ , რომ ის არ არის გაფუჭებული სათამაშო , როცა მასზეც ზრუნავს ვინმე ... როცა სიყვარული იქნება ამ ქვეყნად , როცა ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატია დაისადგურებს აი სწორად მაშინ ექნება ახალ წელს სურნელება . ჩემთვის სწორედ მაშინ ექნება არომატი



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მწარე რეალობა,რომელსაც ბევრი ცდილობს თავი აარიდოს,პირისპირ არ შეეჩეხოს და გვერდი აუაროს,სწორედ ეს დაგვანახე ამით შენ.
გული დამეწვა.
სამწუხაროა, ძალიან ცოტანი ვართ ის ადამიანები ვინც ასე ვფიქრობთ.
წარმატებებს გისურვებ❤
ძალიან მომეწონა❤
დამაფიქრებელი,შემზარავი და თან ლამაზად გადმოცემულია.
სწორედაც რომ ახალი წელი უბრალო დღეა ადამიანების დაწესებული, არანაირი დატვირთვა მას არ აქვს.
ატყდება ფეირვერკების ბახა-ბუხი, "გალეშვა" , "ჩასკდომა" სადღეგრძელეობი_ "შენ გენაცვალე! შენ გეხუტუნე!" დილით მორჩა, ახალი დღე გათენდება, განსაკუთრებული არაფერი.

 


gvanciko_gvancunia
მწარე რეალობა,რომელსაც ბევრი ცდილობს თავი აარიდოს,პირისპირ არ შეეჩეხოს და გვერდი აუაროს,სწორედ ეს დაგვანახე ამით შენ.
გული დამეწვა.
სამწუხაროა, ძალიან ცოტანი ვართ ის ადამიანები ვინც ასე ვფიქრობთ.
წარმატებებს გისურვებ❤
ძალიან მომეწონა❤
დამაფიქრებელი,შემზარავი და თან ლამაზად გადმოცემულია.
სწორედაც რომ ახალი წელი უბრალო დღეა ადამიანების დაწესებული, არანაირი დატვირთვა მას არ აქვს.
ატყდება ფეირვერკების ბახა-ბუხი, "გალეშვა" , "ჩასკდომა" სადღეგრძელეობი_ "შენ გენაცვალე! შენ გეხუტუნე!" დილით მორჩა, ახალი დღე გათენდება, განსაკუთრებული არაფერი.

დიდი მადლობა . ძალიან მიხარია , რომ არსებობს კიდევ ვინმე ვინც ჩემსავით ფიქრობს ამ დღეზე

 


№3  offline წევრი nawka

ანუ...ვფიქრობ რომ რაღაც მომენტში თემიდან გადაუხვიე,თუმცა რეალობა ზედმეტად მწარედ აღწერე და ნამდვილად გეთანხმები,რომ ახალი წლის დღე ერთი ჩვეულებრივი დღეა,რომლის დროსაც საკმაოდ ბევრი უბედურება ხდება(ასაფეთქებლებით თუ გალეშილი ადამიანების ჩხუბით გამოწვეული)...მაგრამ...ჩემი აზრით,ადამიანმა საკუთარი განწყობა უნდა შეიქმნას და თუნდაც ამ ერთ დღეს გაიხალისოს ცხოვრება...წარმატებებს გისურვებ :-*

 


nawka
ანუ...ვფიქრობ რომ რაღაც მომენტში თემიდან გადაუხვიე,თუმცა რეალობა ზედმეტად მწარედ აღწერე და ნამდვილად გეთანხმები,რომ ახალი წლის დღე ერთი ჩვეულებრივი დღეა,რომლის დროსაც საკმაოდ ბევრი უბედურება ხდება(ასაფეთქებლებით თუ გალეშილი ადამიანების ჩხუბით გამოწვეული)...მაგრამ...ჩემი აზრით,ადამიანმა საკუთარი განწყობა უნდა შეიქმნას და თუნდაც ამ ერთ დღეს გაიხალისოს ცხოვრება...წარმატებებს გისურვებ :-*

მადლობა <33 გეთანხმები , რომ ადამიანმა თავად უნდა შეიქმნას განწყობა და არა რაიმე დღესასწაულის გამო , თემიდან გადახვევა კი ჩემი ყველაზე საყვარელი თვისებაა :დდ

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent