შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


4-12-2016, 12:00
ავტორი crybaby
ნანახია 1 713

წითელი ღვინო, რომელიც ერთი წლის წინ სარდაფის ბნელ თაროზე მოვათავსე და დავიწყებას ჩავაბარე, დღეს ისევ მიხმობს. განა იმიტომ,რომ მისი სიძველეშეპარული გემო მენატრება? არა, მხოლოდ მოგონებები დაბრუნდნენ.. გონების სატუსაღოში გამოკეტილი მწვავე შეგრძნებები, ისევ ზედაპირზე ლამობენ ამოფრქვევას და ბრუნდება დრო,როცა სისხლისფერი სითხე ახალი წლის მეგზურად ვაქციე. ალბათ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა გავმკლავებოდი იმ ტკივილს,მის გარეშე ცხოვრება რომ ერქვა და ამიტომ ყველა გრძნობა ერთ ბოთლში გამოვკეტე. ახლა ისევ ავავსებ ჩემს ჭიქას ძველი მოგონებებით და ვიგრძნობ,როგორ გაიჟღენთება ჰაერი მღელვარების სურნელით. შეუძლებელია, ჟამთა სვლით შორეულ წარსულში გადასროლილი გრძნობებიდან ამოხეთქილი აღფრთოვანება ისევ პირველად განცდილს არ დაემსგავსოს, რადგან იგი ჩემი სულისთვის ის დაკარგული არომატია, რომელიც წუთებსა და წამებს შორის გარდამავალ ინტერვალებში ჩნდება ჩემში და ისევ ქრება..
ალბათ უკეთესია, არ გავიხსენო 31 დეკემბრის ღამე, სიბნელე და ოთხ კედელში ამოხეთქილი სიყვარულის სიმძაფრე,ალბათ უკეთესია..თუმცა დაუმორჩილებლობა ხომ მისგან ვისწავლე,ამიტომ ვუბრუნდები წამს,როცა ყველაზე მეტად იყო ადამიანი და მაშინაც კი არ მეკუთვნოდა. ვერ გავარღვიე შავ ლაბირინთში დარჩენილი პიროვნების გული, ვერ ვიხსენი გაორებისგან,რადგან მისი გრძნობებისთვის მებრძოლს, საკუთარი მე დამიკარგავს. უბრალოდ მინდოდა, იმ ღამით მოცეკვავე ფიფქები ბედნიერების სურნელად გაჟღენთილიყო მასში დაბუდებული დემონებისთვის, მე კი მხოლოდ ამაყად ცის სითეთრისკენ მაცქერალი მზერა აღმებეჭდა,რომელმაც ყინულივით დაამსხვრია ჩემი მარადისობის ტრფიალი და მამცნო,რომ არ ყოფილა სიყვარულისთვის დაბადებული.. ვნებასა და პატივმოყვარობაში მცხოვრებმა ვერც კი შენიშნა,რომ იმ მილიონობით ადამიანს შორის,რომელთაც უკეთესი ცხოვრება და პატივი ერგოთ, მე მისი არაიდეალური პიროვნება ვაქციე იდეალად და საპასუხოდ ყოველ ახალ წელს ღვინის არომატით ვარღვევ ზამთრის სიცივეში თანმხლებ ღამის მარტოობას.
მახსოვს, ბარში შევედით მაშინ და იქ აჟღერებული მელოდია, ამაოდ ცდილობდა შეერხია ჩემი ბედნიერების ჰანგები..დეკემბრისთვის უკანასკნელი დღე, ჩვენთვისაც ხომ ბოლო იყო და აბა რა გასაკვირია,რომ ჩემს კიდევ ერთ წელს მონატრებით გაჟღენთილი ღვინის სურნელი ებღაუჭება. ვიღაცა განზრახ აპაუზებს ჩემი მოგონებების კადრებს “ჩვენს„ ეპიზოდებზე და მისი სახეც გაფუჭებული მექანიზმივით,ყოველთვის ბრუნდება ჩემს სივრცეში. როცა შესასვლელი კარის ჭრიალმა რეალობაში გადმომისროლა,მის ზურგს შევავლე თვალი,მან თავის მკვეთრი მოძრაობით მზერა გასვლამდე კიდევ ერთხლ მესროლა, უცნაურად დაგრიხა და ძლიერად დააჯახა ჩემს თითოეულ ნერვს. მეხის გავარდნასავით აფეთქებულმა გულმა, შიში შემაგება და მაშინ მივხვდი,რომ ფერებსაც აქვთ განწყობა,რადგან ირგვლივ ჩასაფრებული სიყვარულის და ახალი წლის მომასწავლებელი წითელი,ყველაზე ჩუმი წამებთან მოთმაშე ფერი იყო დედამიწაზე. ვიგრძენი,რომ ქარიშხლი ჩემშიც დატოვებდა ქაოსის მძაფრ არომატს. აქამდე ფიქრებს, ერთადერთ ხელმისაწვდომ შესაძლებლობას შენთან ყოფნისა, ურცხვად ვიყენებდი, დღეს კი ვეცდები გავთავისუფლდე თბილი შეგრძნებისგან შენს მკლავზე ჩაბღაუჭებულს რომ მეუფლებოდა და დავივიწყო,რომ თითოეული ნოტის ჰარმონიული გაჟღერება ხარ ჩემში.
დღეს წყვდიადიდან შემოიჭრა დეკემბრის, უამრავ ქარტეხილებგამოვლილი, საიდმულოებანი. უკუსვლით დავითვალე ნულამდე, სუნთქვის დასარეგულირებლად, მე ხომ იმაზე ახლოს ვარ 31თან, ვიდრე გუშინ ვიყავი ტკბილ სიზმრებში მოგზაური.. სიგარეტის კვამლი დამცინავ მზერასთან ერთად გავგზავნე ჩემი სარკის ანარეკლისკენ და წარმოვთქვი “საცოდავი ხარ„ ყელში მოვარდნილი სიტყვებიდან მხოლოდ ეს ამოირჩია გონებამ რომ თავისუფლებისკენ გამოეშვა და ისე საშინლად მოხვდა სმენას,რომ დარცხვენილი, მთელი სისწრაფით მოსწყდა ბაგეებს და კედლებს მიეყინა. ეს კადრი ჰორიზონტზე ვარდისფრად მოელვარე მზის ამოსვლას ჰგავდა,რომელიც საბოლოოდ აღწევს თავს ღამის ტყვეობას და უსასრულობაში გვისვრის არამიწიერი აისით.ჰაერში ახალი წლის არომატი დატრიალდა,რომელსაც მისი, სპეციფიკური სურნელი დაჰკრავს და მივხვდი, ყველა ისევ შევძლებთ მარადისობის ტრფიალს და ძველ წელს, ძველ ეპიზოდებთან ერთად გადავუშვებთ დავიწყების უფსკრულში. საშობაო სიმღერები,რომ ჩავრთე და მელოდიამ მოახერხა ჩემი ბედნიერების ჰანგების აცეკვება, დარწმუნებით ვიცოდი რომ ამ ახალ წელს გემრიელი გოზინაყის არომატი დამახვევდა თავბრუს.



№1  offline წევრი ნოემრისეული

ძალიან ღრმა.. და კარგი წასაკითხი..ყოჩაღ და წარმატებები

 


№2  offline წევრი crybaby

ნოემრისეული
ძალიან ღრმა.. და კარგი წასაკითხი..ყოჩაღ და წარმატებები

დიდი მადლობა <3 heart_eyes

 


№3  offline წევრი Ignifex

ძალიან მომეწონა.
ულამაზესად წერ და წარმატებებს გისურვებ!

 


№4  offline წევრი crybaby

Ignifex
ძალიან მომეწონა.
ულამაზესად წერ და წარმატებებს გისურვებ!

ძალიან დიდი მადლობა ♥♥

 


№5  offline წევრი MegMorgan

ვაუ, სიტყვები არ მყოფნის...

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent