შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია


5-12-2016, 00:28
ავტორი ფერია
ნანახია 1 333

ხო,გამარჯობა !
მე ისევ მოვედი . მე ყოველ დღე მოვალ და მოგიტან ეიფორიას . ასეც უნდა იყოს ,თორე ყველაფერს აზრი ეკარგება თანდათან . ვუყურებ როგორ უფერულდება სახლი,სკოლა ,პირველ რიგში კი მე . სიცარიელეს ვგრძნობ . სიმართლე გითხრა არც სთომაქია მთლად სავსე ,მაგრამ მე უფრო სერიოზულ სიცარიელეს ვგულისხმობ . მე და შენ,რომ ვიცით ზუსტად ისეთს . ძალიან მინდოდა დღეს რამე შემეცვალა ან ვინმე . შენიდან დაწყებული ჩვენით დამთავრებული. იმ ,,ჩვენით" ,რომელიც სრულიად არ არსებობს . მე კი ყველაფერს დავთმობდი ,რომ ორი ინდივიდის მაგივრად ერთი მთლიანობა არსებობდეს . ასეც არის შენ შემთხვევაში .
მე ვინ ვარ ხო ?!
არც არავინ.
ვერც ვერავინ.
არავინ.
არაფერი.
ვერაფერი.
ნურაფერი.
დავიღალე .
ერთი ნაბიჯია სიყვარულიდან სიძულვილამდეო სადღაც წამიკითხავს. გრძნობებს ყოველთვის ნაადრევ სახელებს ვუფიქრებ,იქნებ ახლა მაინც ვიყო გონიერი.
ღირსი ნამდვილად ვიქნები ,რომ ჩემითაც ისე ითამაშონ ,როგორც მე გავთელე სხვები .
მეშინია .
დავაშავე .
ისიც წამიკითხავს :,,ზეწარი გადააფარეთ,რა ახალგაზრდა მოკვდა "
ველოდები .
გულის ცემა ყელამდე აღწევს .
სუნთქვა ხშირდება.
ბოლოს კვლავაც უიმედო ხარ .
შეცდი.
* * *
შენთვის კი სათამაშო ვარ ვხედავ .ერთი წამით წარმოვიდგინე ,რომ სხვა იყავი . ავიხვიე თვალები ნახევრადგამჭირვალე ქსოვილით. გაგაღმერთე.
მაგრამ შენც ჩვეულებრივი ხარ .
ძალიან ჩვეულებრივი . მე მოვტყუდი . ასეც ვიცოდი . ყოველთვის მე უნდა ვიყო ის , ვინც საკუთარ ბედნიერებას დადებს სასწორზე .
სისხლისგან ვიცლები
წვეთიც აღარ რჩება ...
წითლად შეიღება თეთრი რომანტიკა.



დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent