ფერი_ა
თითქოს ყველა ფერი შავთეთრია...თითქოს არ აფერადებს არაფერი თეთრ ფურცელზე,შავად მოხაზულ "ყველაფერს"...ერთის გარდა,ერთი ნაწილი გაფერადებულია იმიტომ რომ მისი შავთეთრი ვერსია არ არსებობს.თითონ ფერია... ფერია ოღონდ არვიცი რაფერი...თქვენ იცით ბედნიერების ფერი რაფერია?მე არვიცი... ის "ბედნიერების ფერიაა" ის "ბედნიერების ფერია" ის თვითონ "ფერია" ამ ფერის დასახელება "ფერი"ა...ის გაფერადებას არ საჭიროებს.ის ჩემთვის ფერია.ის ჩემია...ჩემი ფერია და ალბათ არ გაუფერულდება...ვცდილობ ეს ფერი უფრო გავამუქო,ისე რომ ისევ ღია და ღიმის მომგვრელი ფერი იყოს...რაც უფრო გავამუქებ მით უფრო გამაბედნიერებს.ღიად დარჩება...ვამუქებ ისე რომ არ ეტყობა.ისევ ღია ჩანს...ღია ჩანს თქვენთვის...ეს თქვენგან დანახული ჩემი ბედნიერების ფერია...აი ჩემგან დანახული კი ნელნელა მუქდება.მუქდება და უფრო მაბედნიერებს... თვითონ "ბედნიერების ფერია" თვითონ "ბედნიერების ფერიაა" გაუგებრად ვლაპარაკობ?ჰო ეს თქვენთვის...ჩემს მეს ესმის...თან ისე ესმის რომ კითხვებიც კი არ აქვს...არ უჩნდება კითხევი...სრულფასოვნად ესმის ჩემი...არ უჩნდება კითხვა: რატომ?რისთვის?იმიტომ რომ იცის!!! რაგავუკეთო იმ თეთრ ფურცელზე შავად მონახაზს?მონახაზს რომელიც ფერის გარეშეა... გავაფერადო?! რაფერით?! არვიცი,ამდენი ფერია და რავერ მოვიფიქრე ჰო?ეს ფერები რომ აუფერულებენ ამ ისედაც შავთეთრს?! "ყველაფერი შავთერთია" "ყველა ფერი შავთეთრია" ერთის გარდა "ის თვითონ ფერია" "ის თვითონ ფერიაა" ის სხვაა " ის ბედნიერების ფერია" " ის ბედნიერების ფერიაა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.