ფერადი სამყარო
მრავალი ფერი არსებობს მწვანე ბუნების ფერია ცისფერი ზეცის ხოლო შავ ფერს ყველა სხვა და სხვა ნაირად აღიქვამს ზოგისთვის შავი სიკვდილთან ანუ აღსასრულთან ასოცირდება ჩემთვის კი შავი ღამესთანაა დაკავშირებული ხშირად მიწევს ხოლმე ღამით ქუჩაში მარტო სეირნობა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება ამიტომ შავი ჩემი საყვარელი ფერია. მწვანე ბუნების ფერია ცისფერი ზეცის ხოლო შავი ღამის, მაგრამ რა ფერია სიყვარული? მას ხომ ფერები არგააჩნია მას ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ საყვარელი ადამიანის მოახლოვებასთან ერთად მე ვამბობ რომ სიყვარულს ფერები არ გააჩნია მაშინ რატომ ვიცვლით 12 ფერს საყვარელი ადამიანის ნახვისდროს ეს ყველაფერი გაუაზრებელია. ამ ვებერთელა სამყაროში მხოლოდ 3ფერია? მწვანე ცისფერი და შავი? და სხვა ფერები ? ილუზია? არა... სიხარულსა და ტკივილსაც აქვთ ფერები სიხარული თეთრი ფერისაა მაგრამ მაინც გამოიხატება მოწყენილობა ხოლო ტკივილის ფერი წითელია სისხლის ტანჯვისფერი. ამ ერთი შეხედვით ფერად სამყაროში ვცხოვრობთ სადაც ყველაფერი შავთეთრად მეჩვენება ძველი კინოფილმივით ყველგან ქაოსის ხმებია ამავედროს კი ხმები ყველგან დახშულია. და მაინც ფერი მხოლოდ სიყვარულს არ აქვს როცა შეუძლია ერთდროულაფ თორმეტი ფერი მოიცვალოს მას გრძნობები გააჩნია ისინი თავიდან გკლავენ და განადგურებენ მაგრამ დრო გადის და შენც ეჩვევი სიყვარულს ჟრუანტელის ფერი აქვს როცა საყვარელი ადამიანი გიახლოვდება და გიღიმის ხვდები როგორ გივლის ჟრუანტელი თმის ძირიდან ნეკა თითამდე, როგორი ქაოსია შენს სხეულში და როგორ დაფარფატებენ მუცელში ფერადი პეპლები ყველაზე სასაცილო კი ისაა რომ ჟრუანტელსაც არგააჩნია ფერი. სიყვარული წყალს ჰგავს სიყვარული გრძნობებისგან შედგება ხოლო აღელვებულ გრძნობებს ყველაფრის წალეკვა შეუძლიათ როგორც ტალღებს... უკვირდებით? როგორი ფერადი სამყარო გვაქვს და როგორ აღვიქვამთ შავ-თეთრად...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.