It's enough
ჩვენს ბოლო შეხვედრამდე უამრავჯერ მყავდი ნანახი, მაგრამ ზუსტად ისეთი დამამახსოვრდი როგორიც ბოლოს იყავი. თეთრი გამჭვირვალე ზედით და ყვავილებიანი კაბით. არ ვიცოდი, ბოლოჯერ რომ გხედავდი და ალბათ ასე ჯობდა. ალბათ კი არა ნადვილად. დამშვიდობება სევდიანია. სევდიანი არაფერი მიყვარს. არც შენ, მაგრამ ბოლოს თავად შენ მესევდიანე. გვერდიდან სულ ცოტახნით მაინც რომ შეგეხედა საკუთარი თავისთვის ალბათ არ მოგეწონებოდა. რაღაცნაირი სევდიანი ღიმილი გქონდა და როცა მომავალზე ვიტყოდი რამეს პასუხად მხოლოდ მზერასა და ნაძალადევ ღიმილს ვღებულობდი. მიყურებდი, მაგრამ სრულებით ვერ მხედავდი. სადღაც სხვაგან იყავი. არ ვიცი სად, მაგრამ არა აქ. ვიცოდი, აბსურდი რომ იყო ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მომავალი თავგადასავლების წარმოდგენაც კი მაკმაყოფილებდა და მინდოდა შენც ასევე ყოფილიყავი. ელენ, ჩემო ძვირფასო შენ არც იმედს მაძლევდი და არც მიკარგავდი. შენ ქალი იყავი, ჩვეულებრივი, არა იდეალური, არა სრულყოფილი, მაგრამ მიყვარდი არაჩვეულებრივად, იდეალურად, სრულყოფილად. სულ იმას ამბობდი მეტისმეტად კარგი ხარ ჩემთვისო მე კი პირიქით ვფიქრობდი. არ ვიცოდი ამას რატომ ამბობდი. არც გრძნობებს გამოხატავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ გიყვარდი. მიუხედავად იმისა, რომ წახვედი და დამტოვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ გიყვარდი. წასვლისთვის კი საპატიო მიზეზი გქონდა. მე კი ძალა არ მეყო იმისათვის რომ მომეძებნე. ვფიქრობდი, რომ ამით მხოლოდ გავაფუჭებდი ყველაფერს. ჩვენს წარსულს, რომელიც ფერებს დაკარგავდა. ეს სისუსტეა?! არ ვიცი. როცა წახვედი ყველაფერი გავანადგურე რაც საერთო გვქონდა.. დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ სწორად ვიქცეოდი, ახლა ვნანობ. ერთადერთი რაც უნდა გამექრო სიყვარული იყო, მაგრამ ამ გრძნობის გარდა ყველაფერი სხვა გავაქრე. წასვლის წინ ხელი დამიქნიე და ღიმილიანი სახით მითხარი ჩვენი მოგონებები იმყოფინეო. ვერ შეგაჩერე. ეს იყო და ეს. ჰო, ახლა ისევ ვიზრდი თმას იმ იმედით რომ დაბრუნდები და ისევ ისეთი საყვარელი მოგეჩვენები როგორც პირველად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.