ზ ღ ვ ა რ ი ! ! !
ენცხოვრება, სადაც სული ეხუთება. სამყარო რომელმაც ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა. ახლა კი ელის ვინმეს, ვინც ხელს კრავს და ნაბიჯს გადაადგმევინებს. პაწაწინა სიცივისგსდის, ან გა თვალებიდან მდუღარე ცრემლი ცრეცილ ლოყაზე ნიაღვარად მიედინება და მოუსასრულობაში იკარგება. ის მაინც იყოს თავისუფალი... თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს, როგორმე გაშორდეს იმ ჭუჭყიან სამყაროს, რომელშიც აქამდე უწევდა ნაბიჯს, რომელიც სიმშვიდეს მოუტანს. მას ასე ჰგონია. დღემდე აკრიტიკებდა ასეთ ადამიანებს. მიაჩნდა რომ ცოდვას სჩადიოდა ადამიანი ამ ნაბიჯით. ახლა თავად აპირებს ამ ცოდვით სულის დამძიმებას. არ ფიქრობს, იცის ცოტათიც რომ დაატანოს ტვინს ძალა და დაფიქრდეს,უკან დაიხევს. ის გზა, რაც აქამდე მოსასვლელად გამოიარა ზიზღმა და სიძულვილმა გამოატარა.მაგრამ ახლა ერთ ადგილას დგას და ვერაფერს აკეთებს. ის შემართებაც დაკარგა მთელი გზა რომ სულმოუთქმელად გამოატარა. არც სიძულვილი ეხმარება და არც ვინმე სულიერი კრავს ხელს. არადა, როგორ უნდა ვინმემ ხელი კრას, დაეხმაროს და შემდეგ ასე ნანატრ თავისუფლებასაც იპოვის. ქარი მინდვრის ყვავილებით მორთულ კაბას უფრიალებს. ღრმა დეკოლტეში კარგად სჩანს მისი ახლად აყვავებული მკერდი, რომელიც გახშირებული სუნთქვისგან სინქრონში მოძრაობს. ყვირილი უნდა, მაგრამ სიცივეში დამსკდარ ბაგეებს ერთმანეეთს ვერ აშორებს. გაშვერილი ხელი უღონოდ უვარდება. არ დანებებულა, მაგრამ დაიღალა. ათრთოლებული დაბლა ვარდება. ცდილობს ძალა მოიკრიბოს რათა იყვიროს. ბაგეებს ხსნის, მაგრამ ყვირილის ნაცვლად ხავილის მაგვარ ხმას გამოსცემს. საკუთარი თავი სძულს ასეთი უსუსური. დარჩენილ ძალებს იკრებს და ათრთოლებული სხეულით მიხოხავს და მთელი სხეულით სცდება ზღვარს. მისი პატარა გული იმედებით სავსეა. უკეთესს ელის, მაგრამ... მერე აღარაფერია, იმედები უცრუვდება, ვერ ნახა მისმა სულმა სიმშვიდე პირიქით უფრო დამძიმდა. უკუნით სიბნელეშია, არადა ვარდისფერ სამყაროს ელოდა, ახლა ნაცრისფერიც აღარ აქვს.აქამდე სიკვდილი უნდოდა, ახლა ისიც აღარ იცის რა უნდა. არ ელოდა ამ ყველაფერს. მან ხომ ზუსტად იცოდა რომ სამოთხეში მოხვედრა დაიმსახურა. მანამ მაინც სანამ ბოლო ნაბიჯს გადადგამდა. თვალს გაჭირვებით ახელს, მაგრამ განათების გამო მალევე ხუჭავს. ხმები ესმის, ვიღაც გამწარებული ტირის. გონება მუშაობას იწყებს. დედის ხმას სასოწარკვეთის ნოტები შეჰპარვია და შვილის უმოძრაო სხეულს დასტირის. ალბათ მას უფრო ტკივა ვიდრე გოგონას, როდესაც ზღვართან იდგა, მაგრამ ის არ წავა იქ, იცის შვილს სჭირდება. თვალების გახელას კიდევ ერთხელ ცდილობს. გრძელ წამწამებს გაჭირვებით აშორებს ერთმანეთს. დედის ცრემლიანი თვალების დანახვა თავზარს სცემს. ვერ შეძლო. როგორ უნდოდა , რამდენი ენერგია დახარჯა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო. ისევ ჭუჭყიან და ბინძურ სამყაროშია. ახლა იმაზე მეტად ბიმძური ვიდრე აქამდე იყო. –„როგორ დამეტანჯე დედი“- ჩურჩულებს სასოწარკვეთილი ქალი ცრემლიანი თვალებით და შვილს ალისფერ თმაზე ხელს უსმევს. ვეღარ უძლებს და თვალებს ხუჭავს. ფიქრი იმაზე, რომ დედის თითოეული ცრემლი მისი ბრალია მიწასთან ასწორებს. ეგონა ამით საკუთარ სულს გადაარჩენდა მაგრამ პირიქით უფრო დაღუპა. საყვარელ ადამიანებსაც ამხელა ტკივილი მიაყენა. ყველაფრის გააზრებისას კიდევ ერთხელ სძულდება საკუთარი თავი ამხელა ეგოიზმის გამოჩენისთვის. უნდა გაეძლო ყველააფრის მიუხედაად ასე მალე არ უნდა დანებებულიყო. მისმა ნაბიჯმა შედეგი მაინც ვერ გამოიღო. ვერაფერი ნახა, ვერც ვარდისფერი სამყარო სადაც პრობლემები არ იქნებოდა და ვერც სულის ხსნა. ნეტავ საერთოდ გადალახა ზღვარი ? ფიქრები სულს უწიოკებენ და მოსვენებას არ აძლევენ… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.