,,მე"
არსებობს რაღაც ათვლის წერტილი,განუსაზღვრელობა,დასასრული..არსებობს გრძნობები,მოგონებები..არსებობს დასაწყისი,შესავალი,კვლავ დასასრული..არსებობს დილა,შუადღე,საღამო..არსებობს კანონზომიერება,დადგენილება,კანონები..კანონზომიერება,დოგმები,კანონები,რომლებიც მე არ მეხება..ჰო,მე....რა ეგოისტურია ,,მე''..ყოველთვის ვახსოვარ და ამავდროულად არასდროს..მერევა ყველაფერი,ერთმანეთში მერევა...გრძნობები,მოგონებები,სიზმრები..სიზმრები,რომლებიც მოგონებებს გავს,გრძნობები,რომლებიც სიზმარს.....ეგოისტია ,,მე''..ცდილობს,ყოველთვის ცდილობს აწონ-დაწონოს,გაიაზროს..ცდილობს ,საკუთარ თავთან ბრძოლის ფასად ცდილობს გაცოცხლდეს..ცდილობს მოერგოს ცხოვრების ფარგლებს,ცხოვრების საზღვრებს..მოერგოს მის წესებს...რაც მეტად ცდილობს,მით უფრო იკარგება..იკარგება იმ შუალედში,სადაც კანონზომერება ირღვევა,სადაც კანონზომერება არ არსებობს..იკარგება იქ,სადაც ,,ცარიელი სიმრავლეა'',სადაც არაამქვეყნიურობაა,სადაც თითქმის არაფერი არაა..ეგოისტია ,,მე''..ცდილობს გაარკვიოს ვინაა,საიდანაა,რა უნდა.. ,,მე'' საკუთარი წარმომავლობის ძიებაში დაიკარგა...,,მე'' ჩარჩა შუალედში,სადაც ნაბიჯს ვერ დგამს..ჰო,ნაბიჯს,რომელიც ერთი საფეხურით მაღლა აიყვანს ან ნაბიჯს,რომელიც კიდე უფრო დახევს,კიდე უფრო გააეგოისტებს..ნაბიჯს,რომელიც უფსკურლისაკენ უბიძგებს...... ,,მე''ორჭოფობს, ,,მე''ფიქრობს, ,,მე''გრძნობს, ,,მე''შეცდომებს უშვებს, ,,მე'' იხსენებს, ,,მე''ცოცხლდება, ,,მე''კვდება... ,,მე'' სუსტდება, ,,მე'' ცოცხალ მკვდარს ემსგავსება..... ,,მე'' მოხეტიალე სულსაც გავს.. ,,მე'' ვერ პოულობს, ,,მე''ბოროტდება......... მახსოვს ერთხელ ,,მე''დავინახე.. მახსოვს დავინახე მისი თვალები..მისი იმედგაცრუებული,შველას მთხოვნი,ნუგეშის მაძიებელი თვალები...მისი სიცოცხლის წყურვილით სავსე თვალები.. მე ,,მე-ს''ხედავდა ყოველთვის..ხედავდა მე ყველაფერს ხედავდა.. მე ,,მე-ს''ვერ ეხმარებოდა,მე ,,მე-ს''არ ეხმარებოდა! მე საკუთარი ,,მე-თი''იყო დაკავებული.....მახსოვს გავიგონე ,,მე-ს''ფიქრები...მახსოვს მე-ც შეძრწუნდა,მახსოვს მე-საც შეეშინდა....მახსოვს ერთადერთხელ,ერთადერთხელ სცადა ჩაწვდომოდა რა სურდათ ფიქრებს,რა იყო მე-სთვის უკეთესი..რა იხსნიდა მე-ს.. მე მხდალი აღმოჩნდა,მე-ს აღარ უცდია დახმარება...მახსოვს,ბევრი რამ მახსოვს...მახსოვს როგორ ვხედავდი საკუთარ მე-ს... ეს სხვა მე იყო..მახსოვს ვხედავდი რაღაც ფრინველებს..ჰო, ფრინველებს..საოცრად ლამაზ,ფერადფერად ფრინველებს..აქა-იქ მონავარდე ფრინველებს..ფრინველებს,რომლებიც მე-ში შემოიჭრნენ...მე ხედავდა როგორ ჩუმად,როგორ შეუმჩნევლად გლეჯდნენ მე-ს სხეულს..მე ხედავდა როგორ აწიოკებდნენ მე-ს სულს,როგორ ჩხაოდნენ,როგორ ურევდნენ უკვე არეულ თავგზას.. მე ხედავდა როგორ იტყუებდა მე თავს,მე ხედავდა როგორ არწმუნებდა მე თავს...მე ხედავდა იარებს,მტანჯველ იარებს,რომლებსაც მე იმედებით,სიკეთით და თავის მოტყუებით ივსებდა..... მე გულიბრყვილო...სულელი მე ! მე-ს კი არასოდეს ეცალა..ხედავდა მე-ს მოთამაშეს,მხიარულს..ის ეხლაც ხედავს.. მე ეგოისტია, მე-ს არ ცალია.. მე კი დგას,დგას შუალედში იმედით..იმედით რომ ოდესღაც მე მე-ს აუცილებლად იპოვნის ..
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.