შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუფერულებული


8-12-2016, 23:57
ავტორი Eliza Beth
ნანახია 1 358

დეკემბრის სუსხიანი საღამო იყო. ცაზე კი მოციმციმე ვარსკვლავები მკაფიოდ ჩანდა და ჰო რაც მთავარია ჩემი საყვარელი მთვარე ირგვლივ ყველაფერს ანათებდა, მისი განათება თოვლს ეცემოდა და ისე ლამაზად ბრწყინავდა თვალს ვერმოწყვეტდით. მასწავლებლიდან ვბრუნდებოდი, რატომღაც მარტო წამოსვლა ვარჩიე და მეგობრებს აღარ დაველოდე, გზას გავუდექი და უნებლიედ შენ გამახსენდი, საშინლად მომინდა ახლა შენს გვერდით ყოფნა....უბრალოდ ერთი ჩახუტება და მეტი არაფერი, შენთანერთად სეირნობა ყველანაირ ნეგატიურ ფიქრს გამიქრობდა, მაგრამ მერე შენი მოწერილი სმს გამახსენდა და უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვერვხვდებოდი როგორ შეიძლება ადამიანი თან მიყვარდეს და ამავდროულად მძულდეს. შენი ნათქვამი მიყვარხარ მომენატრა...შენი ყურადღება მომენატრა და ყველაფერი ის რაც შენ გიკავშირდება.....მინდა მთელი ხმით ვიყვირო რომ ძალიან მიყვარხარ ! მაგრამ სიამაყე არმაძლევს მაგის საშუალებას,შენ ვერასოდეს ვერგაიგებ მე როგორ ძლიერ შემაყვარე თავი და ვერც იმას გაიგებ როგორ მაძულებ თანდათან ყველაფერ იმას რაც შენ გიკავშირდება.....როგორ კლავ და ანადგურებ ჩემში იმას რაც შენ მასწვალე.....ვატყობ საშინლად დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა ...მე ასე ვერგავძლებ ვერგადავიტან ამას როდესაც ვინმე სხვა გოგოს სახელს მიხსენებ თვალები ცრემლით მევსება და საშინლად ვეჭვიანობ, ისიც კარგად ვიცი რომ არაფერი არგამოგვივა, ამიტომ ჯობია დაგივიწყო აღარანაირი ურთიერთობა აღარ მქონდეს შენთან. გავა დრო და წლების შემდეგ ალბათ ქუჩაში შევხვდებით ერთმანეთს შენ კი გაკვირვებული მკითხავ ასეთი კარგი მეგობრობის შემდეგ თუ რამოხდა და რატომ გავწყვიტე შენთან ურთიერთობა...მეკი უბრალოდ წავალ გზას გავაგრძელებ....სამუდამოდ გავქრები და შენში ერთ დიდ ამოუხსნელ მოგონებად დავრჩები...შენ კი ჩემი ამოუხსნელი გრძნობა იქნები სამარადისოდ!....



№1  offline წევრი leonambroladze

ძალიან თბილი პოსტია ^_^
--------------------
leon.

 


№2  offline წევრი Eliza Beth

leonambroladze
ძალიან თბილი პოსტია ^_^

მადლობა ლეონ

 


№3  offline წევრი Eliza Beth

MoonLady
გულწრფელობის გემო აქვს....

ვეცადე გადმომეცა ის რასაც ვგრძნობ....

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№5  offline წევრი Eliza Beth

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

Madloba <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent