შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


9-12-2016, 23:11
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 810

სავარძელში ვზივრ. შავი, კოპლებიანი პლედი მაქვს მოხვეული და ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალურ თაღს“ ვკითხულობ. რამდენიმე საათში ცა განათდება და ტელევიზიით ახალ წელს მოგვილოცავენ. ისევ მარტო ვარ როგორც ყოველთვის და ახლი წლის მოლოცვასაც მხოლოდ ტელევიზორით ველოდები. მაგარ და ტკბილ ყავას ვსვამ. ისეთი ცხელია ტუჩები დამწვა. თითქოს რაღაც აკლია, თუმცა ვერ ვხვდები რა.
ოთახის შუაგულში ძალიან პატარა ნაძვის ხე მიდგას. მინიატურული. უკვე ორი კვირაა ასე უპატრონოდ დგას და მოკაზმვას ელოდება. დგას ასე მარტო და ელოდება როდის გამახსენდება. ახალი წლის დადგომამდე ორი საათი და ორმოცდახუთი წუთია დარჩენილი. საჭმელი არაფერი მაქვს. სადღეგრძელოსაც მაგარი, ტკბილი ყავით დავლევ და სამყაროს ჩემთვის, ჩუმად მივულოცავ ახალ წელს. მეც ხომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ. და მაინც თითქოს რაღაც მაკლია და ვერ ვხვდები რა. აი იცით როგორი შეგრძნებაა? რომ გშია და არ იცი რა ჭამო... ალბათ გქონიათ. მე - ბევრჯერ.
ახალ წლამდე დრო სულ უფრო იკლებს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს. განწყობისთვის რაღაც ისეთი მაკლია, რაც ყველაფერს ცვლის.
ავდექი, ოთახში გავიარ-გმოვიარე. ლეპტოპში Coldplay-ს “Christmas Lights” ჩავრთე. მელოდიას ავყევი და კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი. წიგნის სიუჟეტი აშკარად არ უხდება დღევანდელ დღეს, უფრო სწორად ღამეს. თანაც სიმსუბუქეს მისი ერთი მონაკვეთი მიმძიმებს. აი იცით რომელი? როცა რავიკი ჰააკეს კლავს, შემდეგ კი მარხავს. და ამას ისეთი ზიზღის გრძნობით აღწერს, შეუძლებელია სული არ შეგეხუთოს და უკანასკნელი ნაძირალაც კი არ შეგეცოდოს. ჩემთვის უსაყვარლესი წიგნი დავხურე და სავარძლის ფეხთან დავდე. ყავა გამციებია და გემოც დაუკარგავს. მგონი ჯობს ახლიდან გავაკეთო. მგონი კარგ ხასიათზე ვარ და მაინც, რაღაც მაინც მაკლია არაჩვეულებრივი განწყობის შესაქმნელად.
როცა ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, დრო იმენად ჩქარა გადიოდა, ღამის თორმეტ საათამდე სუფრის გაშლასაც ვერ ვასწრებდით ხოლმე. მერე კი დედა გვეწუწუნებოდა „არ მეხმარებით და მაგიტომაც ვერ ვასწრებო“. გინდა რაღაც გითხრა? მიუხედავად იმისა, რომ ოჯახთან ყოველთვის ბედნიერი ვიყავი და ახალ წელსაც კარგი განწყობით ვხვდებოდი, მაინც ყოველთვის მაკლდა რაღაც არაჩვეულებრივი განწყობისთვის.
როგორც ახლა, სახლიდან მოშორებით, სულ სხვა ქალაქში. არასდროს მიფიქრია, რა იყო ის, რაც ასე მჭირდებოდა ახალ წელს. მხოლოდ ორმოცი წუთი გავიდა და ახალ წლამდე კიდევ ორი საათი და ხუთი წუთია დარჩენილი. იქნებ ნაზვის ხისთვის მიმეხედა. სახლიდან წამოღებულ ნივთებში ისეთი რამის ძებნა დავიწყე, რაც ოდნავ მაინც შეალამაზებდა ისედაც გაპუტულ, ნამცეცა ნაძვის ხეს. სხვათა შორის რამდენიმე სათამაშო ვიპოვე და ნაძვის ხემაც საახალწლო ელფერი მიიღო. ნუუ ცოტათი.. ჩემგან განსხვავებით. და მაინც, რაღაც მაინც მაკლია არაჩვეულებრივი განწყობისთვის.
ისევ ლეპროპთან მივედი და მუსიკა გამოვცვალე. Linkin Park – Lost In The Echo. ვიცი რასაც ფიქრობ, გეთანხმები, მაგრამ ზედმეტად ფიქრი იმაზე რომ ახალი წელი მოდის, მე კი არავინ მყავს, რომ თუნდაც მეკვლედ მოვიდეს, გულს მიმძიმებს და ისედაც შეკოწიწებულ ხასიათს მიფუჭებს. მე ხომ მოლოცვასაც ტელევიზორისგან ველოდები. ისევ სავარძელზე ვჯდები, ისევ ვეხვევი კოპლებიან პლედში და წიგნს ვიღებ. მძიმე მუსიკა აფორიაქებულ სულს მიმშვიდებს და თანაც წიგნს განსაკუთრებულად უხდება. ახალი წლის მოსვლას უკანა ფლანგზე ვწევ და წიგნის კითხვას ვაგრძელებ. ნეტავ აქამდე რატომ არ მომაფიქრდა. რავიკი სახლში ბრუნდება, შემდეგ კი მოროზოვს ყველაფერს დეტალურად უყვება. აი მე კი ისევ უკმარისობის შეგრძნება მაქვს და რაღაც მჭირდება საახალწლო განწყობისთვის.
რატომღაც წელს მომინდა, ეს ნამდვილი, სრულყოფილი ახალი წელი, მაშინ როცა მარტო ვარ და არავის მოსვლას ველი. ამჯერად ჩემი კუთვნილი ყავა ბოლომდე დავლიე და ცარიელი ჭიქა ფეხებთან დავიდგი. ჯერ კიდევ ერთი საათი და ჩვიდმეტი წუთი დარჩა. დიდი სიამოვნებით დავლევდი ახლა ერთ ჭიქა შავ ღვინოს. თუმცა ეს წინა ახალ წელსაც ვცადე და ეს გრძნობა მაინც არ გამიქარვა. რაღაც საშინლად მაკლია ახალი წლის შესაგრძნობად.
წიგნის კითვას ისე შევყევი დრო გამეპარა. საათს რომ ავხედე თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. წიგნი ისევ სავარძლის ფეხთან მოვათავსე. ავდექი, დასვრილი ჭიქა სამზარეულოს ნიჟარაში მოვათავსე და ფანჯარას მივუახლოვდი. შავი წყვდიადით მოცული ცა ნელ-ნელა სხვადასხვა ელფერს იძენდა. ფანჯარას მალევე მოვშორდი და ციცქნა ნაძვის ხესთან ჩავიმუხლე. მანამდე კი ტელევიზორი ჩართე, რომ იქ მაინც მომესმინა „გილოცავთ ახალ წელს“. იმედი გადამეწურა იმის, რომ ამ ახალ წელს მაინც მექნებოდა ის, რაც ყოველთვის მჭირდებოდა განწყობისთვის. ყველაფერი გუგუნებდა გარშემო. და აი დადგა კიდეც ახალი წელი, განწყობის გარეშე.
სწორედ ამ დროსაა ზარი კარზე. ვერ გეტყვით რა შეგრძნება იყო. ელდა მეცა. უბრალოდ ავდექი და კარი გავაღე. ვიღაც იდგა, ვიღაც უცნობი. „ახალ წელს გილოცავ უცნობო“. მეუბნება და თეთრ შოკოლადს მიწვდის. იცით რა ვიგრძენი? ბედნიერება, კმაყოფილება და არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა. ამისთვის მხოლოდ ვიღაცის მიერ მოტანილი თეთრი შოკოლადი ყოფილა საკმარისი. „მეც გილოცავ ახალ წელს უცნობი“ ვუპასუხე, შოკოლადი გამოვართვი და გზა დავუთმე, რომ სახლში შემოსულიყო.ესეც ნამდვილი საახალწლო დღესასწაული. მე, ვიღაც უცნობი, ციცქნა ნაძვის ხე და თეთრი შოკოლადი.



№1 სტუმარი Guest nata

Dzalian momconda , dzalian kargad aris agcerili personajis shanagani mdgomareoba, titkosda kvela shegrdzneba nacnobi da axlobelia .martlaa rom bednierebistvis sul more sitbo da siyvarulic sakmarisia

[quote=Guest nata]Dzalian momconda , dzalian kargad aris agcerili personajis shanagani mdgomareoba, titkosda kvela shegrdzneba nacnobi da axlobelia .martlac rom bednierebistvis sul mcire sitbo da siyvarulic sakmarisia ❤❤❤

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent