ახალი წლის არომატი
-როგორ ფიქრობ, ახალ წელს არომატი აქვს? -შენ რა ვერ გრძნობ? -რას? -ახალი წლის სურნელს -ჯერ ხომ ძალიან ადრეა -რატომ უკვე დეკემბერი დაიწყო -მითხარი -მგონი გაცივდი -რატომ? -ასეთ მძაფრ არომატს როგორ ვერ გრძნობ -თუ მეტყვი, იქნებ მეც ვიგრძნო -მოლოდინის სურნელი აქვს ახალ წელს -მოლოდინს სურნელიც აქვს? -დიახ, აი ის სურნელი მხოლოდ ამ დროს რომ შეიგრძნობა რამდენიმე წამით გავჩუმდი და მიხვდა რომ მისი არ მესმოდა -გგონია გავგიჟდი არა? -სულაც არა -კარგი აგიხსნი ღრმად ჩავისუნთქე და კიდევ ერთი ჩემთვის ალბათ გაუგებარი თეორიის მოსასმენად მოვემზადე -ყველას განსხვავებული, თუმცა მაინც რაღაცის მოლოდინის სურნელით ეჟღინთება ფილტვები ახალ წელს. ზოგს ერთი სული აქვს ქალაქს დააღწიოს თავი და განსატვირთად სოფელს შეეფაროს, ზოგი პირიქით ლამაზად მორთულ დედაქალში გამოქცევას ელოდება. ვიღაც თოვლს, ვიღაც საზეიმოდ გაშლილ სუფრას, ზოგიც უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან გატარებულ დროს მოელის. ამიტომ აქვს ახალ წელს მოლოდინის სურნელი -და შენ რას ელოდები? -მე? ირონიულად გაიღიმა და განაგრძო -მე ტკბილი მანდარინის პოვნას ველოდები. ხოო ნამდარინის სურნელიც დაკრავს ახალი წლის არომატს -სერიოზულად გკითხე - მეც სერიოზულად გიპასუხე -არავინ ელოდება ტკბილი მანდარინის პოვნას -მე ველოდები -კარგი, კარგი. კიდევ რის სურნელს გრძნობ? -იმედგაცრუების. იმ იმედის გაცრუების სურნელს ვგრძნობ, გასულ ახალ წელს რომ ჩამესახა და ახლა, რომ ვხვდები რამდენად არარეალური ყოფილა -მაგას მე უფრო ხშრად ვგრძნობ -ახალ წელს განსაკუთრებით მძაფრდება. თუმცა, ყოველ ჯერზე მაინც გვიჩნდება რაღაცის იმედი. კინაღამ დამავიწყდა, სიყალბის სურნელი. - ეგ რაღას ნიშნავს? -აი იმ ყალბი ხალხის მოლოცვების სურნელი, სულ რომ არ ვაინტერესებთ, არც კარგი წელის სურვება უნდათ, მაგრამ რაღაც ავალდებულებთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ სიყალბეს ჩვენს ყალბს პასუხებს ვუმატებთ და სიყალბის ეს მძაფრი არომატი ნესტოებს მიწვავს. -რამე ამ ქვეყნიურ არ ურევია მაგ შენს არომატს? -ყველაფერი ამქვეყნიურია. მთავარია როგორი ყნოსვა გაქვს. -ალკოჰოლი? -მცირე დოზით, თუმცა, მაინც არის -კიდევ? -რამე პოზიტიურის მოსმენა გინდა არა? დიახ, მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი თოთოეული სიტყვა ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, ამიტომ ზედმეტის თქმას მოვერიდე -თუნდაც ნეგატიურის -კიდევ... კიდევ ბანალურობის სურნელს ვგრძნობ. ყოველი ახალი წელი ერთმანეთის მსგავსია, სულელურად მორთული ქალაქი, ერთიდაიგივე კერძები სუფრაზე, დაბალი დონის ფოიერვერკები, კიდევ უფრო დაბალი დონის კონცერტები და ვალდებულება თქვა"გილოცავ" -არაფერი პოზიტიური არაა მაგ არომატში? -პოზიტივი? პოზიტივი ისაა, რომ ეს მხოლოდ ჩემი სურნელია და შენ ვერ იგრძნობ, როგორც არ უნდა ეცადო ვერ მიისაკუთრებ, როგორც არ უნდა დაბერო ნესტოეები, ახალი წლის ჩემი არომატი შენს სასუნთქ გზებში ვერ მოხვდება. არ არსებობს ახალი წლის 2 ერთნაირი არომატი. -რატომ ხარ დარწმუნებული? -რომელიმე იგრძენი ჩემი ჩამოთვლილიდან? კვალვ ჩემი დუმილი -დუმილი თანხმობის ნიშანიაო ხო? თუ როგორც ამბობენ. მე კი ვერასდროს ვიგრძნობ შენეულ არომატს -შენთან შედარებით ჩემი პასუხი ზედმეტად ბანალური იქნება -ცადე -ჩემთვის ახალ წელს ჯადოსნური არომატი აქვს, რაღაც მაგიური, სასწაულდამატებული. დღემდე ბავშვურად მჯერა ამის -ახალი წლის ჯადოსნური ღამე არა? ისე ჩაეღიმა, ვერ მივხვდი ირონია იყო, თუ უბრალოდ გულწრფელი ღიმილი -მე არ მითქვამს რომ ჯადოსნურია, არომატი აქვს ჯადოსნური -და ახლა გრძნობ მაგ არომატს? როგორ მინდოდა დათანხმება, თუმცა ვერ შევძელი ტყუილის თქმა -ჯერ ახალ წლამდე ადრეა. 31 დეკემბრის საღამოს აუცილებლად ვიგრძნობ -და შენ მართლად გჯერა ამის? -რატომ არ უნდა მჯეროდეს? არადა მართლა დავეჭვდი. აქვს კი ახალ წელს ჯადოსნური არომატი? თუ როგორც მან თქვა იმედგაცრუების და სიყალბის სურნელია რეალობა -დაეჭვდი არა? ესეიგი ახალი წლის შენეული არომატი ჯერ არ გიპოვნია. რომელსაც მუდმივად იგრძნობ ნესტოებიდან ფილვებამდე და ისე გაიჟღინთები, რომ უბრალო გიჟის ნათქვამი ვერ დაგაეჭვებს. -ესეიგი უნდა ვიპოვო? -აუცილებლად -რომ ვერ ვიპოვო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.