“my dreams boy”
მზე საოცრად თბილად და განსხვავებულად ანათებდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, ემოციები ბობოქრობდნენ სულში. 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ის დავინახე... თითოეული წამი მახსოვს იმ სასწაული დღიდან... ახლა კი არ ვიცი რატომ, უბრალოდ მომინდა დამეწერა ჩემს „dreams boy“-ზე დაახლოებით 6 ხდებოდა როცა გავიღვიძე და აფორიაქებული ვემზადებოდი. უნივერსიტეტის პირველი დღე იყო, გრძნობებისა და ემოციების ბუმი მთელი დილა არეულობაში გავატარე. სახლიდან გამოსული ჯერ უგზო–უკვლოდ ვბორიალობდი და ვცდილობდი ემოციები მომეთოკა. არ ვიცი რატომ, თუმცა ფაქტია ეს დღე ჩემში გარკვეულ შიშსა და ახლის მოლოდინს იწვევდა, ალბათ იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი იყო მომავლისკენ გადადგმული და ველოდებოდი რაღაც სასწაულს. უნივერსიტეტის ეზოში შესული ყურადღება ერთმა პიროვნებამ მიიპყრო (ახლაც კი ამ დღის გახსენება ჟრუანტელს მგვრის...), წვერები ჰქონდა ზუსტად ისეთი მოყვანილობის როგორც ჩემს serj–ს... მუქი მელნისფერი შარვალი, პერანგი და კედები ეცვა... დავინახე და ვიგრძენი რაღაც შეიცვალა ჩემში, რაღაც ისე ვეღარ იყო როგორც უწინ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიცნობდი კიდეც, თუმცა ნაცნობთა შორის ვერავის ვამსგავსებდი... წამიერად შევცბი, ემოციების გაკონტროლება გამიჭირდა... კითხვები, უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვები მიტრიალებდა თავში. ნუთუ ის არის? განა შეიძლება ასეთი რამ? შეიძლება წარმოსახვაში არსებული ადამიანი რეალობაში იპოვო? თუმცა რატომ მიკვირს? განა ასე არ ვიპოვე ნინიც? ადამიანი, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა, მმატებდა ძალას, მოგვიანებით რეალურ სამყაროშიც აღმოვაჩინე. მაშინ სულმა იგრძნო ეხლა კი გული გრძნობდა გაოგნებული ვუყურებდი და გამბედაობა არ მყოფნიდა მასთან მისვლის... მიჭირდა დაჯერება რომ მართლა ვიპოვე... საბოლოოდ კი ჩემს ემოციებთან და მეორე მესთან ბრძოლაში გავიდა საკმაო ხანი და აუდიტორიაში ასვლისა და კურსელების გაცნობის დროც მოვიდა... მივდიოდი, მაგრამ მაინც ჩემს „წვერებიანზე“ ვფიქრობდი. მალევე ვიპოვე კურსელები, გავიცანი, ცხრილსაც მივაგენი და ახალგაცნობილებთან ერთად წავედი აუდიტორიისაკენ ჰერი–ჰერით . აუდიტორიაში შესვლისთანავე ყურადღება ფანჯარასთან მდგომმა ნაცნობმა სილუეტმა მიიპყრო. ის იყო... თითქოს ბედისწერა მეთამაშებოდა... დარცხვენილმა წავედი ცარიელი მერხისაკენ და მორცხვად მოვკალათდი. ვერავის ვამჩნევდი და ვერავინ მამჩნევდა... ლექცია ისე დაიწყო და დასრულდა მისთვის თვალი არ მომიშორებია... მაინც ვერ დავძლიე შიში და ვერაფრით გავბედე მისვლა რათა გავცნობოდი. იმ დღეს მხოლოდ მისი სახელი გავიგე, მაგრამ ჩემთვის მაინც ჩემ წვერებიან ბიჭად დარჩა !! იმ დღის შემდეგ 3 წელია გასული, მე კი მისი დანახვისას ისევ ისე ვიბნევი და ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ... კითხვებიც ისევ მაწუხებს ოღონდ სახეცვლილი და კვლავაც პასუხ გაუცემელი. 3 წლის მანძილზე არაერთხელ შევხვედრილვარ, თითქოს რაღაც გრძნობის მაგვარიც კი გაჩნდა ჩვენს შორის, მაგრამ ამ გრძნობამ როგორც ჩანს ფესვები მხოლოდ ჩემში გაიდგა, მისთვის კი მხოლოდ მოწონებით შემოიფარგლა მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც რჩება ჩემს “dreams boy”–დ !! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.