შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ბოლო


12-12-2016, 13:20
ავტორი შო თა
ნანახია 1 485

იწვოდნენ...[/center]იწვოდნენ ნელა და ჩუმად...აალებული ბოლოებიდან თითქოს ბრაზს და სიმშვიდეს ერთად აფრქვევდნენ;თითქოს გაბნეულ კვამლში ერთდროულად იკითხებოდა სიხარული,სევდა,კაეშანი,ძრწოლა რაიმესადმი ან კიდევ სხვა,რაღაც ამოუცნობი...რაღაც ისეთი,რისთვისაც ჯერ ჩვენს გონებას სახელი არ დაურქმევია,თუმცა კი ყველამ ვიცით,რა არის ეს „რაღაც“ და გავურბივართ....ისე,თითქოს მოგვსდევდეს,ისე,თითქოს ახლოს იყოს,ისე,თითქოს ვერსად დავემალებოდეთ.....
ისევ მოციალე,სტაფილოსფერ-ყვითელი ბოლოები და ისევ დაჭერილი მობრდღვიალე სიკაშკაშე,თითქოს მათ ხატებას სადღაც ეჩქარებოდეს,თითქოს რაღაცისკენ ილტვოდეს,თითქოს რაღაცას გაურბოდეს.....
მხოლოდ ისინი.ორი,ერთმანეთში გადახლართული ასანთის ღერი,მათი მიყრდნობილი ფოსფორიანი ლურჯი თავები;მათი გადაჭდობილი,ჩამომხმარ მცენარესავით გალეული,წვრილი ხელები და მეტყველი თვალები,აქეთ-იქეთ რომ აცეცებენ...მათი იდუმალება,რომელიც სუდარასავით აქვთ მოსხმული და წამი;სწორედ ის,რომელიც ახლახანს დავიჭირე....ასანთი ჩვენს თავს მაგონებს,არა მარტო ადამიანს,არამედ ეგზისტენციალურ ფუნდამენტს,რადგან არარსებობს მხოლოდ - ან +,ისინი განუყრელნი არიან;ერთნი,ორი სხვადასხვა მხარით,როგორც დაჟანგებული მედალიონი გაკრიალებული მეორე ნაწილით;თითქოს ორი ასანთის ღერია ბაზისი,მოიცავს იმას,რაც ყველას გვაერთიანებს:სიცოცხლეს,სიკვდილს,ყოფნა-არ ყოფნას,ავ-კარგს და მრავალ სხვა ანტონიმს,რომელიც ერთ დიდ ქილაში სამყაროს მამოძრავებელ ძალად იღვრება....არ ვიცი,რამდენად რეალურია ეს სურათი,იქნებ სიზმარში ვარ და ყველაფერი მეჩვენება,მაგრამ,დაე ვიყო გიჟი;მე ვხედავ,როგორ ეხუტება ერთმანეთს ორი ასანთის ღერი,მიაპყრობენ მიმქრალ თვალებს და ერთ-ერთი მათგანი სასიცოცხლოდ აუცილებელ მბჟუტავ ნაპერწკალს მეორეს გადასდებს,რათა ამ უკანასკნელმა იარსებოს;ვითომ არაფერი,ერთმა ასანთის ღერმა,სწორედ იმან,ლურჯი თავი რომ წასძვრა,გაუხმა და ქარმა მიმოაფანტა ყვავილებს,მეორეს ხელებში დალია სული;და,საერთოდაც,“ასანთის ღერები არ კვდებიან“,მაგრამ ამ სურათმა იმდენად შემძრა,გამოღვიძება ვცადე წარმოსახვითი სიზმრისეული ბურუსიდან.ვხედავ ალიონს,რომელიც სცენაზე ნელ-ნელა იპარება,ღამის ცას ღია ცისფრად ღებავს და ირონიულ ღიმილს გაუფერულებულ მნათობებს აპენტავს.ცოტაც და გათენდა.ჰორიზონტიდან მზე ამოიჭრა თავისი ელვარებით და ცისკიდურზე გაერთხა;მისი სხივები თვალს მჭრიან.ვფიქრობ კი არა,მეფიქრება იმაზე,რაც ცოტა ხნის წინ დავინახე...ამაოებაზე,რაც ორმა გაერთიანებულმა სულმა განმაცდევინა;ახლა ისინი აღარ არსებობენ,მათი სხეული დაიფხვნა,აიდღვიბა შინაგანი სამყაროც,თუმცა ისინი იმიტომ შეიქმნენ,რომ ამაოებასა და არსებობის უაზრობაში ვინმე სხვა დაერწმუნებინათ...ვარსკვლავები იყვნენ,რომლებიც იმიტომ კვდებიან,რომ მათმა გაბნეულმა მტვერმა ახალ სიცოცხლეს დაუდოს საფუძველი...
მანათობელი წერტილები.
ერთი სხეული.ორი ბოლოთი;ან,იქნებ თვითონაც იყვნენ ბოლოები????
ორი ბოლო,რომელიც ბოლოს ერთმა ბოლომ შთანთქა-ამაოებამ....



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი შო თა

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent