შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორტრეტი


13-12-2016, 09:56
ავტორი Lex
ნანახია 2 122

შენს პორტრეტს ვხატავდი.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მხოლოდ ტანსაცმლის ფერი ვერ შეგირჩიე...
მანდ გავჩედრი
ბევრჯერ შევცვალე
არ ვიცოდი რა ფერი ამეღო
წითელი, მწვანე, ნაცრისფერი... როგორც იქნა ავირჩიე ფერი და დავმშვიდდი.
პორტრეტს ზურგი შევაქციე, მორჩა! დავამთავრე, მაგრამ უცებ მხრები დამეწვა, ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი, როგორც მზეზე გარუჯვის დროს... ისევ შევცვალე ფერი... მართლა ვეღარ ვარკვევ რომელი?! წითელი... მწვანე... ნაცრისფერი... ამჯერად საბოლოოდ შევცვალე, ამოვირჩიე როგორც იქნა და დავდუმდი...
ჩამობნელდა...
კედელში დატანებული პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ოდნავ ეცემა ოთახის შუაგულში მდგარ მოლბერტს. იქიდან ირეკლება ფერები... ზოგან წითელი... ზოგან მწვანე... ზოგან ნაცრისფერი.... დღისით კი მთვარის შუქის ნაცვლად გისოსებიდან ცის პატარა ნაგლეჯი ჩანს, მზის სხივიც არ აღწევს მრგვალ კედელში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან ....
იდგა მოლბერტი შუაგულ ოთახში და ელოდა პორტრეტი დასრულებას. მე კი ვცვლიდი და ვცვლიდი ფერებს... წითელი, მწვანე, ნაცრისფერი... ასე იყო დაუსრულებლად გრძელდებოდა და არც მბეზრდებოდა... მერე ერთ დღესაც წარღვნა მოვიდა, წვიმის თქეშმა სულ ჩამორეცხა ტემპერა.
ახლა იქ შენი პორტრეტი აღარ ჩანს, მხოლოდ შერეული ფერებია შერჩენილი... ტილოზე კი მაინც მოსჩანს წითელი... ზოგან მწვანე.... ზოგან ნაცრისფერი..
Lex 2013 წლის 20 ივლისი, შაბათი
პორტრეტი



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent