შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუტეველი ცოდვა


17-12-2016, 19:55
ავტორი ფერია
ნანახია 1 357

მტკივა ,ძალიან მტკივა გული . არა ,გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ . შიგნიდან ცარიელდება და ვგრძნობ ყოველივე ამას . ძნელია ,როდესაც გულს ერთი დიდი ნაწილი მოსწყდება და შესაბამისად პატარა ნაფლეთებად იქცევა,შემდეგ კი საბოლოოდ გაქრება .
არადროს დაუთმოთ უღირს ადამიანებს გულში ადგილი ! ისინი წავლენ ,მიგატოვებენ ,დაგივიწყებენ და სწორედ ასე ცარიელდები შენც. სულ ბოლოს კი გამოფიტულ,გადამწვარ საგნად იქცევი.არვის ძალუძს ასეთი ტკივილების დამოუკიდებლად აღმოფხრვა . მხოლოდ და მხოლოდ დროს ,როგორც იტყვიან ხოლმე ის ყველაფრის მკურნალია.მე კი ამისაც აღარ მჯერა ...
ნუ ამყარებთ დიდ იმედებს !
ისინი მაინც მიგატოვებენ .
* * *
კაფის კუთხეში ვზივარ,მივირთმევ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს და განუყრელ ატრიბუტს,დღიურს დავცქერი. შემოდგომაა ,ჩემი საყვარელი სეზონი. ხშირად ამბობენ ,რომ მარტია ყველაზე გიჟი,მერყევი თვე . მე კი საზოგადო აქსიომას ვერ ვეთანხმები და შემოდგომის სამივე თვეს ვაკუთნებ გადარეულის ტიტულს .
გულს მძიმე ფიქრი მიჩქარებს. მინდა ჩემს დღიურს გავანდო ის , რის თქმსაც ხმამაღლა ვერ ვბედავ. უბრალოდ არ შეიძლება . ვმერყეობ ,არ ვიცი რა ვქნა ... საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე .
დავფიქრდი...
-ნეტავ რა იქნებოდა საერთოდ რომ არ შევხვედროდი?პასუხი არ არის .
თვალზე ცრემლი მომადგა .
მგონია ზუსტად ახლა ,მხოლოდ და მხოლოდ მე მინდა ვიტირო ყველაზე ხმამაღლა . იქნებ ვინმემ გაიგონოს,მოვიდეს და უსიტყვოდ ჩამიხუტოს.
რა ვქნა ,ამ ცოდვას ვეღარ იტევს ჩემი სხეული. მინდა ვიღრიალო ბოლო ხმაზე და მთელი მსოფლიოს სმენის ობიექტი გავხდე . იმდენს ვიტყოდი...ნეტავ.
საბოლოოდ დავძლიე შიში,ფრთხილად გადავშალე დღიური და დავწერე ერთადერთი წინადადება :
შენ არსებობ ჩემში !



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი lilearchvadze:)

აუ მართლა რა კარგად წერ :"(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent