არა-საბედისწერო შეცდომას
ცივი ჰაერი, წვიმის სურნელი და თვალუწვდენელი ცის თაღისკენ მიპყრობილი სევდიანი მზერა. უზღვავია მისი სიძულვილი ქვემოთ გადაშლილი ნაცრისფერი ქალაქის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ იქ სიყვარულის, ერთგულების და გულწრფელობის მუდმივი დეფიციტია. მისთვის სამყარო ერთი უზარმაზარი პრობლემების ზარდახშაა, სადაც ბედნიერება ყოველთვის გაურბის. რაც თავი ახსოვს ასე იყო, ასე არის, მაგრამ დღეიდან ასე აღარ იქნება. დღეს ყველაფერი დამთავრდება. საბოლოოდ . . . ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავი მის თმებში ალერსიანად დაიარება, თითქოს თხოვს ამ გადაწყვეტილებაზე ხელი აიღოს, თუმცა პოზიცია კვლავაც ურყევია. რამდენიმე ნაბიჯი წინ . . . ჰაერს ღრმად ისუნთქავს, შეიძლება ბოლოჯერაც, თუმცა არა . . . უკნიდან რაღაცას გრძნობს, უფრო სწორად ვიღაცის დაჟინებულ მზერას. არ იყურება... ალბათ იმიტომ, რომ მისთვის ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთია. მერე ეს მოძრავი ობიექტი გვერდით უდგება და გამომცდელად უყურებს. ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუმეა გამეფებული, რომელსაც მხოლოდ ხანდახან თუ არღვევს ქვემოთ მოასიარულე ავტომობილთა გაბმული სიგნალები. -კიდევ ერთი სუიციდის მცდელობა -მოულოდნელად ლაპარაკს იწყებს ახლადმოსული და სახურავის კიდესთან მდგომ გოგოს თვალს არ აშორებს -რა გარანტია გაქვს რომ მხოლოდ მცდელობა? -სიმართლე გითხრა არანაირი. და შენ რა გარანტია გაქვს იმის, რომ შენს გამო ვინმე ცრემლს დაღვრის? გიფიქრია რა დარჩება იმის მერე, როცა ამქვეყნიდან წახვალ? იქნებ სრულიად არავინ გაგიხსენოს? გოგო თავს ატრიალებს და ამ ხნის მანძილზე უცნობს თვალებში პირველად უყურებს. გულს საკმაოდ უსიამოვნოდ ხვდება მისი სიტყვები, პულსაცია უხშირდება და მთელ ტანზე ეკლები აყრის. -წადი აქედან. ვინც არ უნდ იყო -მისი მზერა კვლავ ქალაქის ხედს უბრუნდება, შემდეგ კი თვალებს ხუჭავს -სანამ ყველაფერს დაასრულებ შენთან ერთი წინადადება მაქვს -რა წინადადება? -გაკვირვება მატულობს გოგოს გულში და ბიჭის ნაცრისფერ თვალებს გაოცებული სახით უყურებს -შევეცდები გადაგარჩინო, უბრალოდ მომისმინე -არ მინდა, რომ ვინმემ გადამარჩინოს! -მე კი შენთან დალაპარაკება მინდა. მხოლოდ სამ კითხვას დაგისვამ, შენ პასუხს გამცემ მერე კი თავად გადაწყვეტ ღირს თუ არა იმის გაკეთება რის გამოც აქ ამოხვედი -არამგონია აზრი შემაცვლევინო -უბრალოდ მომეცი საშუალება . . . გთხოვ . . . -კარგი თანახმა ვარ -თავისდაგასაკვირად დადებით პასუხს ამჯობინებს იგი -მშვენიერია -ბიჭი წამით ჩუმდება, შემდეგ კი ისე იწყებს ლაპარაკს, თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ესაუბრებაო -წარმოიდგინე შენი თავი ათი წლის წინ. ალბათ დაახლოებით ხუთი, ექვსი წლის იქნებოდი. მითხარი რას გრძნობ? -მხოლოდ სასიამოვნო მოგონებს, მაგრამ ეს ხომ ასეც უნდა ყოფილიყო? ბავშვობაში ყველა ბედნიერია, ყველა უდარდელი თვალით უყურებს სამყაროს და არც ტკივილს განიცდის -ასე არაა. ცდები. ეს მხოლოდ მათი შეხედულებაა ვისაც ცხოვრების ეს ეტაპი ტკბილად აგონდება, მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ რომლებისთვისაც სამყარო არასოდეს ყოფილა ზღაპრების გაფერადებული სამოთხე. შენ ამ მხრივ გაგიმართლა. -ალბათ -გოგო კვლავ ჰორიზონტს უყურებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს -იცი, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებიდან უბედური იყო ზე არასოდეს იფიქრებს? -რატომ? -იმიტომ, რომ თავის სირთულეებით სავსე ცხოვრებას შეგუებულია, ეს მისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა და მეტი არაფერი. მაგრამ, როდესაც პიროვნება ბედნიერია და მოულოდნელად უბედურება ეწვევა მას ვერ უძლებს, არ შეუძლია გაუმკლავდეს, ამიტომ მარტივ გზას ამჯობინებს. შენც ასეთი ხარ, სუსტი, მშიშარა და სულსწრაფი. განებივრებული თინეიჯერი ხარ, ვისაც ჰგონია, რომ თუ ამ საბედისწერო შეცდომას დაუშვებს მის გამო სამუდამოდ იგლოვებენ. ვიცი ამით იმ ხალხზე ცდილობ შურისძიებას ვინც გაწყენინა, მაგრამ რა? შენ თავზე თუ იფიქრე? ჯერ ხომ პირველი სიყვარულიც არ გამოგიცდია? წარდმოდგენა მაინც თუ გაქვს ეს რა სასიამოვნო გრძნობაა? როცა მისი მოახლოებისას შენი გულისცემა წყობიდან გამოდის, როდესაც მის მზერაზე ჭკუას კარგავ და ყოველი შემოხედვა პატარა ბავშვივით გაბნევს? -ამას რატომ მეუბნები? -თვალები უწყლიანდება გოგონას -მე ბედნიერებაზე გესაუბრები. შენ კი ასეთი წუთები უკვე საკმარისად გაქვს შეგროვებული. იცი, რომ ზოგ ადამიანს მსგავსი არაფერი აგონდება? ესეიგი შენ მათზე ერთი ნაბიჯით წინ ხარ. ეს გრძნობა საკმაოდ ბევრჯერ გაქვს განცდილი. განა ღირს ცხოვრების დათმობა მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც პატარა დაბრკოლებას შეეჩეხე? -შემდეგი კითხვა! -ჰო რა თქმა უნდა -ღიმილით აგრძელებს ბიჭი და კვლავ წინ იყურება -რას გრძნობ ახლა, როცა სახურავის კიდესთან დგახარ? გეშინია არა? შენი რაღაც ნაწილი ძრწოლას განიცდის და გონების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება -ჩემი შიში იმოდენაც არ არის, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანო -ყოყმანით ამბობს და ქვემოთ გადაშლილ სივრცეს გაფართოებული თვალებით დაჰყურებს -არის და ამას შენი მზერაც მეუბნება. ეჭვებში ხარ და იცი რატომ? გულის სიღმეში ჯერ კიდევ გაქვს იმედი. მომავლის იმედი. შეიძლება ეს მომავალი იმაზე ლამაზი იყოს ვიდრე შენ გგონია, მაგრამ მას ვეღარ ნახავ თუ იმას გააკეთებ რასაც ახლა აპირებ -ერთი კითხვა დაგრჩა! წამით დუმილი ჩამოწვა. შემდეგ ისევ ბიჭმა განაგრძო. -ნუთუ იმდენად სულელი ხარ, რომ ამ ყველაფერს დათმობ? შეხედე რა ლამაზი ცაა, მზეც ამოდის, მალე მისი სხივების სითბოსაც იგრძნობ. რომ დაღამდება ცაზე ვარსკვლავები აკიაფდებიან. მხოლოდ მათი ყურებითაც შეიძლება გულში სიხარული ჩაინერგო. ეს სამყარო საოცრებებითაა სავსე, ცხოვრება კი ძალიან ხანმოკლეა. გითხრა შენ რას აკეთებ? -რას? -მას უფრო ამოკლებ, შენი ნებით და შენი გადაწყვეტილებით, თანაც ისე რომ ამისთვის მზადაც არ ხარ. შენთვის ცხოვრება ახლა იწყება, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს, გთხოვ ჩამოდი -უცნობი გოგოს ხელს უწვდის და თვალებით ევედრება მის ნებას დაჰყვეს. რამდენიმე წამით სრული მდუმარება ისადგურებს. თითქოს ქარიც კი დუმდება, იმ მიზეზით, რომ მშვიდად დააკვირდეს რა მოხდება ზუსტად ახლა, ზუსტად ამ ადგილას. მერე კი. . . . მერე უეცრად გონებაში, გულში, და აზრებში გარდატეხა ხდება . . . ეს გრძნობა თანდათანობით ძლიერდება და საბოლოოდ ასეთი შედეგი მოაქვს-გოგონას გაყინული თითები ბიჭის აცახცახებულ მარჯვენაში იხლართება. ხოლო რაც შეეხება იქვე მოხეტიალე სიკვდილის აჩრდილს-იგი თავჩაღუნული და დამარცხებული მიუყვება გზას წყვდიადისკენ . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.