შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ ვერის პარკში


21-12-2016, 09:57
ავტორი Lex
ნანახია 1 550

...ერთხელ ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლის უკან, ეკლესიიდან ამოსასვლელ გზასთან გოგონა ჩამომჯდარიყო... მწუხარე, გაფითრებული სახით, თვალები სადღაც გაშტერებოდა... დროდადრო მის წინ მდგარ ბიჭს ახედავდა წყლიანი თვალებით...
ბიჭი კიდევ, თუმცა უკვე აღარც იმდენად ბიჭი, ისეთი სახით დაჰყურებდა... ,,ხო ვიციო რა დღეშიცა ხარო, მაგრამ აბა მე რა გითხრაო, რა შემიძლიაო, თავს ზევით ძალა არ მაქვსო, როგორმე ამ პრობლემას უნდა მივხედოთო’’... სწორედ ასეთი სახის გამომეტყველებით იდგა... იდგა დაჰყურებდა, როგორც ისე ბევრ ქართველ ,,ვაჟკაცს’’ სჩვევიათ, სიყვარული, რომ უნელდებათ საყვარელი ადამიანის ორსულობას, რომ შეიტყობენ...
სული ამიწრიალდა მათი შემხედვარე... თუმცა მე ვინ მეკითხებოდა, ან იქნებ სულაც მე როგორც ვიფიქრე ისე კი არა, სულ სხვანაერად იყო საქმე, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე გვერდით ჩავუარე, მოვბრუნდი თუ არა, კარგი გამოცდილი მკითხავივით, გოგონას პირდაპირ სახეში მივახალე: ,, - თქვენ ძალიან, ძალიან, ლამაზი შვილი გეყოლებათ, თეთრი ნათელი სახით, ცნობილი და წარმატებული იქნება, იამაყებთ მისით!’’ - ისე სწრაფად ვაქციე ზურგი, რომ ვერც კი მოვასწარი მათი რეაქციისათვის შემეხედა...
სიხარულით მივფრინავდი, ასე მეგონა მიწას ფეხს არ ვაკარებდი... მოვდიოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ერთ პატარას სიცოცხლე ვაჩუქე...
... იქნებ მართლაც...
LEX·2015 წლის 30 დეკემბერი, ოთხშაბათი



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ვერა
უჰ
როგორმომეწონა ესეც ^-^

 


№2  offline წევრი Lex

გმადლობთ :)
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent