გალაკტიონ ტაბიძე - თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო სული მევსება თოვლით დღეები რბიან და მე ვბერდები ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მზოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ,ასეთია ჩემი ცხოვრება იანვარს მოძმედ არ ვეძნელები მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები ძვირფასო ვხედავ.. ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს,ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლის მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა თოვს ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.