შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

life!


28-12-2016, 16:46
ავტორი Likk Red
ნანახია 1 491

სიბნელეში მიმავალს ჩურჩულის ხმა მოესმა. წარბი არ შეუხრია, არც გაჩერებულა და არც გარემო დაუზვერავს. მიდიოდა და იცოდა, წინ უფრკრული, რომ ყოფილიყო, მაინც არ გაჩერდებოდა. მიისწრაფვოდა რაღაცისკენ. სახელს არ აჟღერებდა, არც ხმამაღლა და არც მის გონებაში. იცოდა, თუ ამას ხმამაღლა იტყოდა შიში შეიბყრობდა. იფიქრებდა, მეორე მეს შეეკამათებოდა, ბოლოს გადაიფიქრებდა და ვერც ამჯერად მიაღწევდა წადილს. არადა უნდოდა. ძალიან უნდოდა.
სიამოვნებდა მთვარის შუქზე, ცარიელ ქუჩაში სეირნობა. ის გრილი სიოც სიამოვნებდა, სახეზე რომ ელამუნებოდა. ფოთლების შრიალს ყურს უგდებდა და გონებაში იბეჭდავდა ხმას, რომელიც მალე აზრსაც დაკარგავდა. რატომ? ვერ ვიტყვი ხმამაღლა, მისი შეშინება არ მინდა.
ახსენდებოდა ბედნიერი წამები, რომელიც ხანმოკლე იყო. მისთვის ბედნიერება არ იყო ის, რაც უხაროდა სხვას. მას მხოლოდ ერთი ახარებდა, რომელიც აღარაა. აღარაა, იმიტომ, რომ უფსკრულის გზას მიაგნო, იმ გზას, რომელსაც ახლა ეძებს, მან აჯობა, მან დაასწრო.
გულნატკენია? არა... არა, ის უბრალოდ იმედგაცრუებულია იმ ცზოვრებით და ბედით, რომელიც მას ერგო წილად. გგონიათ არ ყავს მშობლები, ან მეგობრები? ყავს, როგორ არა. არ აქვს ფული? აქვს, როგორ არა... ყველაფერი აქვს/ყავს, გარდა ერთისა და ამ ყველაფერს, ის ერთი ურჩევნია, რომელიც აღარაა.
ალბათ ფიქრობთ, რომ უყვარს, ის ვინც აღარაა, მაგრამ ასე არაა, რადგან სიყვარულის არ ჯერა. უბრალოდ ის იყო ის ვინც იყო. მისთვის ყველაფერი იყო, თან არაფერი. იყო მზეც და მთვარეც, ცაც და დედამიწაც, მაგრამ ამასთან ერთად არც იყო. ალბათ გიჩნდებათ კითხვა ვინ იყო? ამაზე პასუხი ერთია: ის იყო ვინც იყო, ანუ ყველაფერი, თან არაფერი.
მის გახსენებაზე ეღიმება და სიახლოვეს გრძნობს. თითქოს მალე თვითონაც აღარ იქნება და ორივე ერთად აღარ იქნებიან. ამის გაფიქრებაზე არ კრთება, უფრო ეღიმება და წამით ბედნიერდება, მაგრამ ეს გრძნობა მალევე ქრება, ისევე, როგორც მთვარის ნათება.
შავი ღრუბელი ჩნდება. ისეთი შავი, რომ სიბნელეშიც ძლიან, ძალიან შავია, მაგრამ უცებ, რაღაც იკლაკნება, წამით ნათდება, შემდეგ ისევ ქრება. ხმა კი გონებაში იბეჭდება, ისიც უაზროდ.
ამ ყველაფერზე ისევ ის ახსენდება, ვინც აღარაა, რატომ? მისთვის ის ხომ ყველაფერია, ის შავი ღრუბელიც და ნათებაც, მაგრამ თან არაა, უცნაურია არა? მაგრამ ის ვინც აღარაა, ისიც ხომ ასეთი იყო, ამოუცნობი და იდუმალი.
არ იცის, როგორ, მაგრამ მასში ის ცზოვრობდა, ვინც აღარაა. თითქოს უფსკრული სწორედ ის იყო და ისიც სწორედ იქ გაუჩინარდა, ერთი იყვნენ, მაგრამ ის იყო, ის კი აღარაა.
გული უჩქარდება, ხმა ესმის ტალღების, რიტმულად და ყოველ წამს უფრო იმატებს. ისმის წკარუნიც, წვიმა იწყება, ცა ნათდება და საზარლად იკლაკნება უსასრულობაში. სიოც უბერავს, ფოთლების შრიალი ემატება ყველაფერს. მუსიკასავით ჩაესმის ყველაფრის ხმა.
ბედნიერია წამით, რადგან იქ არის, სადაც ბოლოს ის იყო, ვინც აღარაა. უახლოვდება უფსკრულს, იხედება სიბნელეში და მას ხედავს, ვინც აღარაა, ისევ ბედნიერია, იმიტომ, რომ მიაგნო და გაიმარჯვა.
ზურგით დგება, უყურებს მისივე გავლილ გზას და ითვლის ბედნიერ წამებს.
1... 2... 3... და ყველაფერი რჩება.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent