შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გოგო...


29-06-2016, 02:38
ავტორი keso11
ნანახია 2 000

წყვდიად-უკუნ სიბნელეში მიაბიჯებს ერთი გოგო,
ერთდროს ლაღი;
ვეღარ ხედავს მის გარშემო რა ხდება და რაა მრუდე
რაა კარგი;
თვალახვეულს,გზააბნეულს ერთი ფიქრი უტრიალებს
ახლა თავში:
-წავალ,აღარ დავბრუნდები,წავალ ყველას გავექცევი!
ამბობს ის და ამბობს ქარიც!
ერთი გოგო მიდიოდა ღამით წყვდიად სიბნელეში-
ნარ-ეკალ და ეკალ-ბარდში,
ფეხის რბილი ტერფებიდან დამჩნეოდა დედამიწას
მონაჟონი სისხლის კვალი;
გარბის,გარბის თავს არ ზოგავს,უნდა წყალმა მოაშოროს
დამძიმებულს ჭუჭყის კვალი;
უნდა დრო რომ დააბრუნოს,უნდა იყოს ისევ ლაღი,
ლაღი ბავშვი;
უნდა იყოს ისევ ბავშვი,რომ დედიკოს ჩაეკონოს,
დაუკოცნოს თვალ-წამწამი;
უნდა ისევ გაახაროს და მიუძღვნას ენძელების და იების
მთელი ბაღი;
უნდა დროის გაჩერება დააბრუნოს იწუთები სანუკვარი
და ის წამი...
დრო კი გარბის,ის არ გიცდის...აი მოსჩანს მთვარის
შუქზე გოგოს ლანდიც;
სხვას ვერ ხედავს,გზას ვერ ხედავს,ერთადერთი რასაც
ხედავს იქით გარბის;
მაგრამ მაინც ვიღაცაზე,რაღაცაზე ეფიქრება..თუმცა გარბის
ისევ გარბის...
ჰა,ვაიმე იკარგება გოგოს თმები,გოგოს სუნთქვა
გოგო ლაღი...
და რა მოხდა?ვეღარ ვხედავ...გოგო ღმერთმა ჩაიხუტა,
დიდმა ღმერთმა...ის აქ არის
ის აქ არის-ისევ ლაღი,ისევ ბავშვი..ლაღი ბავშვი!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent