შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ შენ თუ გიფიქრია ამაზე


30-12-2016, 02:26
ავტორი nimi
ნანახია 1 599

არმინდა ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით შევხვდეთ და მითხრა რომ მოგენატრე, რომ ნეტა ყველაფერი ახლიდან დაიწყოს და რომ ერთი შანსი კიდევ არსებობდეს. არმინდა თვალებში მიყურო და გულიდან ამომგლიჯო კუთხეში შეფუთული გრძნობა რომელიც არასდროს დამვიწყებია თუმცა დავაპაუზე ნაცვლად წაშლისა. არმინდა ის ჩემთვის მშვენიერი ეტაპი გააგრძელო, ალბათ იმიტომ რომ უარესის მეშინია, თუმცა უარესი რაღაა იმაზე რომ ჩემს სიყვარულს სწორად ვერ შეხედე . არმინდა ყველაფერი გაგრძელდეს თუმცა ამ სიტყვებით თავს ვიტყუებ, სინამდვილეში მინდა. იცი ღამით დავსეირნობ ხოლმე და როდესაც ლამპიონის ქვეშ გავივლი ქვემოთ ვიყურები შენს ჩრდილს წარმოვიდგენ , როგორ მომყვები ჩუმად უკან და მიცავ მაგრამ ესეც მთავრდება როგორც ჩვენი სიყვარულის ამბავი თუმცა ჩვენი არა ჩემი-ჩემი სიყვარულის. წარმოვიდგენ ხოლმე სადმე კუთხიდან როგორ გამოდიხარ და ნელა მოდიხარ ჩემკენ. რას არ გავიღებდი ამ პატარა თუმცა ჩემთვის გაუზომავი ბედნიერებისათვის. ვიცი რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, სხვანაირად ვერც ავხსნი რატომ არ გამოგვივიდა . ალბათ უკეთესს ვიმსახურებთ ორივე, მაგრამ იქნება კი უკეთესი? განა არის რამე უკეთესი? ჩემთვის არა! ნეტავ შენ თუ გიფიქრია ამაზე? ალბათ გიფიქრია.როგორ მინდა ერთხელ შემთხვევით შევხვდეთ , მაინტერესებს როგორ მოიქცევი ამდენი ხნის შემდეგ . მე ამაზეც მიფიქრია იცი? და ზუსტად ვიცი როგორც მოიქცევი.იმაზეც მიფიქრია რომ შეგიყვარდე ნეტავ მე რას ვიტყოდი ამდენი წლის შემდეგ? ეგ უკვე აღარ ვიცი მაგრამ ალბათ გეტყოდი რომ ყველაფერი დამთავრდა და არაფერი გამოვა, ნეტა რას გააკეთებდი? ჩემსავით ხელს ჩაიქნევდი და ჩუმად გააგრძელებდი სიყვარულს თუ იბრძოლებდი, რაც მე ვერ შევძელი. შემეშინდა შენი დაკარგვის მერჩივნა ყველაფერი დამემთავრებინა . შემეშინდა რომ შემიძულებდი. ხოდა ახლა ვზივარ და ვაგრძელებ ცხოვრებას უკეთესის მოლოდინში, თუმცა საშუალება რომ მომეცეს გეტყოდი რომ ამ სიყვარულს ბოლომდე შევინახავ იმ შემთხვევაშიც თუ ყველაზე მაგარი რაღაც მელოდება და იმ შემთხვევაშიც თუ უბედნიერესი ვიქნები . მჯერა რომ არასდროს დამავიწყდები და თუ გამოვიჭირე ჩემი თავი, რომ დამავიწყდი. ჩავთვლი რომ არც არასოდეს მყვარებიხარ. არმინდა ოდესმე მივხვდე რომ ყველაფერი ტყუილი იყო და რომ ამოგიჩემე ან უბრალოდ შეგეჩვიე. მჯერა რომ იცი, არ ვაპირებ ჩემ თავთანაც ბრძოლის შეწყვეტას და იმედს ვიტოვებ რომ აუცილებლად დაბრუნდები . ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაბიჯის გადმოდგმა , ალბათ გეშინია ჩემსავით, თუმცა გეტყვი რომ საულ ტყუილად. ბედნიერება წვრილმნებში კიარა ბედიერება ჩემთვის შებშია!



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

წარმოუდგენლად მეტკინა... :((

 


მართლაც როგორ გავს ჩვენი ნაწერები ერთმანეთს. საოცარია.ვკითხოლობდი და ჩემი მეგონა :დდ ზუსტად ის გიწერია რასაც ვგრძნობ

 


№3  offline წევრი nimi

მწვანეთვალება გოგონა
მართლაც როგორ გავს ჩვენი ნაწერები ერთმანეთს. საოცარია.ვკითხოლობდი და ჩემი მეგონა :დდ ზუსტად ის გიწერია რასაც ვგრძნობ

ხო გითხარი

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent