ლო ანუ მფრინავი ბიჭუნა
ქუჩაში მიდიოდა ლო..სახეზე გაოცებული ღიმილი აჰკვროდა..მის დანახვაზე გამვლელებსაც ეცინებოდათ,თუმცა მხოლოდ რამდენი წამით,მერე ახსენდებოდათ რომ სხვები უყურებდნენ და ეშინოდათ არ იფიქრონ რა აცინებსო.მისი ღიმილი კი ისეთი საოცარი იყო,ალბათ არასოდეს არავის გაუღიმია მის მსგავსად.დახლზე გამოფენილი ტკბილეულობის დანხავისას რამდენიმე წამით შეჩერდა,თუმცა მალევე მოაშორა თვალი და გზა განაგრძო.ბოლოს სახლსაც მიუახლოვდა,პატარა კრამიტით გადახურულ შენობას რომელსაც უზარმაზრი თეთრი კარი ჰქონდა,დაჟანგებული სეხელურით,რომელიც დიდი ხანია არ გამოუცვლიათ და ალბათ არც მომავალში გამოცვლიდნენ.ეს იყო ადგილი სადაც მან თავისი ცხოვრების ათიწელი გაატარა,გაიარა კარგად ნაცნობი ეზო კარამდე მიმავალი მოკირწყლული ბილიკით.სახლში ყოველთვის ყვავილების სუნი ტრიალებდა და კიდევ დედის,ქალის რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ლოს..ღიმილიც დედისა გამოჰყოლოდა,წითური ხუჭუჭა თმაც,საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საყვარელ ელფერს ადებდა ლოს..თავის ოთახში შესვლისთანავე ძირს დაყრილი სათამაშოები აქეთ-იქით მიმოყარა და ოთახის შუაში ადგილი გაათავისუფლა.ოქტომბრის მილეული მზე ფანჯრის გავლით აღწევდა ოთახში და სასიამოვნო სითბოს შეგრძნებას ტოვებდა..ლომ თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და წამის მეასედში ასცდა იატაკს!შეუძლია!ნამდვილად შეუძლია!..ისევ ხდება არ იცის რატომ? როგორ? მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?ზღაპრებში თურმე ტყული არ ყოფილა,და ფრენა მართლაც შესაძლებელია.განმეორდა ის რაც ერთხელ უკვე მოხდა სკოლიდან წამოსვლისას.მეორე კლასელ ბაფთიან გოგონას,რომელსაც დიდი წითელი ბუშტი ძაფით ჩაებღუჯა ხელში.უცებ შემთხვევით გაეშვა,ლოს უნდოდა დახმარებოდა და რადგან მასზე მაღალი იყო ხელიტ წაეტანა ბუშტს,ახტა კიდეც და წითელი ბუშტიც დაიჭირა,მაგრამ ფეხქვეშ მყარი მიწა ვეღარ იგრძნო .შეეშინდა ძირს დაიწია დაეშვა.ლო იმაზე მეტად იყო შეშინებული ვიდრე ბაფთიანი გოგონა რომელიც პირდაჩენილი უყურებდა მას.მაშინ არავის შეუმჩნევია ახლა კი უნდა მთელ მსოფლიოს გააგებინოს რომ ფრენა შეუძლია..სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა,ისევ ეზო,ვიწრო ქუჩა. ორივე გვერდზე ოქროსფრად შეფერადებული ხეებით.ქუჩის ჩასახვევში სათამაშო მოედანი,რომელიც ხალხმრავალი თუ არ იყო,ყოველდღე ხუთ ბავშვს მაინც მასპინძლობდა,რომლებიც ქვიშაში ამოგანგლულები გვიანობამდე რჩებოდნენ და ბოლოს მშობლების გაბრაზებულ სახეებს ემორჩილებოდნენ.დღეს კიუჩვეულოდ ბევრ ბავშვს მოეყარა თავი და მათი მხიარული ჟრიამული აყრუებდა იქაურობას..ლო არავის შეუმჩნევია არც ის გამოლაპარაკებია ვინმეს ,უბრალოდ მოშორებით დადგა,თვალები დახუჭა და აფრინდა..ნელ-ნელა,მაღლა-მაღლა..თეთრპერანგიანმა ბიჭმა რომელიც სკამის მოაჯირზე იჯდა პირველმა დაინახა მფრინავი.. წამოიყვირა შეხედეთო!! ბავშვებმა ჯერ ბიჭს შეხედეს .შემდეგ მის თითზე გადაიტანეს მზერა რომელიც მათ ცისკენ მიუთითებდა.საოცარი სანახაობით შეძრწუნებულები გაშეშებულები იდგნენ და რამდენიმე წუთის მანძინლზე რეაგირება არ შეეძლოთ. არ იცის პირველი ვინ გაიქცა ,მაგრამ ნახევარი წუთის შემდეგ სათამაშო მოედანი დამსგავსა ადგილს,რომელზეც თითქოს არასოდეს დაუდგამსო ბავშვს ფეხი.ლო დაეშვა..ძალიან უკვირდა რატომ გაიქცნენ?! მას ხომ უბრალოდ უნდოდა მის მეგობრებსაც გაეგოთ რომ ფრენა შეეძლო..მაშინ როცა,ლოს ოთახში უკანასკნელი მზის სხივიც მიიწურა და ბინდმა დაისადგურა კარებზე გამაყრუებელი ბრახუნი ატყდა.გარეთ ხალხის ბრბო იყო რომელსაც სურდა რაც შეიძლება სწარაფად ენახა მფრინავი ბიჭუნა..ლოს ეშინოდა ძალიან ეშინოდა.დედა ეფარებოდა რომელსაც გრძელი შავი თმა სახეზე ჩამოშლოდა და ცრემლები უღარავდნენ სახეს.მაგრამ ერთი მარტოხელა,ძალაგამოცლილი ქალი რას გააწყობდა.წაიყვანეს ლო.მერე ახსოვს თეთრი უაზარმაზრი ოთახები უამრავი ხალხით.უმეტესობა თეთრებში ჩაცმული..ლაბოარატორიები,გამოკვლევები,ბორკილები.კითხვები უამრავი და გაუთავებელი..ყოველდღე ახალი ხალხი.ახსოვს როგორ უყურებდნენ მას ,ისე როგორც ძალიან საინტერესო და უცნაურ ობიქტს,რომელსაც გამოკვლევა ესაჭიროებოდა.ისიც ახსოვს რამდენიმე თვის შემდეგ როგორ ნახა დედა,,თმაგაჭაღარავებული იდგა შუშის გამჭვირვალე მინის უკან..ლოს ფრენა უნდოდა..თავისუფლება,გაუშვით!! გაუშვით რას დაგიმწყვდევიატ აქ როგორც ველური ცხოველი,თქვენიანია,ადამიანია!! ამ ხალხმა უკვე საკმარისად დატანჯა ლოო..დარდმა უკვე დალია,კვდება მისი წამლებით გამოტენილი ორგანიზმი,კვდება სათუთი სული,კვდება ლო.მიდის! და ახლა შეეძლება ფრენა ისე რომ ამისთვის აღარავინ დასჯის! არავინ აუღებს ვენიდან სინჯებს!მიდის და უხარია,წინ თავისუფლებაა,მხოლოდ დედა ენატრება,უნდა კიდევ ერთხელ ჩაეხუტოს და მისი თბილი ტუჩების შეხება იგრძნოს შუბლზე.ახლა ლოსთან არავინაა ,მხოლოდ დიდი უზარმაზრი მრავალჯერ გადაგებილი და აწ თეთრ ფერში გადაწყვეტილი კედლები,რომლებიც გისოსებად ქცევიან მას,მაგრამ ლომ იცის,არც ერთი გისოსი არ არის გადულახავი თუ შენს სულს თავისუფლება სწყურია.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.