შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დღიურებიდან


3-01-2017, 20:35
ავტორი qetusia
ნანახია 1 689

არ ვიცი მგონი მარტო ჩემთვის გართულდა ცხოვრება, მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე. არადა, როგორ სიზმარივით მახსოვს ის ბოლო წელი, ის წელიწადი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული სუფევდა, როდესაც მე ვიყავი მთელს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი და როდესაც უბრალოდ იყო, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთან იყო თუ არა, მე ხომ ვიცოდი, რომ ის ჩემი იყო!
ისე მეშინია ამ გაზრდის და ამ ტირილში გათნებული ყოველი ღამის. თქვენ რა იცით რა არის სიკვდილამდე მონატრება (ალბათ სიკვდილი ამაზე უარესი ვეღარ იქნება). საერთოდ ვეღარ ვუგებ ჩემს თავს და როცა ვკითხულობ რა მინდა ჯიუტად მელანდები შენ ოღონდ არა მომავალში, არამედ წარსულში... ხო სულელურად ჟღერს, მაგრამ ისეთი მენატრები, როგორიც მაშინ, როცა გაგიცანი!
ახლა დიდი გოგო ვარ წესით და არავის ესმის ჩემი, ვერავინ გამიგო, ვერც მე და ვერც ამ სიგიჟეს (პრინციპში მეც ვერ ვიგებ და სხვას რა მოვთხოვო?!) ისე მენატრება ხანდახან მგონია ვგიჟდები  ვეღარ ვაბრუნებ, ვეღარ ვხედავ და აღარ მოდის!
მეშინია ჩემი თავის მეშინია, რომ ერთ დღეს ვეღარ გავუძლებ და ყველას დაგტოვებთ! ყოველთვის ვცდილობ სხვებს კარგი გავუკეთო, მაგრამ სულ პირიქით მიბრუნდება 
ახლა კი მე მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე, ვიცი რომ ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი, ვიცი რომ ვერასოდეს გამოვცდი სიხარულს და ცხოვრებას თვითმკვლელობით დავასრულებ, უბრალოდ არ ვიცი სიკვდილის მერე როგორ გაგიფრთხილდე?! არ ვიცი, როგორ დაგიცვა ამათგან, როგორ აგარიდო ყოველივე ცუდს?! ყველა შენ დაგაბრალებს ჩემს თვითმკვლელობას და ვერავინ მიხვდება, რომ ყველა დამნაშავეა შენს გარდა... რომ ჩემი სიკდილის მიზეზი ვერგაგებაა, სიცივეა, უსიყვარეულობაა!
არ ვიცი, როგორ გაგიფთხილდე იქედან, მე საკმაოდ გიჟი ვარ იმისთვის, რომ თვითმკვლელად ვიქცე, მაგრამ დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი ხარ ვის გამოც ჯერ კიდევ აქ ვრჩები, ჯერ კიდე ვუძლებ ამ სიყალებეს და ძალით ვიღიმი, მაგრამ გავუძლებ კი დიდხანს ამას?!
ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ტრაგედიად იქცა და მე მოსიარულე ზიზღი გავხდი, არ მჯერა ბედნიერი წყვილების, არც ბედნიერი მომავლის, არც სიყვარულის და საერთოდ მე თუ მკითხავთ ყველაფერი ეშმაკის მოგონილია სამუდამოდ სატანჯველად. ჭეშმარიტება მარტოობაშა, თუმცა რატომღაც ყველას გვეშიანია ამის  არადა ხანდახან, როგორ მინდა კარგი გავიჯახუნო და ყველას მოგშორდეთ!
მარტივ სურვილებს ვერ ისრულებ ადამიანი და რომელ ბედნიერებაზეა ლაპარაკი?! ხანდახან ღამე, რომ მოგინდება გარეთ გასვლა და ვერ გახვალ ათასი თვალის გამო ამის მერე რომელ სიყვარულს ყველაფერი შეუძლიაზეა ლაპარაკი?! სიყვარულს, რომელსაც ასე აღმერთებ ისე გამოგგლეჯენ ხელიდან ამოსუნთქვას არ გაცდიან, ისე გათეალვენ თითქოს ძირს დაგდებული ნაგავი იყოს, ისე აგატირებენ წარბს არ შეხრიან და ჩვენ გვქვია ადამიანები?!
გული მერევა ჩემზეც და სხვებზეც, გულის სიღრმეში ყველამი ვიცით, რომ ცხოველებზე უარესები ვართ, სინამდვილეში დედამიწას სიყვარული კი არა სიძულვილი ატრიეალებს, იმიტომ რომ ყველა სიძულვილით ვცხოვრობთ, ყველაზე დიდი საშინელებები ჩვენ ვართ თავად და ამიტომაც მძულს ჩემი თავიც და ყველა დანარჩენიც.
ალბათ არც სიყვარულით დავბადებულვართ და ყველა სიძულვილით დავიბადეთ, სიძულვილით ვიცხოვრებთ და სიძულვლით მოვკვდებით.
ახლა მხოლოდ სულელებს სჯერათ ბედნიერების და მხოლოდ ჩვენნაირმა გიჟებმა იციან სიმართლე, რომ აქ ყველაფერი სისულელა, რომ ცხოვრება ნაგავია. ალბათ ამიტომ ერთობი შენ ვიღაც ბოზებით (გყავს შეყვარებული) მეკი ყველა მძულს, სულ ყველა, ჩემი თავიდან დაწყებული! შენს გარდა მძულს ყველა. ალბათ, თუკი სულ პატარა რაღაც არსებობს ამქვეყნად კარგი შენ მოგიტანდი, რომ მაპოვნინა თუმცა ჩემნაირ გულისამრევს, რომელიც გულის სიღრმეში ყველას სძულს ესეც არ შეუძლია 
მე უკვე მივიღე აქ საკმარისი სიხარული და მგონი ჩემი დრო წავიდა, ახლა მე მოსიარულე მკვდარი ვარ და ვხვდები, რომ მე იმ მოუცებზე უფრო ხნიერი ვარ გარეთ, რომ სხედან და სედიანი თვალებით ყვავილებს ან მზესუმზირას ყიდიან, მე ერთი დიდი უბედურება ვარ!


23.09.2016 3:00



ახლა გადაუღებლად წვიმს. ამ ცარიელ ქალაქში გეძებ და ვერსად გპოულობ. ააა ხო გამახსენდა შენ ხომ უკვე შეყვარებულიანი ბიჭი ხარ?! როგორ გეძებ არადა , მგონია რომ რამდენიმე წამიც და შეგხვდები.... გამიგია წვიმას უხდება ასეთი შეხვდერებიო, თუმცა ჩვენს შეხვედრებს ყველაფერი უხდება <3
ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ამ ბოლოდ დროს ამეკვიატა ეს საზარელი ფიქრი, რა იქნებოდა ერთი ტყვია და ორი გარდაცლილი, ან ერთი ავარია და ორი გარდაცლილი და საერთო რა იქნებოდა ამ ქალაქისთვის ორი გვამი?! ყველა ყველას სიკვდილს ეგუება და დიდი ამბავი ჩვენც თუ დავიხოცებით, მაინც ყველა დაგვივიწყებს.
ღმერთო რა გულისამრევი ვარ სიკვდილს უკვე არამარტო ჩემთვის შენთვისაც ვნატრობ. რა სადიზმია რა სიბოროტე, რომ მე იმდენად მემეტება შენთვის ყველაფერი, რომ სიკვდილსაც ჩემი ხელით მოგართმევდი, ანდა მე იმდენად მიყვარხარ, რომ მხოლოდ შენთან ერთად მინდა ეს სიკვდილიც 
როგორ მაკლიხარ როგორ ადამიანო!!!!!!!!!!
23.09.2016 16:50




წვიმების სეზონი, ქარების სეზონი და 2013 წლის სექტემბერი. მას შემდეგ ასეთი შემოდგომა აღარ მინახავს. პირველად მაშინ ვიგრძენი შემოდგომის რაღაცნაირი ხასიათი, რომელიც აბსოლუტურად ეწყობოდა ჩემსას. იმ შემოდგომას პირველად განვიცადე შენი დაკარგვა, თუმცა მაშინ ჩემი გრძნობა უსახელო იყო, აი ასე უბრალოდ საოცრად დამაკლდი და იმ შემოდგომის შემდეგ საბოლოოდ აირია ჩემი ცხოვრება.
ალბათ ახლა ამიტომ აღარ მესმის, აღარც დავიწყება და აღარც ბედნირება, როგორ უნდა დაივიწყო, როცა ამ დამპალი ქალლაქის ყოველ კუთხეში მასზე მოგონებები გხვდებბა?! ან როგორ უნდა გადაიყვარო, როცა მან გაგხადა ასეთი, მან გასწავლა სიყვარული, გაგზარდა და ჩამოგაყალიბა.
მე ის შემოდგომა მახსოვს ფანჯარასთან ჩამომჯდარი რომ გიცდიდი ან შუაღამისას დავბოდიალობდი რომ მენახე შენკი არსაიდან ჩანდი. სკოლაში გამუდმებით მერხზე რომ მედო თავი და ყოველ დასვენებაზე შენი სიტყვები მახსენდებოდა და ფანჯრიდან ვიყურებოდი გულში კი მხოლოდ ერთს ვიმეორებდი: ის აუცილებლად მოვა. არ მოდიოდი, არ მოსულხარ, არ გახსოვდი.
ახლა, როცა ჩემგან ითხოვენ სიახლეს, გიყვარდეს ვინმე, ყველას მიმართ სიძულვილი მიჩნდება, როგორ შეიძლია დავივიწყო დეკემბერში შენს მოლოდინში გაყინული ხელები, როგორ შეიძლება დავივიწყო ის ომი, რაც გადავიტანე, როგორ შეიძლება დაგივიწყო და ასე უბრალოდ აღარ მიყვარდე?! როგორ შეიძლება დავივიწყო 2014 წლის მოსვლა და ღმის 12 საათზე სიმწრისგან პირზე ხელაკრული ტირილი?!
ჰო მე მეცინება, რადგან ვიცი არ შემიყვარდება და ზოგადად აღარ მესმის მაგ გრძნობის, არც არავინ მინდა შენცკი აღარ მინდიხარ, მხოლოდ წარსულში მენატრები, მენატრება რაღაც შორეული და ფერადი. მეზიზღება ყველა ვისაც გონია, რომ მე კიდე ვინმეს შევიყვარებ და თუ ეს მოხდა მე შევიძულებ ჩემს თავსაც, რადგან ვიქნები ყველაზე გულისამრევი ადამიანი მთელს პლანეტაზე, მე ვიქნები ის ვისაც არ შეუძლია ბოლომდე უყვარდეს. ეს არ მოხდება, არასოდეს არ მოხდება, რადგან მე მძულს ყველა შენს გარდა, თუმცა აღარც შენთან აღარ მინდა. მე შენ მიყვარხარ თუმცა არა მომავალში!

24.09.2015 00:51







და აი იქ დამთავრდა ყველაფერი, როცა შემაძრწუნებლად გავიაზრე სიტყვა ცოლი, როცა უბედურების ზარმა ჩამოკრა, როცა ჩემი სიზრები თანმიმდევრულად ახდა და როცა გარდაიცვალა ქეთი... მერე კი ახალი უემოციო ადამიანი დაიბადა....
სულ ვამბობდი ბოლო დროს უცნაურ სიზმებს ვნახულობთქო, სულ ერთი და იმავე მესიზმრებოდა, შენ მოდიოდი მიმტკიცებდი რომ გიყვარდი და მერე მიდიოდი და სხვა მოგყავდა ცოლად მეკი მეუბნებოდნენ ასეა საჭიროო. სიზმრები ახდა, შენ მოხვედი და თითქოს რაღაც ახალი სხივი გაჩნდა, იმედი ნაპერწალი, რომელიც მომავლის იმედს აბრუნებდა და მერე?! მერე გახსენებაც არ მინდა ეს აღსაასრულია ერთავ!
ცოლიაო!
რა უბედური სიტყვა ყოფილა ცოლი....
ყველას ხმა ერთმანეთში ირევა, არ ვიცი სად წავიდე, კადრები მერევა...
მივდვარ ტბის პირას ვჯდები და ვფიქრობ, რომ წამებში შემიძლია ტანჯვას ბოლო მოვუღო, მერე ისევ შენ მახსენდები, პოლიცია და იარლიყი რომელსაც მოგაკრავენ.
მკვლელია!
თვითმვლელობაა!
20 წლის გოგომ თავი მოიკლა...
საწყალი... უბედური მისი ოჯახი... საცოდავი... შტერი...
რამდენ სახელს მიწოდებენ. შეიძლება ჩემმა ტოლებმა მომიწონონ კიდეც და ძლიერად ჩამთვალონ, მაგრამ ფაქტია შენს გამო ვერ გავბედე, ვერ გადავეშვი ტბაში, ვერ დავიძინე.
სუნთქვა მიჭირს და ისევ ის მკვლელი სიტყვა ცოლი. რამხელა ტკივილს იტევს თურმე ეს უბედური სიტყვა.
გვერდით არავინ მყავს, არავინ მამშვიდებს და ასე განადგურებული, მისიკვდილებული, უფრო სწორად კი მკვდარი დავეხეტები უმისამართოდ დაბნელებულ ქალაქში, სახეს თმებით ვიფარავ და ვცდილობ არ წავიქცე, გულიმიმდის, სიკვდილი ცდილობს ჩემში შემოხწევას.
ცოლი! ისევ ეს სიტყვები ჩამისმის და არავინ მაწყნარებს. ცოლი... უფრო მეტად ვიფარებ პირზე ხელს და ვცდილობ კივილი შევიკავო... ცოლი!
ზღაპარი დასრულდა... ცოლი!
ახლა კი მზად ვარ მარადიული სატანჯველისთვის. ცოლი!
09.10.2016 2:29




რა დავუშავე ცხოვრებას ასეთი?! რატომ?! რისთვის?!
ჩემი ერთა... ათასობით ნაწილად ვიშლები, როცა სხვასთან ვუყურებ... ასე მგონია გარდავიცვლები, ჩემი ერთა...
ცხოვრება და სუნთქვა მიჭირს ყოველი ახალი ფოტოს ნახვისას, ვიცი ნელ_ნელა უფრო და უფრო გამიჭირდება სუნთქვა მაგრამ როდემდე?! არ ვიცი ხანდახან ძალა მეცლება, ძალა მეცელბა როცა ჩემს ადგილას სხვა ზის, მაგრამ ესაა ცხოვრება: უსამართლო, დაუნდობელი და მახინჯი.
მე გვერდით არავინ მიზის, არავინ მაწყნარრებს და არავინ მიმსუბუქებს ტკივილს.
ჩემს თვალწინ ათასობით კადრი ირევა, კადრები წარსულიდან დღემდე, კადრები ერთად ყოფნიდან უერთმანეთობამდე და ბოლის იქ მაღლა ღმერთის მიერ გამოტანილ განაჩენი: ისინი ვერასოდეს იქნებიან ერთად, მერე უბედურების ზარი ჩამოკრავ და შენს ცხოვრებაში სხვა შემოაბიჯებს. აი ასე, ასე იბადება დედამიწაზე კიდევ ერთი გარდაცვალება და ვინ იცის როდის მოაწვდენს ცხოვრების უსამართლობისგან განადგურებულს თავის კლანჭებს და როდის წაათრევს იქ, იქ სადღაც მოუსვლელში და იქაც უმისოდ.
არა ღმერთო ხანდახან მართლა არ მჯერა, რომ ოდნავაც არ შემცოდე, რომ ისე გამომგლიჯე ხელიდან, აზრზე მოსვლაც არ მაცადე. ნეტავ რისთვის მექცევი ასე? რატომ გახადე ჩემი სიყვარული ჯერ დანაშაული და ახლა ორმაგად დანაშაული?! რა დაგიშავე ასეთი ნეტა ვიცოდე, ნეტავ მიმახვედრო მაინც. რატომ აქციე ჩემი სიყვარული დანაშაულად, რისთვის ღმერთო?! სულ არ გეცოდები დავიჯერო?! არადა ხომ ამბობენ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარსო, მაშინ მე რატომ დამსაჯე ჯერ ისედაც უმომავლო სიყვარულით და ახლა კიდევ გამიორმაგე ტკივილი და მის ცხოვრებაში სხვა გოგო გააჩინე. ნუ მექცევი რა ასე.
ხანდახან მგონია ვეღარ ამოვისუნთქებ, ჩემი გაყინული სხეული სამუდამოდ გაქვავდება და მალე მივალ ღმერთამდე, მივალ სხვა ცხოვრებაში და იქიდან ვადევნებ თვალს ერთას.
იცი რისი მეშინია ყველაზე მეტად? მეშინია, რომ ვერც სხვა ცხოვრებაში შეგხვდები ან ვერ გიცნობ, ან იქაც სხვასთან იქნები და მე იმ სხვა ცხოვრებაშიც დავიტანჯები. ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი გასაცოდავებული სულის ტანჯვა, როდემდე უნდა ემატებოდეს ჭრილობას ჭრილობა, როდემდე უნდა ვცდილობდე ადგომა?!
ცხოვრებამ არაფერი შემარჩინა, ღმერთო ის.. ის ვის გამოც ვცოცხლობდი, ის კაცი ვინც ჩემი გული და სული გაანადგურა და მაინც ბოლო წამამდე მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლე დამეთმო. ახლა კი ისეთი გაუბედურებული ვარ ჩემგან დათმობილ სიცოცხლესაც არავინ მიიღებს. აღარავის ვუყვარვარ.
ნეტავ როგორ უნდა ვიცხოვრო ან რას უნდა ველოდო? აღარ შემიძლია მუდმივი მოლოდინი, მეც მინდა სიმშვიდე და ჩემი ერთა, თუმცა რაღა ჩემი...
მენატრები ერთავ, ნეტავ იცოდე როგორ მენატრები და როგორ მტკივა.
ცხოვრების ძალა აღარ მაქვს, ვეღრ ვსუნთქავ.
ჩემი ოცნებები ერთაიანად დაიმსხვრა, ერთიანად განადგურდა და ხელებში მისი ნამსხვრევები შემრჩა, რომლებიც ჯერ დაუნდობლად მიკაწრავენ ხელებს, შემდეგ სხეულს და ბოლოს გულამდეც მიდიან და ათასობით ნაკაწრს უმატებენ ისედაც დამახინჯებულს და გაუბედურებულს. კაწრავენ გულს, რომელსაც საკუთარი ფუნქცია უკვე დაკარგული აქვს, გულს რომელსაც ათასჯერ აუკრძალეს ფეთქვა, ათასჯერ მოკლეს და ათიათასჯერ გადაუარეს.
არა შენ რომ ჩემი გესმოდეს უსათუოდ მოხვიდოდი და არასოდეს მიმატოვებდი, მაგრამ ესაა ცხოვრება და ჩვენ ჩვენი როლები უნდა მოვირგოთ ერთავ!

11.10.2016 22:53




ამ ზღაპრის დასრულებას არასოდეს გაპატიებ, არასოდეს. ჩვენი ფოტოები ისეთი გაცვეთილი და გაუბედურებულია და მაინც როგორი მომღიმარი სახეები გვაქვს, ალბათ ჩენი ბავშვურობის ბრალია და მეტი არაფრის. ახლა შენ აღარც იმ სურათების გწამს და აღარც ჩემი. მე კი ჩემი მხრივ მხოლოდ სიძულვილი მამოძრავებს ამ სამყაროს მიმართ, სიძულვილი და უშენობის სუნი, რომელმაც მთელი სხეული მოიცვა. ვიმეორებ არასოდეს გაპატიებ ამ ზღაპრის დასრულებას, მიუხედავად იმისა რომ ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე შენ მაინც არ უნდა წასულიყავი და ბოლომდე უნდა შეგენარჩუნებინა ის ღიმილიანი სახე, რომელიც მხოლოდ წლების წინანდელ სურათებს შერჩათ. შენ მე დამამახინჯე. ეს იყო ზღაპარი ცუდი დასასრულით და მოღალატე შეყვარებულით, ეს იყო ტრაგედია, რომელმაც დედამიწაზე ამდენ ხალხში მარტო დამტოვა. ახლა აღარც ამ სიყვარულის მწამს და აღარც გრძნობების. ეს ის ამბავია რამაც სამუდამო სატანჯველი მომივლინა და უბრალოდ სულ მარტო დამტოვა ბედის ანაბარა ამ სიცარიელეში, ამ უჰაერობაში. ეს იყო ზღაპარი, ეს იყო სამოთხის აკრძალული ხილი, შემდეგ ღმერთი მოვიდა ჩვენთან და სამოთხიდან გამოგვაგდო, შენ სხვა ცხოვრება გარგუნა მე სხვა. მე მაინც არ გაპატიებ, არასოდეს გაპატიებ და ყოველთვის მექნება ის გრძნობა, რომ ეს ომი შენი გაქცევის გამო წავაგე, რომ ჩვენ შეგვეძლო და შენ არ დამიდექი გვერდით, რომ შენ გაყიდე ჩემი სიყვარული. ჰო მე დღემდე მწამს რომ თუ ვიბრძოლებდით მოვიგებდით მაგრამ ბრძოლა მხოლოდ მე მომიწია და ეს ბრძოლაც შენვე წამაგებინე. არასოდეს გაპატიებ არასოდეს!
16.10.2016 1:26



№1  offline წევრი მოლურჯო

მე ვფიქრობ, რომ თუ დღიურია საქვეყნოდ გამოქვეყნება სისულელეა.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent