შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების სევდა


4-01-2017, 22:47
ავტორი ლორელაი
ნანახია 2 629

ძველი, დაფურცლული წიგნების კითხვა მიყვარს, დროისგან და ადამიანებისგან მიტოვებულის, წლობით თაროზე შემოდებულისა და დამტვერილის. ძველი კარადის ჩამოზნექილ თაროზე ერტმანეტს, რომ ეკვრიან და ყოველ მიახლოვებულ ადამიანზე სიხარულის და მოლოდინისგან ფურცლები, რომ უცახცახებთ. მათი ნესტიანი, ზოგჯერ ჩრჩილისგან შეჭმული, ფურცლები, ყოველ გადაშლაზე სუფთა ჰაერზე, რომ სუნთქავენ ხარბად.
ვინ თქვა წიგნები უსულო არსებები არიანო?! ისინი არიან, თუ არიან სულიერნი, რამდენი შეყვარებული, გმირი, ლაჩარი, მეფე, თუ დედოფალი, ბავშვი და ჯარისკაცი ცხოვრობს ამ ფურცლეს შუა. ისინი თავისუფლებას - წაკითხვას ელტვიან. მე მათი მესმის...
ჩემს ქუჩაზე ერთ ძველ სახლში, პირველ სართულზე ბიბლიოთეკაა, ქუჩაში გამოდის მისი დარაბები, მუდამ დალუქულო, გაუწმენდავი მინებით და რაფაზე შემომდგარი ნახევრად გამხმარი ყვავილების ქოთნით.
ამ ადგილზე ჩავლისას ყოველთვის უცნაური, იდუმალი ხმები მესმოდა, ჩურჩულით და სევდით მიხმობდნენ წიგნში გამომწყვდეული პერსონაჟები. მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჯერ რომ წიგნებში გამოკეტეს და მერე თაროებზე, ბიბლიოთეკებსა და სახლებში.
განა მათ სურდათ ვიღაცას დაეწერა, კითხა მათ ვინმემ, რომ გამოამზეურეს? ჯერ ყველასთვის ხელმისაწვდომად აქციეს, მერე მიივიწყეს, მიატოვეს და სუნთქვა დაუხშეს.
უსამარტლობაა...
სულ მახსენდება ჩემი სოფლის ბიბლიოთეკა, ბავშვობას, რომ მიფერადებდა, მაშინ ჯერ კიდევ დავდიოდით ბიბლიოთეკებში, მის იდუმალ, ცივ, მაგრამ ჩემთვის საყვარელ კედლებში, თაროებს შორის ყოფნა ყველაფერს მერჩივნა.
რამდენჯერ გადამიდია წიგნის უკან დაბრუნება, ვერ ველეოდი, ვაღიარებ, ჩემი სახელიც მიმიწერია. თითქოს მათში ჩემს თავს ვტოვებდი, მინდოდა მათთან დიდხანს დავრჩენილიყავი. გარედან შეჭრილი, ზედმეტი პერსონაჟი, რომლის ადგილიც არ იყო მათ გვერდით, კიდევ ერთი ვანდალი. მინდოდა სხვა ჩემნაირს გაეგო, რომ მე ამ წიგნში ვიმოგზაურე, ვიცხოვრე...
მაგრამ, განა დადის ახლა იმ ბიბლიოთეკაში ვინმე? ან არის კიდევ წიგნები? მის სიახლოვეს ჩავლილს სულ ეს კითხვა მიტრიალებს თავში, მინდა შევიდე და ვიგრძნო ისინი, მინდა მათი მოლოდინის მავედრებელი ჩურჩული: "წამიკითხე", გულს არ მისერავდეს.

მიტოვებული ადგილების სევდას, მიტოვებული წიგნებისა და ბიბლიოთეკების სევდა მიემატა, ინტერნეტისა და ელექტრონული წიგნების სამყაროში უპატრონოდ მიტოვებული ბიბლიოთეკის, მტვრიანი, ძველი წიგნების სევდა.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე თათა... დავსევდიანდი... გავთბი.. ყველა გრძნობა ერთიანად მომაწვა ყელში...ვფიქრობ რომ ვერცერთი სუნი ვერ შეცვლის წიგნის სურნელს... მეც ბევრჯერ მიოცნებია რომ იმ ძველ წიგნებში ყოფილიყო ჩემი ადგილი ❤ ბიბლიოთეკაზე მყუდრო ადგილი არ არსებობს და არ მესმის რატომ უნდა მიატოვო ბიბლიოთეკა ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ამ ტემპებით თუ განვითარდა ყველაფერი და წიგნს ასეთი ფასი დაედო, მგონია ბევრი უბრალოდ ვერ შეწვდება კარგ წიგნს, ხალხი საბოლოოდ მაინც მიუბრუნდება ბიბლიოთეკას heart_eyes

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent