შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოგეძარცვე


6-01-2017, 23:12
ავტორი მზიანი
ნანახია 1 141

თითქმის დამავიწყდი... ასე ერთიანად და სულმოუთქმელად შემოვიძარცვე ყველა გრძნობა გვიანი შემოდგომის ხეებივით, გავაშიშვლე სული და შემდეგ ერთიანად გამოვკეტე.
თითქმის დამავიწყდი... ფრაგმენტებად მახსოვს შენი სახე და თვალები, ვეღარ ვიხსენებ ბარიტონს, რომელიც ერთ დროს მხიბლავდა, თითქოს ტვინის პატარა უჯრედებმა მოლეკულებად დაშალეს და შთანთქეს.
აღარ მენატრები, უფრო სწორედ ვეღარ გნატრობ. დრო გადის, შენც დინებას მიჰყვები უფერული თევზივით. არ ებრძვი, არ ცდილობ შემობრუნებას. იქნება და "არ" კი არა "ვერ"?! ალბათ ზედმეტად სუსტი ხარ ამისთვის.
საუბედუროდ მეც სუსტი აღვმოჩნდი. ყველაფერში ძლიერს შენი სურვილი მასუსტებს. როგორ ვინატრო შენი აორთქლება ძველი ქუჩებიდან?
დღემდე შენს მოწერილ წერილებს ვინახავ, რომლებიც უხვად ყრია ჩემს საწერ მაგიდაზე, რომლებიც დროს და ჟამის შესაფერად გაიცრიცა და გახუნდა... არ ვღელავ.
ჩვენი ამინდია ძვირფასო, წვიმიანი. თუმცა დღეს ჩვენ სხვა ჰაერით ვსუნთქავთ.
(იქნებ შენთან არც წვიმს).



№1  offline წევრი stranger9

ვთვლი რომ სიტყვა "ვერ" არ არსებობს. მშრალი მეჩვენა, ეფექტის მოსახდენად დაწერილი და არა ნამდვილი გრძნობის გადმოსაცემად. ბოდიში თუ ვცდები.

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent