შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანო


8-01-2017, 01:32
ავტორი ნიანო
ნანახია 1 512

დ.ბ_ს
მინდა ისევ მოხვიდე და ჩამეხუტო..ისევ მინდა სანაპიროზე შენთან ერთად დაველოდო მზის ამოსვლას..ისევ მინდა წვიმაში უაზროდ ბერვი სიარული..მინდა მოხვიდე და ისევ ისე ჩამეხუტო როგორც ზღვიდან ამოსულს მეხუტებოდი..რომ მციოდა და მხოლოდ შენ რომ მათბობდი შუა აგვისტოში..მაგრამ შენ აღარ მოხვალ..ვერასდროს ვეღარ დავსხდებით სანაპიროზე დილას და შენი სახლიდან ვეღარ შევხედავთ ღამის ტალღებს.. მას შემდეგ რაც წახვედი ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მარცხენა მხარე აღარ მაქ..ხო..ყოველთვის მარცხენა მხარეს იდექი,ყოველთვის მარცხენა ხელზე მკიდებდი..სულ ამას იძახდი ცაცია ხარ და ამიტომ ჩვენი სიყვარულის მინდა ცაცია იყოსო..რა უცნაურია არა?! გულიც მარცხენა მხარეს მაქ .. და ხო.. გულიც შენ გაგატანე..აბა მე აქ უშენოდ რაში მჭირდებოდა..შენს გარეშე რღაცნაირად დდაჩუტული და უსიცოცხლო მომეჩვენა,ამიტომ აღარ მაქ..შენ გამოგიგზავნე..იმედია მიიღე..ხო ვიცი რომ მიიღებდი..ჩვენი გულები ერთმანეთს ყოველთვის მიაგნებენ..პარალელურ სამყაროებშიც კი.. ჩვენი გულები ხომ უზომოდ დიდი სიყვარულით არიან გაჟღენთილბი..ერთმანეთს ისყვარულით,ამიტომ ყოველთვის მიაგნებენ ერთმანეთს.. სხვანაირად წარმოუდგენელია..გუშინ პარკში გავისეირნე..პირველად შენს გარეშე და სკამზე იცი რა ვიპოვე? ჩვენ რომ ამოვჭერით „დანო“ .. დათო და ნინო გავაერთიანეთ და დანო გამოვიდა..როგორ მოგვწონდა გახსოვს?არა მე ახლაც მომწონს..ჩემთვის წარსული დრო არ არსებობს იქ სადაც შენ ხარ.. რამდენიმეჯერ დამესიზმრე..არა ეს ალბათ უფრო წარმოსახვა იყო ან ხილვა..ჩემ დაბადების დღეზე როცა თვალები გავახილე ჩემ ლოგინში ჩემი დაქალის ნაცვლად შენ დაგინახე..შუაღამეს 12 საათზე.. ჩაგეხუტე,არ მინდოდა შენი გაშვება და ასე შენთან ჩახუტებულმა დავიძინე,დილას როცა გავიღვიძე ძებნა დაგიწყე მაგრამ შენ არ დამხვდი,მხოლოდ შენი მაისური შემრჩა ხელში..სწორედ ის მაისური რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გეცვა..შენ ხომ დამპირდი არასდროს მიგატოვებო.ხოდა მოდი..დამიბრუნდი ან მე წამიყვანე..
მინდა ისევ მოხვიდე და მითხრა რომ გიყვარვარ..მაგრამ შენ აღარ მოხვალ..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent