გაურკვევლობა
ზიზღამდე უკვე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა, ვცდილობ ნელი და პატარა ნაბიჯებით ვიარო, რადგან მალე არ შემზიზღდე, როგორც დანარჩენები. ჯერ კიდევ ვებღაუჭები იმედს, რომ გზის გაგრძელების ნაცვლად უკან დავიწყებ სვლას. ალბათ მეშინია კვლავ განადგურების. ეგოისტი ხარ, შენ მხოლოდ საკუთარი თავი თუ გეყვარება. დავდივარ მოწყენილი სახით და თვალებით დაგეძებ ირგვლივ, ყველა იმ ადგილზე ვცდილობ გავიარო სადაც შეიძლება შეგხვდე, თუმცა ამაოდ, ან არსად ჩანხარ, ან შემხვდები ისე ცივად თითქოს სხვა ხარ. მხოლოდ მისალმება და ამ მისალმებას რამდრნიმე წუთი ვიმეორებ გულში. სხვანაირი ხარ, ყველასგან განსხვავებული, ხანდახან ვგიჟდები ისე მომწონს ეს შენში, ხანდახან კი საშინლად ვერვიტან, მაღიზიანებს. ხატვას მოვუხშირე, რაც ნიშნავს, რომ არც ისე კარგად ვარ. ვცდილობ წიგნებში, სიმღერებში, ფოტოებში "ჩვენ" დავინახო ის "ჩვენ" რომელიც არ არსებიბს, არც არსებობდა და არც იარსებებს. ჩაკეტილი ხარ. მინდა გავიგო რას გრძნობ, რაც შეუძლებელია შენი ხასიათიდან გამომდინარე. ზოგჯერ ვფიქრობ რომ გიყვარვარ კიდეც, მაგრამ შემდეგ ისე იქცევი მგონია, რომ არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია ჩემს მიმართ. მე კი მაინც ვაგრძელებ ფიქრს შენზე. როცა შენთან ვარ რაღაც სხვას განვიცდი ალბათ იმიტომ, რომ შენ არგავხარ სხვებს ან მე მაქვს განსხვავებული გრძნობა შენს მიმართ, ისეთი ჯერ რომ არმქონია არასდროს. შენთან კარგად ვარ, თავისუფლად, თითქოს იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. მიყვარხარ, თუმცა არა ისე როგორც სხვებს უყვართ, არამედ როგორც მხოლოდ მე, ჩემებურად. ალბათ ვერ ხვდები რას ვგრძნობ და ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ ხომ ასე ვგავართ ერთმანეთს. ამ ჩანახატით მინდა გადმოვცე გრძნობები რომლებიც ყველას ცხოვრებაში ყოფილა. გრძნობები რომლებიც გვაბნევს,გვავიწყებს სიამაყეს, გვაკარგვინებს საკუთარ თავს და ჩვენ ცხოვრებას ბევრად უფრო ლამაზს და საინტერესოს ხდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.