ქარმა ყველაფერი არია (სრულად)
გარეთ ქარია. აუტანლად დათარეშობს და ისედაც ხასიათ გაფუჭებულს უარესს მმართებს. მოგონებებში დავაბოტებ, რა მინდა აქ ? რა დამრჩენია? არ ვიცი, უფროსწორად მშვენივრად ვხვდები თუმცა არ მინდა ასე იყოს, გაცილებით მარტივია როცა სხვების გასაგონად ვლაპარაკობ რა მაგარი გოგო ვარ. როგორ გავუმკლავდი ყველაფერს და როგორც უკან მოვიტოვე. რეალურად რა ხდება? ეს ძალიან სახიფათო თემაა. მინდება გავქრე, არა მე ნუ გავქრები უბრალოდ შეგრძნებები დამეკარგოს, იმ ძველის ხელახალი ისეთივე მძაფრი, მტკივნეული აღქმა. რამდენიმე კვირის წინ ღამით გამეღვიძა, ვტიროდი. ისევ ის დაწყევლილი მომენტი მეზმანა. ხომ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ასეთი ცხადად განცდადი, უბრალოდ რიგითი სიზამრი ყოფილიყო გაღვიძებულს რომ აღარ გახსოვს და არც ცრემლების მისაკუთრებას ცდილობს. ვამაყობდი დიდი ხანია თითქმის ერთი წელია აღარ მიტირია, ტკივილის მიზეზით მეთქი, ესეც ჩემი მარცხი, ირეალურმა გამტეხა. მაშინებს საკუთარი თავი, არც ასეთი ერთგული მინდა ვიყო, არც მიმტევებელი და მითმეტეს არ მინდა ასეთი სიყუვარული შემეძლოს.დღეს ხომ ასე მოძველდა გულწრფელობა, დასაძრახად მიიჩნევა. არ შეიძლება ამდენი დრო გავიდეს და შენ გრძნობდე რომ რაღაც რიგზე მაინც ვერაა.მარტოობაში , ან უკეთ რომ ვთქვათ , სხვებთან ერთად ყველაფერი კარგადაა. სამაგიეროდ ამ წვალებით დალაგებულ შენს თავში ერთიანად ირევა ყველაფერი მასთან შეხვედრის დროს. უბრალოდ ხვდები რომ გიყვარს. იმასაც ხვდები, რომ არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ შენი შესაძლებლობები აქ იწურება. ზოგჯერ მინდება მასთან მივიდე დავიცალო, მე ხომ ჯერ ისევ სავსე ვარ, ჯერ ისევ ჟრუანტელდავლილი, ჯერ ისევ ყველაფრის შემგრძნობი. ყოველ ტკივილ გამოვლილი. უამრავ ცრემლდაღვრილი. უბრალოდ ვიტყოდი ყველა ტკივილს. გამოვააშკარავებდი ყველა შიშს, ყველა ბედნიერ წუთს თუ წამს. საბოლოოდ განვაცხადებდი, რომ მე, მე ვარ. რომ სახეშეცვლილ მტკივან ფიქრებს აღარ მივცემდი ჩემს გულში ბინას. ვეტყოდი რომ მძულს. ყოველი უთქმელი სიტყვისთვის, ყოველი არ გამოხატული გრძნობისთვის, ყოველი დამთრგუნველი შემოხედვისთვის. და მე ისევ გავიშლებოდი მხრებში. ისევ ვიამაყებდი ჩემი სიცილით. ისევ ვიქნებოდი მეგობრებისთვის საამაყო გამორჩეულად ერთგული მეგობარი და ვიცხოვრებდი ისე როგორც ჯერ კიდევ არ მიცხოვრია. ვივლიდი ფეხშიშველი, თმაგაწეწილი, თხელი სარაფნით . ყვავილებით სავსე მინდორს მოვძებნიდი და სათითაოდ მოვეფერებოდი ყველას, სიცოცხლით დავტკბებოდი, რადგან მზე ისევ ანათებს. რადგან მე გოგო ვარ. ძლიერი გოგო და ამით ვიამაყებდი. ერთ ყუთში ჩავყრიდი ყველა აკრძალვას, ყველა ჩარჩოს, კომფორტის ზონას გავარღვევდი და უამრავ რამეს გავაკეთებდი, ახლა კი როცა ჯერ ეს ყოველივე მისთვის პირდაპირ არ მითქვამს დანარჩენს გავაკეთებ , ამის სათქმელადაც ვიქნები მზად და მაშინ საუკუნოდ შემესხმება ფრთები.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.