შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ქალია...


24-01-2016, 16:33
ნანახია 2 530

ერთი ქალია, ზამთარში რწყავს იებს,
ქარი უფრიალებს ჟანგისფერ კაბას,
თეთრი ქალია, მთაში ფანტავს ფერად ფიქრებს,
და მის სახლთან ველოდები ზამთარს.

ერთი ქალია, შავი თვალებით,
რძისფერი კანი გამჯდარი ზღვით,
თეთრი ქარია, ტუჩებს უხატავენ ფანქრებით,
და საჩუქარია მისი თითები ღვთის.

ერთი ქალია, სახეზე ხალით,
თეთრი ალია ბაგეზე რომ უთრთის,
ღმერთიც არია მისი მზისფერი ტანით,
და ზღვები მის ფეხებთან გამქრალი თრთის.

ერთი ქალია, ღამით რომ ტირის,
თეთრი დალია ეზოში შავმა მიწამ,
ცრემლები ღადრავენ სახეს მზისფერი სხივით,
და ეს დარდები წაუშალა დილას ეზოში წვიმამ.

ერთი ქალია, სიკვდილს უყვარდა,
თეთრი ზამთარია მისი მეუღლე,
მისი სიშმაგე, მისი მზისფერი კოცონი დარდად,
გადაქცეულა, და მოთქვამსო სიკვდილის ტუჩებს ეულებს.

ერთი ქალია, სახეს სიცილი ბაგეს ეხება,
თეთრი არია უგალობეს ეზოში ხეებმა,
სიკვდილის ფიქრებში, დღეები სიზმრებს ედება
და გაცრიცეს მისი სამყარო ექოში ფერებმა.

ერთი ქალია, მთებსაც აგიჟებს,
თეთრი ბაღია, მთელი ცხოვრება უვლის,
ერთი ქალია, ყვავილები უთვლიან ნაბიჯებს,
და დიდი ხანია სახეზე მდუმარება უთრთის.

ერთი ქალია, სიმარტოვე უსველებს თვალებს,
თეთრი დაქრიან ლანდები მის სახლთან,
დიდი ხანია, ზღვის პირას უგალობენ მის მკერდზე მთვარეს,
ზევით ბაგენი ეყინებიან ზამთრად.

ერთი ქალია, ზამთარმა სიკვდილს წაართვა,
თეთრი თებერვალია მის კაბაზე რომ დახტის,
სიკვდილთან სიშორემ, ბედის ოინებს თავი ძლივს გაართვა,
და ეს მოგონება ზეცისფერებად სიშორეში ხტის.

ერთი ქალია, ზამთარმა თითები თმებში მოხვია,
თეთრი ალერსია, დეკემბრის ლოგინზე აწყვეტილი,
ბედი ჩუმია, ზღვებში ეს ხმა სიკვდილსაც დაესია,
და მის სხეულზე ჟინია ქალის გაწყვეტილი.

ერთი ქალია, დღეებში ჩუმად იძირება,
თეთრი დარია, ხეებში მუქად ირინდება,
მისი ხმებია, სივრცეში ექოდ გაფანტული,
დღისით ვნებიანს, ფერებში უენოდ განაბული.

ერთი ქალია, ოცნება მიწით აევსო,
თეთრი ქარია, დაიწყო ცით დასასრული,
ფერით აირია, ზამთარს სიყვარული თოვლით გაევსო,
ერთი ქალია იწყო ზღვით აღსასრული



№1 სტუმარი Bla..

Es sheyvarebulis nawers ar gavs es upro romantikosi poetis iluziebia romelic lamazadaa gadmocemuli magaria ..winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent